აკურა
პლიუსები: უფრო ეკონომიურია, კომფორტული (ML-ი არააა მაინცდამაინც კომფორტული, ნუ ეხლა სივიკს ჯობია კომფორტში, მარა თავის კლასის მანქანებთან შედარებით არაკომფორტულია), 7 ადგილი აქვს, დიზაინი უკეთესი (სუბიექტური შეფასება), ზოგადად იაპონურები უფრო გამძლეებია, ვიდრე გერმანული მანქანები.
მინუსები: ცოტა დადის, შესაბამისად ML-თან შედარებით ძნელი საშოვნელია ნაწილები და სავარაუდოთ უფრო დიდი ფასიც ექნება(თუმცა გამოწერა შეიძლება და + უფრო გამძლეა და იშვიათად დასჭირდება ), ყოველ მეორე ბოქსში არტურა-ნუგზარა ვერ გაგიკეთებს აკურას(იშვიათად, მარა მაინც ფუჭდება

)
ML
პლიუსი: N რაოდენობითაა, მიდის სხვა მერსედესის(W210 E კლასის) ნაწილები, რომელიც ასევე N რაოდენობითაა. ნაწილები შედარებით იაფია
მინუსები: ყველა აღნიშნავს რო ბრაგუნაა, ტრასაზე ქანაობს, დიზაინით აკურას ჩამორჩება,5 ადგილიანია, მაშინ როცა აკურას 7 აქვს. ელემენტარულად მულტისაჭეც კი არ აქვს, 4.3 18 ლიტრს წვავს, V8-ს შენახვა უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე აკურას V6 ის. მიუხედავად ჩვენთან დამკვიდრებული სტერეოტიპისა, რო მერსედესი ძალიან გამძლეა, ML-ი დიდი გამძლეობით ვერ გამოირჩევა + ზოგი ნაწილი ძალიან ძვირი ღირს, პომპა 500 ლარამდეა როგორც მახსოვს. ჩემს კურსელს ჰყავს და ჰიდრავლიკის ნასოსის პრობლემა ჰქონდა, როგორც გაიგო, უმრავლესობას ეგ უფუჭდება ML-ზე
ჰო აკურაზე კარგად გაარკვიე, როგორც ვიცი რომელიღაც წლამდე(2003 მდე მგონი, ზუსტად არ მახსოვს) შედარებით პრობლემურებია, შემდეგ გამოასწორეს
This post has been edited by volovo s on 22 Jun 2014, 13:22