ვისაც გესმით დიზელის ტურბინიანი ძრავები,თქვენი დახმარება მინდა.1 კვირის წინ შევცვალე ტურბინა,ძველი საოცრად გაჭირვებულ დღეში იყო,ფრთები ჭვარტლისგან გაჭედილა და გარედან მთლიანად ზეთში იჯდა,თვითმფრინავის ხმა ჰქონდა რო გაიშვებდა ძრავი,ბოლოს კიდე ისე კვამლავდა სიარული შეუძლებელი იყო.ზოგადად ძალიან მარტივ მექანიზმზეა,ძრავის ბლოკიდან ერთი მილით ზეთი შედის ტურბინაზე და მეორე მილით ჩადის კარტერთან.ეხლა პრობლემა რაშია,დავაყენე ახალი ტურბინა,თვითმფრინავის ხმაც გაქვრა და რო დავადგამ გაზს კარგადაც იწევს მაგრამ დაბალ ბრუნზე,განსაკუთრებით სანამ 2000 ზე ავა მანქანას ძიორგანიები აქვს,ანუ 2 ათასამდე სანამ არ მივა მანამდე სარქველს არ აღებს.
ესაა რაც სარქველს აღებს,ისრის მიმართულებით მოძრაობს.
ეს კიდე თვითონ სარქველი

სანამ ამას გააღებს,როცა ნელა მივდივარ,სულ არა მაგრამ ტრასაზე განსაკუთრებით,თითქოს ენერგიას კარგავს ძრავი,თან შავ კვამლსაც უშვებს და იწყებს ძიგძიგს,მერე უნდა დავადგა გაზს გადაცდება 2000 ს და გაიშვებს,კვამლიც ქვრება და ძალაც ეძლევა.
პ.ს ეხლა როგორ ვხვდები რომ სარქველი იღება

ერთი ის რომ აშკარად ჯანზე და კარგად იწევს,მეორე კიდე ის რომ სპეციფიკური ხმა აქვს,აი ნედ ფორ სპიდში ტურბოს რო ჩაურთავ და რაღაცნაირი ხმა აქვს,ეგეთი აქვს ამასაც.
ჰოდა ამდენი რომ ვწერე,ეგ სარქველი რამდენზე უნდა იღებოდეს? 2 ბევრი არაა?