
...ჩემს მეგობარს ჰქონდა ერთკაციანი აქცია 92-ის იანვრის ბოლოს თსუ-ს პირველ კორპუსთან, პუტჩის დაგმობის პლაკატებით. რამდენიმე ჩავყევით (მეტი წილი გოგონები იყვნენ) მორალური მხარდაჭერისთვის და "რამე თუ იქნება". ეტყობა, არ ჩათვალეს საშიშად, ბოკერია და რამიშვილი დაესხნენ თავს მარტო მშვიდობიანად.

გიგა იკრიჭებოდა თავისთვის, ლევანი ღიმილით არწმუნებდა, აქციების გარეშე სჯობია ბრძოლა, ჩვენ, სტუდენტებმა მოვილაპარაკოთ, დამრბევებს ნუ მოიზიდავ უნივერსიტეტში, საკომენდანტო წესებია, ვინმე მოვა და რას მიაღწევო. ერთი ნახევარი საათი ჰქონდა ეს აქცია, თავისი პრინციპულად კი გაიტანა, მერე დავიშალეთ. ვფიქრობ, ის აქცია უფრო მეტი რისკის შემცველი იყო, ამიტომ არ ვიყავი მომხრე და რამიშვილის კეთილმსურველი მცდელობების მადლობელი დავრჩი, რომ საერთო ძალით გადავარწმუნეთ, თორემ არ აპირებდა დაშლას.