«რუსი გენერლების მეგობრები «ახლებმა» საკუთარ გარემოცვაში მოძებნონ»
«ბენდუქიძე იყო რუსული ოლიგარქიისა და რუსული რეალობის ნაწილი და ეს არასოდეს დამალულა» «საქართველოს ხელისუფლებას გამორჩეული მიდრეკილება აქვს ჯაშუშების გამოსავლენად საჩვენებელი ღონისძიებების ჩატარებისა. ქართველ საზოგადოებას ამ წლების განმავლობაში არაერთი გახმაურებული ოპერაცია ახსოვს. წარმოგიდგენთ ფაქტობრივ მასალას საქართველოს ხელისუფლების სრულიად შეუნიღბავ და გაშიფრულ ჯაშუშზე, რომელიც დღემდე ინარჩუნებს მაღალ თანამდებობას», - ასე იწყება ,,ახალი მემარჯვენეების» ანალიტიკური ჯგუფის მიერ მოპოვებული მონაცემები, რომლებიც «ახალი მემარჯვენეების» განცხადებით, კახა ბენდუქიძესა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის პოლკოვნიკ (ზოგიერთი მონაცემით, გენერალ) შლიკოვს ეხება, რომელსაც კახა ბენდუქიძის საქმიანობის წარმართვა ევალებოდა და რომელსაც ხელი მიუწვდება საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერ საიდუმლო ინფორმაციაზე.
ამონარიდი «ახალი მემარჯვენეების» მონაცემებიდან: «შლიკოვი დღესაც მუშაობს თავდაცვის სამინისტროში. ჩვენ დავადგინეთ მისი ზუსტი თანამდებობა: Председатель комисии общественного Совета при министерстве обороны РФ по политике безопасности и проведению общественной экспертизы проэктов федеральных законов и иных нормативных правовых актов: разрабатываемых в Минобороны России?
ამ თანამდებობაზე შლიკოვი 2007 წლის ნოემბრიდან დღემდე მუშაობს. მაგრამ სად მუშაობდა მანამდე? 2004 წლიდან 2007 წლის ნოემბრამდე შლიკოვის არა მხოლოდ სამუშაო ადგილია გასაიდუმლოებული, არამედ საცხოვრებელიც. თუმცა ჩვენ მოგვიანებით დავადგენთ, სად ცხოვრობდა გენერალი შლიკოვი 2007 წლის ნოემბრამდე.
დოსიეს მიხედვით Gგრუ-დან გადამდგარი შლიკოვია:с 2001 по ноябрь 2003 - советник генерального директора: ОАО "Объединенные машиностройтельные заводы (группа Уралмаш-Ижора)¹? В ноябре 2003 - феврале 2004 - советник: ЗАО "Атомстройэкспорт¹? იმ წლებში საწარმოებში, სადაც გენდირექტორის მრჩევლად შლიკოვი მუშაობდა, გენდირექტორი კახა ბენდუქიძე იყო!
2000 წლის 26 ივლისს ბენდუქიძე, მისი ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, ინიშნება სააქციო საზოგადოება «ურალმაშის» გენერალურ დირექტორად. ამ თანამდებობაზე ბენდუქიძე ინიშნება ორიოდე კვირით ადრე, 16 ივლისს საეჭვო ვითარებაში მოკლული ოლეგ ბელონენკოს ნაცვლად.
მოკლული ბელონენკოს ადგილას დანიშნული ბენდუქიძე ჩანს, მაშინვე არ ჩადის ეკატერინბურგში, სადაც იმყოფება «ურალმაშის» ოფისი და სათავო ქარხანა. ის აქტიურ მუშაობას მოსკოვში აგრძელებს. ბენდუქიძეს მოსკოვში აქვს საქმეები მოსაგვარებელი და გავლენიანი წრეებიდან გარანტიები მისაღები.
