ილიაუნის რექტორმა მართლმადიდებელი სასულიერო პირის ლექცია აკრძალა
14:18 03.12.2014
ილიას უნივერსიტეტის პროფესორის ზურაბ გაგნიძეს განცხადებით, ილიაუნის დირექცია მართლმადიდებელი მღვდელმსახურის ლექციების ჩატარებას კრძალავს.
ზურაბ გაგნიძემ ეს, გაზეთ ,,ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, დირექციამ მღვდელმსახურის ლექციების გაუქმების მიზეზად სხვა სტუდენტების უფლებების შელახვა დაასახელა.
,,დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს ლექციას პირველად 500 სტუდენტი მაინც დაესწრო, ამის მერე რექტორმა განაცხადა, რომ ამას მასობრივი სახე არ უნდა ჰქონდესო, რადგან უნივერსიტეტი ის სივრცეა, რაზეც არანაირი რელიგიური და პარტიული გავლენა არ უნდა ხდებოდეს და ამისთვის არასაუნივერსიტეტო სივრცე აირჩიეთო. ზედანიას ეტყობა, შენიშვნა მისცეს, ეგ ხომ მთლიანად თევზაძის აზრებს იზიარებს. მაგათ რელიგია საერთოდ არ სწამთ და იმ ლექციამ, რომელიც ილიანუში ჩატარდა, ბევრი სტუდენტი აიყოლია და ამის გამო დირექციაში მაგრად დაფეთდნენ. ილიაუნში რელიგიას ვერ იტანენ, ეგენი მწარე ათეისტები არიან. მაგათი აზრით არ უნდა იკითხებოდეს მამა თეოდორეს ლექციები და უნდა იკითხებოდეს დეისაძის ლექციები.
ეგენი რელიგიას მსოფლმხვედელობითაც რომ ვერ იტანენ, იქიდანაც ჩანს, როცა გიგი თევზაძემ თქვა, სტუდენტებს სალოცავ კუთხებს ტუალეტთან გავუკეთებ და ხატებს იქ ჩამოვუკიდებო. ეგენი თავის გეზს არ შეცვლიან. ხოლო იმ სტუდენტებს, რომლებიც მამა თეოდორეს ლექციებს მოითხოვენ, დარწუნებულო ვარ, დასჯიან“,-აღნიშნა ზურაბ გაგნიძემ.
ეს ვისი ნაბჟუტურებია საერთოდ?
იმას ასე უთქვამს და ამას ესე გაუფიქრია
ვავა