#42895366 · 18 Nov 2014, 01:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩვენ მოვესწარით ხელისუფლმოაქცევს ხელისუფლებაშიონცეპტუალურად ცვლას; 1.კომუნისტები შეცვალა ზვიადმა, 2.ზვიადი შეცვალა ედუარდმა, 3.ედუარდი შეცვალა მიშამ, 4. მიშა შეცვალა ბიძინამ.
რბილად რომ ვთქვათ არცერთი ხელისუფლების ამ ოთხი ცვლილებიდან არ მომხდარა დიდი ემოციების გარეშე, მაგრამ ხალხი ბოლოს მაინც მოტყუებული და პირში ჩალაგამოვლებული დარჩა.
აქ უნდა დაისვას კითხვა თუ რატომ და რა მოხდა სინამდვილეში?
კომუნისტებმა ხელისუფლება დატოვეს საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უეცარი აფეთქების გამო. აქ გაჩნდა იმისი აუცილებლობა, რომ კომუნისტური ხელისუფლება, რომელიც ეროვნული ღალატის ხელისუფლება იყო ეროვნული ხელისუფლებით შეცვლილიყო. ეს იყო ქართული ლოგიკა. სამწუხაროდ 1990-91 წლებში მოვლენები სულ სხვა ლოგიკით განვითარდა.
კერძოდ საქარათველოს დამოუკიდებლობა და სსრ კავშირის დაშლა მაშინ არც ამერიკას და არც მოსკოვს არ აძლევდა ხელს. ამიტომ ორივემ გორბაჩოვმა და ბუშმაც საქართველოს მმართველობა ში მოიყვანეს მრგვალი მაგიდის ფსევდო ეროვნული ხელისუფლება. ზვიად გამსახურდიამ გააყალბა დამოუკიდებლობის დეკლარაცია, უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობის შემოღებაზე და მთლიანად უგულებელყო საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია. ამიტომ საქართველო მაშინ დარჩა სსრ კავშირის შემადგენლობაში. ოღონდ ეს სწორედ ის იყო რაც მაშინ მოსკოვს და ამერიკას უნდოდათ.
მაშინ რატომ და ვის მიერ და რა ლოგიკით იქნა დამხობილი გამსახურდიას ხელისუფლება?
გამსახურდიას მმართველობი ბოლო პერიოდში საქართველოშიც მის მიმართ უკვე დიდი უკმაყოფილება იყო, მაგრამ გამსახურდია არც ქართველ ხალხს და არც ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას არ დაუმხია. ეროვნული მოძრაობა განადგურებალი იქნა გამსახურდიას მმართველობის პერიოდში. ამ მოძრაობის თითქმის ყველა ყოფილი წევრი მონაწილეობდა ხელისუფლების გადატრიალებაში, მაგრამ მათ უმრავლესობას არც შევარდნაძე არ უნდოდა და ამ ავანტურაში ისინი სულ სხვა დინებამ გახვია.
საქართველოს მმართველად დასავლეთსაც და მოსკოვსაც შევარდნაძე ერჩიათ გამსახურდიას. ასე რომ სინამდვილეში გამსახურდია მოსკოვმა და დასავლეთმა დაამხეს ერთად. ოღონდ მანამ სანამ შევარდნაძეს მოაქცევდნენ საქართველოს ხელისუფლებაში, სსრ კავშირი უკვე თავისით დაიშალა.
საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობა კი არც სსრ კავშირის დაშლის შემდეგ უნდოდათ არც მოსკოვს და არც ამერიკას. ქართველ ხალხს კი ამ დროს უკვე აღარ შემორჩა აღარც დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გაგრძელების თავი და არც ამისი მაორგანიზებელი ძალა. შევარდნაძის ხელისუფლებით კი დასავლეთიც და მეტ-ნაკლებად მოსკოვიც კმაყოფილი იყო. ასე რომ ორივესთვის შევარდნაძე იყო საჭირო კაცი საჭირო დროს თავის ადგილზე. ამიტომ გაძლო შევარდნაძემ ხელისუფლებაში 11 წელი.
ხალხი რა თქმა უნდა შევარდნაძის მმართველობით უკმაყოფილო იყო, მაგრამ საქართველოში უკვე აღარ არსებობდა რამდენადმე დემოკრატიული ძალა რომ შევარდნაძის რეჟიმს შებრძოლებოდა. ამიტომ დასავლეთმა და რუსეთმა ნაციონალური მოძრაობის მეშვეობით დაამხეს შევარდნაძე. ამჯერად დასავლეთი უკვე მოსკოვზე უფრო აქტიური იყო, თუმცა მაშინ არც მოსკოვი იყო მანდამაინც ვარდების რევოლუციის წინააღმდეგი.
რუსეთმა ვარდების რევოლუცია ამოიწურა მას შემდეგ რაც ასეთი რევოლუციები უკრაინასა და ტაჯიკეთის მოედო. აქ რუსეთმა უკვე ფერადი რევოლუციების მიმართ წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო. რამაც აპირებს მიაღწია უკრაინის კრიზისის სახით.
სააკაშვილი ხელს აძლევდა როგორც მოსკოვს, ასევე განსაკუთრებით დასავლეთს. ოღონდ სააკაშვილის ხელისუფლებას პრობლემა შეუქმნა არამედ ნად შიდაწინააღმდეგობამ, რამდენადაც იმან, რომ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტით მიშამ ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობები გადაახურა.
მიშაც ისევ ამერიკამ და რუსეთმა ჩაანაცვლეს ბიძინასი და ამჯერად აქ მოსკოვი უფრო აქტიური იყო. ბიძინა აქ უკვე განიხილებოდა, როგორც რუსეთთან დაპირისპირების თვალსაზრისით უფრო უპრობლემო ვარიანტი.
მიუხედავად იმისა, რომ ბიძინაც თანამშრომლობა დასავლეთთან, უკრაინის კრიზის გამო რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობები ძალიან დაიძაბა.ახლა ამერიკის შეიძლება მიშა ბიძინა უფრო მეტად საინტერესო გახდეს.
მაგრამ ჩვენ რა?...
--------------------
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili
|