1992 წელს ბენდუქიძე ერთიანდება პოლიტიკურ ორგანიზაციაში «მრეწველთა პოლიტიკური ინიციატივა 1992». ქართველთმოძულე ზატულინი ამ გაერთიანების თავმჯდომარე იყო. ბენდუქიძე და ზატულინი ერთად თანამშრომლობდნენ ორ ანტიქართულ ორგანიზაციაში: «საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის საბჭო» და «მრეწველთა პოლიტიკური ინიციატივა 1992».
ბენდუქიძე 1995 წელს აგრეთვე შევიდა ანტიქართულ გაერთიანებაში «არჩევანის უფლება», რომელსაც ანდრანიკ მიგრანიანი თავკაცობდა და რომელშიც შედიოდა კიდევ ერთი ქართველთმოძულე ანალიტიკოსი ვიაჩესლავ ნიკონოვი. შლიკოვის დანიშვნით თავის მრჩევლად ბენდუქიძემ ოფიციალურად გააფორმა კონტაქტი რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან. ეს აისახა ბენდუქიძის საკადრო პოლიტიკაზეც. 2001 წლის 8 დეკემბერს მან გაატარა დიდი გადაადგილებები «ურალმაშში» და აღმასრულებელ დირექტორად დანიშნა ფიოდორ ვოროლეევი, ხოლო გაერთიანება «რუსეთის მანქანათმშენებელი ქარხნების» დირექტორად მიხეილ მატვიენკო (წყარო - სააგენტო «ნოვიე რეგიონი»). ორივე ეს პირი დაინიშნა გრუ-ს რეკომენდაციით. ამ საკადრო ცვლილებების შედეგად ბენდუქიძის იმპერიაში გაძლიერდა რუსული სპეცსამსახურების, სახელდობრ, გრუ-ს პოზიციები. თუმცა, მოგვიანებით ბენდუქიძის იმპერია მაინც ირყევა და ბენდუქიძე მის გაძლიერებას ატომური ბიზნესით იწყებს. 2003 წლის ნოემბრიდან კახა ბენდუქიძე თავის იმპერიას უერთებს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან უმჭიდროესად დაკავშირებულ «ატომსტროიექსპორტს», რომლის გენერალური დირექტორიც თავადვე ხდება.
«ატომსტროიექსპორტი» დიდ მშენებლობებს აწარმოებს, მათ შორის ირანში ბუშერის სკანდალური ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას. ამავე წლის ნოემბერში «შემთხვევით» ვიტალი შლიკოვი ბენდუქიძის მრჩევლად უკვე «ატომსტროიექსპორტში» ინიშნება. მაგრამ ამავე წლის ნოემბერში «ვარდების რევოლუცია» ხდება და ბენდუქიძე თვალს თბილისისკენ იჭერს. ბენდუქიძე, ფაქტობრივად, «ატომსტროიექსპორტში» 2004 წლის მარტამდე რჩება და შლიკოვი მთელი ამ ხნის განმავლობაში მის ჩრდილს წარმოადგენს. თუმცა 2004 წლის მარტში შლიკოვი განცხადებას წერს და თანამდებობიდან მიდის, რის შემდეგაც მისი კვალი იკარგება. იგი ხელახლა მხოლოდ 2007 წლის ნოემბერში ჩნდება, როდესაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უბრუნდება. სად იყო შლიკოვი 2004 წლის აპრილიდან 2007 წლის ნოემბრამდე? ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იგი ძველ სამუშაოს აგრძელებდა, ანუ იყო ჩრდილოვანი მრჩეველი უკვე საქართველოს ეკონომიკის, შემდეგ ეკონომიკური განვითარების, და ბოლოს, სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძისა, რომელიც პრეზიდენტის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა და სარგებლობს, და რომელიც საქართველოს სტრატეგიულ ობიექტებს მიზანმიმართულად აბარებს რუსეთს. ზოგიერთი ინფორმაციით, შლიკოვი ჩვენი მთავრობისგან ხელფასსაც კი იღებდა (ამ ინფორმაციას ამჟღავნებს ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელი, რომელიც, ჯერ-ჯერობით, გასაგები მოსაზრებების გამო ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს) . 2007 წლის მიწურულს, როგორც ჩანს, გრუ თვლის, რომ შლიკოვმა თავისი მისია საქართველოში დაასრულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში პრინციპული ცვლილებები იწყება და თავდაცვის მინისტრ სერდიუკოვის მიერ ხსენებულ თანამდებობაზე ინიშნება.
