#42897295 · 18 Nov 2014, 12:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქვემო გთავაზობთ ლეიბორისტულ სტატიას, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სცენაზე არსებულ რეალობას ნაწილობრივ ასახავს. ამ სტატიის ავტორი სწორედ მიუთითებს იმ კარტელურ გარიგებაზე რომელიც ოცებს და ნაცებს შორის აშკარად იკვითება. ე. ი. ეს ორი პოლიტიკური ძალა ატყუებს ქართველ ხალხს და ხალხმა უნდა გააკეთოს სხვა არჩევანი არც ოცები არც ნაცები. აქ ჩნდება კითხვა --მაშინ რა უნდა ქნას ქართველმა ერმა და რა ნაბიჯი უნდა გადადგას?
ავტორი ალბათ ფიქრობს რომ ხალხმა ლეიბორისტული პარტია უნდა აირჩიოს. სამწუხაროდ საქართველოს პრობლემა ის არის რომ 1992 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში საბოლოოდ დასრულდა საქართველოს ყველა ეროვნული პოლიტიკური პარტიების ლიკვიდაციის პროცესი და შესაბამისად დღეს საქართველოში არ არსებობს ისეთი პოლიტიკური პარტია რომლსაც ქართველმა კაცმა შეიძლება ხმა მისცეს და ბოლოს მოტყუებული არ დარჩეს.
ასე, რომ დღეს საქართველოს პრობლემას არ წარმოადგენენ მარტო ოცნება და ნაცმოძრაობა. საჭიროა ისეთი მესამე პოლიტიკური ძალა, რომელიც მოერევა არა მარტო კარტელიზებულ ნაცებსა და ოცებს არამედ ასევე ყველა სხვა პოსტსაბჭოურ ანტიეროვნულ პარტიებსაც. ეს მით უფრო ძნელი გააკეთებელია მაშინ როცა საქართველოზე უდიდეს დაწოლას ახდენენ დასავლეთი და რუსეთი, ხოლო საქართველოში უდიდესი პრობლემაა თუნდაც სამი პატრიოტულად მოაზროვნე პოლიტიკოსის შეკრება.
80-იან წლებში ასე თუ ისე მაინც არსებობდა სრულიად საქართველოს ორი ეროვნული პოლიტიკური გაერთიანება. ესენი იყვნენ 1989 წლის აპრილში შექმნილი საქართველოს ეროვნული ხსნის მთავარი კომიტეტი და 1990 წლის 30 სექტემბერს არჩეული ეროვნული კონგრესი.
დღეს ეროვნულ კონგრესს უსამართლოდ აუგად მოიხსენებენ. საქართველოს ეროვნული ხსნის მთავარ კომიტეტს კი საერთოდ არ ახსენებენ თითქოს იგი არც არასოდეს არ არსებულიყოს.
თუ ქართული საგარეო და საშინაო პოლიტიკის ერის სასიკეთოდ შემუბრუნება გვინდა, მაშინ უნდა ობიექტურად შევაფასოთ ზომოხსენებული ამ ორი ეროვნული ორგანოს რაობა და თავიდან შევქმნათ ახალი მესამე ისეთი საყოველთაო ეროვნული ორგანო, რომელიც პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრზე.
---'-------'-------------------' „ნაციონალებმა ევროპას დაანახეს, რომ ჩარეცხილები არ არიან“ საით მიჰყავს თვითდამშვიდებას „ოცნება“?!
ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი 15 ნოემბრის აქციას ასე ეხმაურება:
_ არ მეგონა რუსთაველზე თუ კიდევ გავიგონებდი ,,მიშა, მიშა-ს” სკანდირებას, რაც მთლიანად „ოცნების დამსახურებაა. მათ დაუშვეს მიწაზე პარაშუტით ნაციონალური მოძრობა და მთავარ ოპოზიციურ ძალად აღიარეს. ისინი თავიდანვე იყვნენ გარიგებული, რომ ქართულ პოლიტიკურ არენაზე მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა უნდა დარჩენილიყო და ხელისუფლებაში ერთმანეთი ისევე ჩაენაცვლებინათ, როგორც ეს ხდება ამერიკაში. მათი კოჰაბიტაციის შედეგი იყო ის, რაც 15 ნოემბერს რუსთაველზე ვნახეთ. მიკვირს, მეოცნებეები თავს რომ იმშვიდებენ, ნაციონალების აქცია მცირე მაშტაბის იყოო. ისინიც არ ფიქრობდნენ იმაზე, რომ ათობით უკმაყოფილი კაციც ანგარიშგასაწევია. უკმაყოფილების მუხტი კი იმის ნიშანია, რომ საკუთარ ქმედებებში ბევრი რამ სასწრაფოდ უნდა შეცვალონ. სამწუხაროდ, არც ნაციონალებს უფიქრიათ ასე და არც მეოცნებე ხელისუფლება არ ფიქრობს. ამგვარ ურეაქციობას, თვითკმაყოფილებას და თვითდამშვიდებას საბოლოოდ ისინი უფსკრულისკენ მიყავს. არაადექვატურია საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლების კომენტარებიც. მანანა კობახიძე ამბობს, რომ 15 ნოემბერს პარტიული აქცია იყო და ამიტომ სანერვიულო არაფერია. სოზარ სუბარის თქმით, ნაცების ერთი ნაწილი საქართველოში ვერ ჩამოდის და მეორე ნაწილი იყო მხოლოდ ქუჩაში. არ ვიცი, შეიძლება ეს ხალხი კვლავ საზოგადოების მოტყუებას აპირებს და ცრუ იმედებით გარკვეულ ნუგეშისცემას ამიტომ ცდილობს?! ნაციონალურმა მოძრაობამ დასახული ამოცანა შეასრულა. მათ გაამხნევეს საკუთარი ამომრჩეველი და გზავნილიც გაუგზავნეს დასავლეთს, რომ ,,ჩარეცხილები” არ არიან, კვლავ ანგარიშგასაწევი ძალაა და პროდასავლურ ფლანგზე მათ არ უნდა ეძებონ სხვა პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია. ნაცმოძრაობის ის ცნობადი მხარდამჭერებიც, რომლებიც აქამდე დამალულები იყვნენ უკვე თამამად გამოჩნდნენ. ეს ყველაფერი ბევრ რამეზე მეტყველებს და ოცნებას თვითდამშვიდების უფლება არ აქვს. ვიმედოვნებ, რომ ქართველი ხალხი უკვე მიხვდა, რომ 2012 წელს ნაცებთან გარიგებულმა ივანიშვილმა ისინი მოატყუა, ისევე, როგორც 2003 წელს შევარდნაძესთან გარიგებულმა ე.წ. ტრიუმვირატმა „გადააგდო“ ქართული საზოგადოება. იქნებ ეს მაინც გახდეს გაკვეთილი სწორი ნაბიჯისთვის, რომელიც ერმა ბოლოს და ბოლოს აუცილებლად უნდა გადადგას.
--------------------
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili
|