აბსოლუტურად გეთანხმები. ჩუქება არის უსასყიდლო ხასიათის, თუმცა შენ ცოტა სხვა მიმართულებით წახვედი 528-ე მუხლის განხილვისას. რაც შენ აღწერე (საერთო სასარგებლო მიზანი და ა.შ.) ეგ გასაგებია და სწორად მსჯელობ, უბრალოდ მე მაგ მუხლს ცოტა სხვანაირად ვკითხულობ და ის რომ კანონმდებელს უწერია, რომ "მხარეებს შეუძლიათ დაადგინონ, რომ ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია ამა თუ იმ პირობის შესრულებაზე ან განსაზღვრული მიზნის მიღწევაზე. ეს მიზანი შეიძლება იყოს საერთო-სასარგებლო„
ც" აი ეს "ც" მაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ არ არის სავალდებულო, რომ მიზანი მაინცდამაინც საერთო სასარგებლო იყოს, იგი უბრალოდ შეიძლება იყოს საერთო სასარგებლო
ც 
ანუ ნებისმიერი პირობა ჩუქების ხელშეკრულებაში არ გულისხმობს იმას, რომ აპრიორი საერთო სასარგებლო მიზნანს უნდა ემსახურებოდეს ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობის შესრულება. არა.
528-ე მუხლის კომენტარებში ვკითხულობთ, რომ ჩუქების ხელშეკრულება "არ უნდა შეიცავდეს ისეთ პირობას, რომელიც დასაჩუქრებულის მხრივ
ქონებრივი ვალდებულების შესრულებასთან იქნება დაკავშირებული

(ჩვენს შემთხვევაში არანაირი ქონებრივი ვალდებულება ცოლს/დასაჩუქრებულს არ ეკისრება)
ასევე ციტირებას ვახდენ სსკ-ის 528-ე მუხლის კომენტარიდან "... მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩუქების ხელშეკრულებით საერთოდ არ შეიძლებოდეს რაიმე პირობის გათვალისწინება. ეს შესაძლებელია, მხოლოდ იგი
მჩუქებლისთვის რაიმე ეკვივალენტის მიღებას არ უნდა ითვალისწინებდეს" (ჩვენი მჩუქებელი არანაირ არც სასყიდლიან და არც უსასყიდლო სარგებელს არ ღებულობს ჩუქების ხელშეკრულებიდან და არც ჩუქების ხელშეკრულების პირობის შესრულებიდან)
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ კაცის ადგილას შევიტანდი სარჩელს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით იმიტომ, რომ არ შესრულდა ის პირობა, რა პირობითაც გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება - დედა არ ახმარს შვილს ნაჩუქარი ქონებიდან მიღებულ შემოსავალს და ა.შ. კიდევ შეიძლება 1000 რამის მოფიქრება, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე თუ დედა მართლა არაკეთილსინდისიერად იქცევა (მაგ. ცოლი არამიზნობრივად ხარჯავს საჩუქრად მიღებული კომერციული ფართიდან მიღებულ შემოსავალს, რომელიც რეალურად ბავშვს უნდა მოხმარდეს და ახლა ქმრისგან დამატებით ითხოვს შეუსაბამოდ დიდი ოდენობის ალიმენტს და ა.შ.).
სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, პირველივე სხდომაზე როცა მოსამართლე მკითხავდა მსურს თუ არა მორიგება ვიტყოდი რომ მსურს და ასეთი წინადადებას შევთავაზებდი მოპასუხეს - შენ თუ მართლა იმ მიზნით იყენებ ამ ქონებას, რა მიზნითაც გაგიფორმე და ა.შ. მოდი მაშინ შენ ეგ უძრავი ქონება გადაუფორმე ჩვენს შვილს და ის იყოს მესაკუთრე იმ ნახევარი ფართისაც და იმ კომერციული ფართისაც. წესით, თუ ცოლს მართლა ეგოისტური მიზნები არ ამოძრავებს და თუ მართლა შვილისთვის უნდა ყველაფერი უნდა დათანხმდეს შემოთავაზებულ წინადადებას. თუ არ დათანხმდება და მოსამართლეს უკვე შეექმნება გარკვეული წარმოდგენა რეალურად ვისთვის ნდომებია ცოლს ეს უძრავი ქონებები
სხვა საკითხია, რამდენად მიზანშეწონილია შვილისთვის უძრავი ქონების გაფორმება (ანუ ქარაფშუტულად რო არ განკარგოს და ა.შ. ნაჩუქარი ქონება), მაგაზე ახლა არ ვმსჯელობთ.
შვილი რო 18 წლისაა პირველ პოსტში არ ეწერა და შესაბამისად არც ვიცოდი

მეგონა მცირეწლოვანზე იყო საუბარი.