ამრიგად, საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, პრეზიდენტ სააკაშვილის მარჯვენა ხელი კახა ბენდუქიძე წლების განმავლობაში შედიოდა (და ამჟამადაც შედის) მოსკოვში ბაზირებულ ანტიქართულ გაერთიანებებში და სისტემატურად თანამშრომლობს რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან. ამ კავშირს სხვა პირებთან ერთად ახორციელებდა რუსეთს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გრუ-ს გენერალ ვიტალი შლიკოვის მეშვეობით, რომელიც წლების განმავლობაში იყო ბენდუქიძის ოფიციალური და არაოფიციალური მრჩეველი. მას ხელი მიუწვდებოდა ჩვენს სახელმწიფო საიდუმლოებებზე. ვერავინ დადებს თავს, რომ მთავრობის კანცელარიის უფროსის ხელით საიდუმლო ინფორმაცია რუსეთის სამხედრო დაზვერვას არ მიეწოდებოდა.
ბენდუქიძის უახლოესი მრჩეველი გრუ-ს მაღალჩინოსანია, ბენდუქიძე კი გრუ-სთან დაკავშირებული პირი, რომელიც გრუ-ს დახმარებით შოულობდა ფულს, აწარმოებდა ბიზნესს, იქნა დაშვებული ირანში ბირთვული ობიექტების მშენებლობასთან და გადაურჩა დაპატიმრებას, რომელიც რუსეთში ემუქრებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების მოპარვისა და მითვისების გამო.
არსებობს მჭიდრო კავშირი ბენდუქიძესა და ირანში რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიერ კონტროლირებადი ბირთვული ობიექტების მშენებელ ჯგუფებს შორის, რომელთა წევრებიც კავშირში იმყოფებიან პრეზიდენტ სააკაშვილის ბიძასთან. ეს ჯგუფები ფლობენ მადნეულის საბადოსა და ჩვენს სხვა სტრატეგიულ ობიექტებს (არ არის გამორიცხული, რომ ჩვენს ტერიტორიას მართლაც იარაღით ვაჭრობისთვისაც იყენებენ). რუსეთის დაზვერვასთან დაკავშირებული ეს პირები, ფაქტობრივად, რეალურ ზეგავლენას ახდენენ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებზე. საკმარისზე მეტი საფუძველი არსებობს იმის სავარაუდოდ, რომ სააკაშვილი ამ ჯგუფის შეგნებული წევრი თუ არა, მძიმე ვალდებულების ქვეშ მყოფი, ხელშემწყობი პირია, ყველა აქედან გამომდინარე შედეგით. სხვაგვარად გაუგებარია, რატომ აფარებს ხელს სააკაშვილი საკუთარი ხელისუფლების ყველაზე არაპოპულარულ პირს და გრუ-ს გაშიფრულ თანამშრომელს».
«ახალი მემარჯვენეების» ანალიტიკური ჯგუფის მიერ მოპოვებული მასალის თაობაზე კომენტარი ვთხოვეთ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძეს. «კვირის პალიტრა» მას ვალენსიაში დაუკავშირდა. Kკომიტეტის თავმჯდომარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას ესწრებოდა.
