თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შანიძის, ჯანაშიას, ხორავას და მელიქიშვილის ქუჩების 448 აბონენტს შეეხება.
11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება ჯავახიშვილის, ტურგენევის, საბჭოს და ჩიქობავას ქუჩების 263 აბონენტს შეუწყდება. გარდა ამისა, 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აკაკი წერეთლის გამზირის, დიდუბის II შესახვევის, ხოშარაულის და თევდორე მღვდლის ქუჩების 675 აბონენტს.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...heutsydeba.htmlმოკლედ 21 -ე საუკუნეშიც ჩვენი დალოცვილი თელასი თავის ტრადიციებს არ ღალატობს
ხან როდის წავა შუქი და როდის მოვა,კაცმა არ იცის.
რას იზამ? უყვარს თელასს სიუპრიზები
ხან კიდევ თელასი წინასწარ გვაფრთხილებს,რომ მიმდინარეობს სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოები და ამა და ამ უბანს შუქი არ ექნებაო..
არ ვიცი, თქვენსკენ როგორა საქმე,ჩემს უბანში გადაჭარბებით,სტახანოვური წესით მიდის გეგმიური და არა გეგმიური სამუშაოები
ისე მართლაც რა კარგი ტრადიცია აქვს თელასს. ალბათ მსოფლიოში გამუმეორებელ თელასს!
აბა ვინმემ გაიხსენოს და დაწეროს,ვის ჰყავს ჩვენისთანა თელასი?
რამხელა აზრია ჩაქსოვილი ამ სიტყვებში - შუქი წავიდა.....შუქი მოვიდა!
განა ამერიკელი,რუსი ფრანგი,იტალიელი ანდა არაბი გაიგებს ამ სიტყვების მნიშვნელობას?
შორს რომ არ წავიდეთ, ვერც აზერები,ვერც სომხები და უზბეკ -ტაჯიკები გაიგებენ ამ სიტყვების მუღამს
რა უბედურები არიან მეგაპოლისების-ლონდონის,ნიუ-იორკის,ტოკიოს,პარიზის მოსკოვის და დიდი ქალაქების მაცხოვრებლები...
მათ არ იციან რა არის გეგმიური -სარემონტო სამუშაოები ენერგო სისტემაში..
რა თქმა უნდა იქაც ხდება ავარიები, მაგრამ ამ გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გემოს ადგილობრივი მოსახლეობა ვერ ეცნობა
ევროკავშირის ქვეყნებს თავი რომ დავანებოთ, მოსახლეობა არც ევრაზიული კავშირის ქვეყნებშია განებივრებული ამდენი შუქის წასვლა-მოსვლით
წყალზე არაფერს ვამბობ...
მართლაც ყველაფერში განუმეორებელი ქვეყანა ვართ მსოფლიოში !
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი