
3 თვეა რაც საზღვარგარეთ დავიწყე სწავლა, ბაკალავრის საფეხურზე. საქართველოში ინგლისური ნორმალურ დონეზე ვიცოდი, თუმცა გამართულად ვერ ვმეტყველებდი, ანუ აზრის დაწყობა მჭირდება საუბროის დროს რომ დებილობა არ მეთქვა :დ ეხლა რაც აქ ვსწავლობ გავაუმჯობესე ჩემი ინგლუსური და სხვა პრობლემა მაქვს, საკითხავი მასალები მაქვს უნივერსიტეტში უამრავი და ძალიან მიჭირს სწავლა, ანუ ვსწავლობ, ვკითხულობ, ღამეებს ვათენებ მაგრამ ვერ ვიმახსოვრებ რასაც ვსწავლობ, ასე მგონია ამდენ ლიტერატურას ტყუილად ვახლი თავს, იმას ვფიქრობ სწავლას თავი ხომ არ დავანებო და რას მირჩევთ? რა შეიძლება გავაკეთო რო ენის ბარიერი გადავლახო?