- კახა ბენდუქიძე პირველი წელი არ არის, რაც საქართველოშია და საინტერესოა, რომ «ახალ მემარჯვენეებს» მაინცდამაინც ახლა გაახსენდათ რუსეთთან მისი კავშირი, წლების წინანდელი ამბები. სამაგიეროდ, არავინ გახსენებიათ თავიანთ გარემოცვაში. ოპოზიციიდან რუსეთთან დაკავშირებული გაცილებით მეტი პირი შეიძლება ახსენო, მათ შორის ისეთებიც, რომლებზეც რუსი გენერლები კითხულობდნენ, როგორ არიან და რას აპირებენო.
- ვისზე მიანიშნებთ?- სჯობია, მათი ვინაობა თავად «ახლებმა» დაასახელონ, მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი პირები მათ გარემოცვაში მრავლად არიან. მაინტერესებს, «ახალ მემარჯვენეებს» ისინიც გაახსენდებათ თუ მხოლოდ ბენდუქიძე?!
ბენდუქიძე იყო რუსული ოლიგარქიისა და რუსული რეალობის ნაწილი და ეს არასოდეს დამალულა. ცხადია, ტრიალებდა ისეთ წრეში, როგორშიც ტრიალებენ ხოლმე ასეთი ტიპის პირები და სადაც ყველაზე მეტია (განსაკუთრებით კი დღევანდელ რუსეთში) უშიშროების წარმომადგენელი. მაშინ მისი ურთიერთობა ამ ხალხთან არც არის გასაკვირი. ვგონებ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვცდილობთ, იმით კი არ ვიხელმძღვანელოთ, რას აკეთებდნენ ადამიანები წარსულში, არამედ დღეს რას აკეთებენ. ძალიან ბევრი რამ, რაც ხდებოდა «ვარდების რევოლუციამდე», დავივიწყეთ. დღეს ვითარებას ზედმიწევნით ვაკონტროლებთ. საეჭვოა, ბენდუქიძე ან სხვა ვინმე ახერხებდეს ურთიერთობას რუსულ სპეცსამსახურებთან და ეს შეუმჩნეველი რჩებოდეს.
- ანუ კახა ბენდუქიძე შემოწმებული გყავთ?- საგანგებო შემოწმებებს არ ვატარებთ, მაგრამ გულდასმით მოწმდება პირის საქმიანობის სფერო. თუ დაფიქსირდა მავნე საქმიანობა, ყოველთვის აღვკვეთთ, მიუხედავად პირის თანამდებობისა. სწორედ ის, რომ დღეს ასე წვალობს რუსეთის ხელისუფლება და ვერ შეძლო ისეთი შიდა ძალის ფორმირება, რომლის დასაცავადაც აგრესია და საქართველოს დედაქალაქის აღება გაამართლოს, მოწმობს იმას, რომ ჩვენი სპეცსამსახურები ძალზე ადეკვატურად და კვალიფიციურად მოქმედებენ. თუმც არის მცდელობა იმ წრეში, რომელშიც «ახლები» ტრიალებენ. ეს ცნობილია და ბოლო დროს «ლეიბორისტების» ე.წ. აღიარებითი ქმედებებიც გამოჩნდა.
- შალვა ნათელაშვილის განცხადებას გულისხმობთ რუსულ პოლიტიკურ წრეებთან ურთიერთობისა და მოლაპარაკებების განახლების თაობაზე?- დიახ, ამდენი ხნის წვალების შემდეგ ლეიბორისტებმა გადაწყვიტეს, განეცხადებინათ, ვინ არიან და რას წარმოადგენენ სინამდვილეში.
ბენდუქიძის საწინააღმდეგო განცხადებები «ახლების» კამპანიური ხასიათის აღმოჩენებია. როგორ შეიძლება ვინმემ დაიჯეროს, რომ თურმე ჩვენ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელს ხელფასს ვუხდით?!
