გამარჯობა, ვარ 22 წლის გოგო. რკინიგზის საავადმყოფოში ოჯახის ექიმმა გამიშვა ნევროლოგ-ნატო ნატროშვილთან. ხოდა ჩივილები ვუთხარი:
ადვილად აგზნებადობა,
ემოციური დაძაბულობა ,
ჩხვლეტა გულის არეში,
კეფაში პულსაციური ხასიათის ტკივილები,
სუნთქვის უკმარისობა,
ტაქიკარდია,
ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება,
მუდმივი ძილიანობა.
გამსინჯა კიდევაც თავისი ჩაქუჩით

და უწერია რომ მყეს-ძვალთა რეფლექსები ძლიერ დატრგუნულია, და პათოლოგიური რეფლექსები არ იწვევაო.
დიაგნოზად დამიწერა ასთენიური სინდრომი(დავგუგლე და მინდა ავღნიშნო, რომ ჩივილების უმეტესობა ემთხვევა) და სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი (4 თვის წინ გავიკეთე TSH და 2.58 მაქვს, ნორმაა)
ახლა მკურნალობას რაც შეეხება : აქტოვეგინი, სეციტა, ოქსიბრალი და ატარი დამინიშნა.
მოკლედ მაინტერესებს რამდენად სწორია დანიშნულება და თუ იცით ეს ექიმი ვინმემ, რამდენად სანდოა.?
წინასწარ დიდი მადლობა ყველას.