გამარჯობათ ქალბატონებო და ბატონებო .
ეს იდეა დიდი ხანია რამოდენიმე ადამიანს გვაქვს და გვაწუხებს და შესაბამისად ვიწყებთ ამოქმედებას ოფიციალურად.
რამოდენიმე დღეში ოფიციალურად დარეგისტრირდება უბრალოდ თქვენი აზრი გასათვალისწინებელია და საინტერესო რას ფიქრობთ ამ თემაზე და რა რჩევას მოგვცემდით რო გავითვალისწინოთ

რამოდენიმე ადამიანი ვხსნით Automobile Racing Club Of Georgia -ს.
რას ემსახურება ეს კლუბი ? რა თქმა უნდა საინტერესოა. აგიხსნით ამ კლუბს აქვს ძალიან დიდი მომავალი რაც დამოკიდებული იქნება თითონ კლუბის წევრებზეც.
Automobile Racing Club Of Georgia კლუბი შემოგთავაზებთ :
1. მეგობრულ შეკრებებს და გარემოს.
2. დახურულ შეჯიბრებებს. ( მხოლოდ კლუბელთათვის )
3. ღია შეჯიბრებებს. ( ნებისმიერი მსურველისთვის )
4. საერთაშორისო შეჯიბრებებზე რასაც სხვა კლუბი ან საავტომობილო ფედერაცია ჩაატარებს 3 საუკეთესო ჩვენ კლუბელს გამოვიყვანთ და მონაწილეობის საფასურს აუნაზღაურებს კლუბი.
5. დაგეგმილია და უკვე მიმდინარეობს ამ საკითხზეც მუშაობა. პროფესიონალურ ავტო სპორტში ვქმნით გუნდს, სადაც გამზადდება ავტომობილი ყველანაირი მოთხოვნილი რეგლამენტის მიხედვით. რომელზეც უნდა დაჯდეს ჩვენ კლუბში გაზრდილი სპორცმენი აუცილებლად !!! ჩატარდება ამ გამზადებულ ავტომობილზე ტესტირებები ასევე ყველაზე წარმატებული და ნიჭიერი წევრებისათვის. და შესაბამისად აირჩევა ყველა წევრის აზრის გათვალისწინებითაც !
6. Manta Motors- ის არსებული და სამომავლო ყველანაირ სერვისებზე უპრეცედენტო ფასდაკლებები კლუბის წეცრთათვის.
https://www.facebook.com/mantamotors?ref=hl7. დამზადდება ვებ-საიტი სადაც ყველანაირი ინფორმაციები იქნება განთავსებული, ვიდეო, სურათები და 10000 ობით დაწვრილებული ინფოები შედეგებზე და ასე შემდეგ.
აუცილებელი ქვედაპირობაა რომ ეს კლუბი ემსახურება ავტო სპორტს, ავტო სპორტის განვითარებას. დროთა განმავლობაში და მიღებულ გამოცდილებაშიც ჩვენ ბევრ საინტერესო და საჭირო ელემენტებს დავამატებთ, რათქმა უნდა აქაც წევრების აზრის გათვალიწინებით. არ არი ამ კლუბში აუცილებელი გყავდეს ესა თუ ის მარკა ან მოდელი, ეს კლუბი აერთიანებს ყველა იმ პიროვნებას ვისაც ავტო სპორტისადმი და სიჩქარისადმი დიდი სიყვარული აქვს. არც ის არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი რო ყველა კლუბელმა მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ შეჯიბრში. უბრალოდ კლუბს სულ ორი მოთხოვნააქვს წევრებისადმი საწევროს გადახდა 20 ლარი თვეში, და კლუბის სახელს და ლოგოს მივაკრავთ ავტომობილზე. რათა ეს ორი აუცილებელი ქვედა პირობაა რომ კლუბს მომავალი გაეზარდოს.
შესაძლებელი იქნება დამზადდეს მაისურებიც რომლებსაც ყველა წევრი ჩაიცვამს ესეც კლუბის ინტერესში შევა.
მოკლედ ბევრი დავწერე და ავხსენი შეძლებისდაგვარად, ამ პროეკტზე ვიფიქრეთ ვიმსჟელეთ და დავიწყეთ შექმნა, არის ასევე ვაკანტური ადგილებიც რომელიც ჩაერთვება ამ პროექტში და ფუნქცია მოვალეობას აიღებს რაღაც საკითხების მოგვარება ბოლომდე მიყვანაში, რა თქმა უნდა ეს სურვილზე და ინტერესზეა რომ კლუბი განვითარდეს ზრდის მიმართულებით და არა უბრალოდ დროის გაყვანის და კარგვისათვის და ფულის ჭამისათვის !
ამ კლუბის წევრობის მსურველები თუ ვინმე იქნებით ფორუმელები აქვე დამიწერეთ რო ვნახოთ და აზრები გავიზიაროთ. და შემდგომ შეხვედრაც დავგეგმოთ რათა გავიცნოთ ერთმანეთი, და მერე გადავწყვიტოთ გვინდა თუ არა ამ კლუბში გაწევრიანება

წარმატებები ყველას და კლუბსს !
მოდერს ბოდიშის მოხდით თუ რამე არასწორად გავაკეთე
მიმაგრებული სურათი