ის, რომ ზოგიერთი ობიექტი რუსებმა იყიდეს\, არავის დამსახურება არ არის. ჩვენ საშუალება მივეცით ნებისმიერ, და მათ შორის, რუსულ კაპიტალსაც, კონკურენტუნარიან გარემოში ემოქმედა. ამაში ცუდი არაფერია. მახსოვს, იმავე ფლანგიდან, რომელიც დღეს ობიექტების რუსებისთვის მიყიდვაში ადანაშაულებს ხელისუფლებას, გაისმოდა განცხადებები, რუსოფობები ხართ, რუსებთან ურთიერთობას შეგნებულად აფუჭებთ და ხელოვნურ შეზღუდვებს ქმნითო. ხელოვნურად არანაირი შეზღუდვა შეგვიქმნია, ყველაფერი კონკურენტულ გარემოში წარიმართა. ავიღოთ თუნდაც «თელასი», რომელიც დათმო ამერიკულმა კომპანიამ, და ის რუსულმა რაო-მ შეიძინა. იმაში, რომ ამერიკულმა კომპანიამ გადაწყვიტა «თელასის» დათმობა, ვგონებ, ძნელი საპოვნელია ბენდუქიძის ხელი.
არის სხვა მაგალითებიც. კერძოდ, «ვი-თი-ბი ბანკის» მიერ თბოელექტროსადგურის აშენება. თუ ამაში არ არის (და ნამდვილად არ არის) ბენდუქიძის ინტერესი, მაშინ რატომ გაიძახიან დაჟინებით, ბენდუქიძის ხელდასხმით ყიდულობდნენ რუსები ობიექტებს საქართველოშიო? მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრი ამბობს, სტრატეგიული ობიექტები რუსეთის ხელშიაო, არ გვქონია არც ერთი საბოტაჟისა და შეფერხების შემთხვევა, რადგანაც ამ შემთხვევებში ეკონომიკური ინტერესია წამყვანი. თუ შევატყობთ, რომ ეს კაპიტალი პოლიტიკურ ინტერესს იჩენს, საბოტაჟსა და დაბრკოლებებს ქმნის, კონტრაქტებშივეა განსაზღვრული, რას მოიმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება. საჩუქრად ეს ობიექტები არავისთვის გადაგვიცია. ეს კარგად იციან მათმა მფლობელებმაც.
- ჩემს ხელთ არსებული მასალიდან რამდენიმე წინადადებას წაგიკითხავთ: «არსებობს მჭიდრო კავშირი ბენდუქიძესა და ირანში რუსეთის სამხედრო დაზვერვის კონტროლირებად ბირთვული ობიექტების მშენებელ ჯგუფებს შორის, რომლის წევრებიც კავშირში არიან პრეზიდენტის ბიძასთან. არ არის გამორიცხული, ისინი საქართველოს ტერიტორიას იარაღით ვაჭრობისთვისაც იყენებენ».- (იცინის) წარმოუდგენელ მასშტაბებზეა ლაპარაკი. როგორ არის საქართველოში იარაღით ვაჭრობა, როდესაც ჩვენ ვერ შემოვიტანეთ ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის საკმარისი იარაღი? დანამდვილებით გეტყვით, ჩვენ ტერიტორიაზე იარაღი რომ შემოსულიყო, აღარავის გავატანდით, რადგან გვჭირდებოდა.
მოსკოვში საქმიანობისას ბენდუქიძეს ექნებოდა ურთიერთობა იმ პირებსა და ფირმებთან, რომლებიც ირანთან ვაჭრობაშიც მონაწილეობდნენ და, ალბათ, უარეს რამეებშიც, მაგრამ ეს არ არის იმის საფუძველი, კაცს თავის ქვეყანაში პატიოსანი საქმიანობა აუკრძალო. თავად დავით გამყრელიძეს თუ გავუხსენებთ რაში მონაწილეობდა ის ხალხი, ვისთანაც მას ჰქონდა ურთიერთობა და საქმე, კარგს არაფერს მოუტანს. დარწმუნებული ვარ, გამყრელიძის ყოფილი წითელი კოლეგები ირანშიც იქნებიან და უარეს ადგილასაც.
