საკურთხს რომ უკეთებთ მიცვალებულს, რა მიდის მასთან?
თქვენი სიკეთე, საკურთხზე რომ პანაშვიდი გადაახდევინო ისეა, როგორც პატიმარი გაასეირნო დღის სინათლეზე, ხოლო თუ შეკვეთილ წირვას გადაუხდი, არწივივით ამოფრინდება ჯოჯოხეთიდან
http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=8194რას იტყვით უზერნო?
ჩემი აზრით, მისდის არაფერი! არც ჩვენი სიკეთე, და არც გარანტირებული დახსნა ჯოჯოხეთისგან!
მეტიც, ასეთი განაცხადი, ეს არის დანაშაულებრივი ტყუილი, რომელიც ადამიანებს უბიძგებს ცხოვრება ისე გაატარონ, როგორც სურთ, და არა ისე, როგორც ამბობს წმინდა წერილი.
არ იკითხონ ბიბლია და არა გააცნობიერონ მისი სიღრმე და მარადიულობისთვის აუცილებელი შემეცნება, არამედ იკითხონ ასეთი ყურისმომქავებელი და საამო ინფორმაციები სულიერ სამყაროზე.
არ ეშინოდეთ წმინდა ღმერთის სამართლიანობის, არამედ მხოლოდ იმის ეშინოდეთ რომ მათი გარდაცვალების შემდგომ, ვინმემ მას "შეკვეთილი წირვა" არ გადაუხადოს.
ზემოთაღნიშნული ლოგიკით, თითქმის ყოველი გარდაცვლილი საქართველოში - ზეცაშია უფალთან.
მეტიც, ამ ლოგიკით, ღმერთის განკაცებას, მის ჯვარცმას და სიკვდილს, შემდგომ კი ამაღლებას, არანაირი აზრი არ ჰქონია... გადაიხადე "შეკვეთილი წირვა" და ჯოჯოხეთის ცეცხლიდან - უფლის სინათლეში გადანაცვლება არწივივითაა შესაძლებელი...
სამწუხაროდ ასეთი არაკომპეტენტური, წმინდა წერილის სრულიად საპირისპირო, ყოვლად დაუსაბუთებელი ლოზუნგების გამოა ალბათ, რომ ჩვენს ქვეყანაში ასე გაუფასურებულია ბიბლიის ჭეშმარიტებანი. მისით დაინტერესებულ და დაფიქრებულ პირთა მიმართ კი გამზადებულია სხვადასხვა იარლიყები საზოგადოებაში...
რამოდენიმე ხნის წინ ჩემს სახლთან ერთი ღრმად მოხუცებული ქალბატონი დიდი წვალებით მიათრევდა სავსე ჩანთას. წამოვეწიე და დახმარება შევთავაზე. გზაში კი გამოველაპარაკე და ვკითხე, ამ სიმძიმე ჩანთით სად მიდიოდა. მიპასუხა რომ ეკლესიაში მიდიოდა მკვდრების მოსახსენიებლად და ამიტომ მიჰქონდა საკურთხიც.
ვკითხე თუ რა მიუვიდოდა მიცვალებულს ასეთი გვემით ნათრევი უზარმაზარი ჩანთიდან.
მიპასუხა რომ ეს აუცილებელი პირობა იყო, ჯოჯოხეთიდან მკვდრების ამოსაყვანად...
ვუთხარი ეს ვინ გითხრა თქო.
მღვდლები ლაპარაკობენო - მიპასუხა.
ვკითხე, კი მაგრამ, თქვენ რას ფიქრობთ, ბიბლიაში ასეთი დავალება გვაქვს მორწმუნეებს რათა ჩვენი ნათესავები ვიხსნათ ჯოჯოხეთიდან?
ამის თქმა იყო და შეჩერდა, შემომხედა და მითხრა:
აჰააააა, ყველაფერი გასაგებია, შენ იეღოველი ხარ... მომეცი, მომეცი ჩანთა, ჯობია მე თვითონ წავიღო ის ეკლესიაშიო..... და გამომგლიჯა ხელიდან.
შეკითხვას ვსვამ, და პირველ რიგში ამ შეკითხვას ვუსვამ იმ საიტის ადმინისტრატორს,
1.თვითონ თუ სჯერა რაც საიტზე განათავსა. თუკი სჯერა, დაასაბუთოს წმინდა წერილიდან
2.ზოგადად მაინტერესებს, რა უფრო ჭეშმარიტ და მისაღებია? ის რასაც ამბობს ღმერთის სიტყვა - ბიბლია, თუ წმინდანად აღიარებული ჩვეულებრივი ადამიანი?
This post has been edited by HiStorian on 17 Nov 2014, 11:52