- მაგრამ «ახლების» მიერ მოკვლეულ მასალაში ვკითხულობთ, რომ ბენდუქიძეს მინისტრის პოსტზე ყოფნისასაც ჰქონდა ურთიერთობა ვიტალი შლიკოვთან. მათი ინფორმაციით, რუსეთის დაზვერვის პოლკოვნიკი 2007 წლამდე იყო კახა ბენდუქიძის მრჩეველი. - გინდ გამყრელიძე, გინდ ბენდუქიძე და გინდ მთავრობის ნებისმიერი წევრი
თუ წარმოადგენს არგუმენტირებულ მასალას, რომელიც ამხელს ვინმეს ქვეყნის საზიანო საქმიანობაში, დაუყოვნებლივ მივიღებთ ადეკვატურ ზომებს. საეჭვოა, ვინმეს ასეთი საქმიანობა გვეპარებოდეს. - აგვისტოს ომის შედეგებზე განსხვავებული შეფასებები კეთდება. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, თბილისის მოსახლეობის 25%-ს სჯერა, ომში გავიმარჯვეთო. თქვენ რას ფიქრობთ, გავიმარჯვეთ თუ დავმარცხდით?- ის, რომ მოსახლეობის 25% მიიჩნევს, მოვიგეთო, იმას ნიშნავს, რომ რაღაც თვალსაზრისით მართლაც მოვიგეთ. ჩემი აზრით, ახლა არც ბოლომდე მოგებული ვართ და არც წაგებული. ჩვენ ისევ ომში ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა აღარ მიმდინარეობს. დოკუმენტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ, ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტია. ეს ნიშნავს, რომ ომის რეჟიმი არ მოხსნილა. ასე რომ, შედეგზე ლაპარაკი ნაადრევია.
დე ფაქტო მდგომარეობაში უკუსვლა გვაქვს, მაგრამ დადებითია ის, რომ საერთაშორისო დონეზე ეს კონფლიქტები გაყინულად აღარ ითვლება. ეს ფაქტორები უნდა გამოვიყენოთ გამარჯვებისათვის. რუსების მიზანი არ ყოფილა სხვა მიწების დაკავება. რუსების მიზანი ხელისუფლების შეცვლა და შემდეგ ქართული სახელმწიფოს განადგურება იყო.
მსოფლიო გზაგასაყარზეა, მსოფლიო წესრიგი იცვლება. ახლა მთელი მსოფლიოსთვის არჩევანის გაკეთების დრო დადგა. მან უნდა გადაწყვიტოს, როგორ ურთიერთობას ირჩევს რუსეთთან. ამის შემდეგ გახდება ნათელი, რამდენად მალე გადაწყდება ჩვენი პრობლემები.
- თვლით თუ არა, რომ ხუთი წლისთავზე შეცდომები გქონდათ და თუ გქონდათ, იქნებ დამისახელოთ ყველაზე დიდი შეცდომა.- ზუსტად ასეთი ფორმულირებით ვერ გიპასუხებთ. 7 ნოემბრის კრიზისიდან გამოსვლა როგორც მოხდა, შეცდომად არ მიმაჩნია, მანამდე დავუშვით შეცდომები, რამაც ქვეყანა მიიყვანა 7 ნოემბრამდე. ვაღიარებ, რომ ხელისუფლებამ ზოგჯერ ძალაუფლებასაც გადაამეტა, ზოგჯერ სწორად ვერ შეაფასა ვითარება, ვერ გაუგო ხალხს.
http://kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htmანუ რა გამოდის... მართალია ბენდუქიძეს ბევრ საეჭვო პირთან აქვს კონტაქტი, მაგრამ იმის ფაქტი, რომ ქვეყნისთვის ცუდს აკეტებს არ არსებობსო?
Mens sana in corpore sano...