
ვინ შეისყიდა "ქრონიკა +" - ის ბოლო ნომრის ყველა ეგზემპლარი
18:03 2014-11-19
გაზეთ "ქრონიკა +" - ის რედაქტორი ელისო კილაძე გაზეთის ბოლო გამოშვების ორგანიზებულად შესყიდვასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
"საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ" გაავრცელა ინფორმაცია "ქრონიკა +" - ის ბოლო ნომრის რეალიზაციასთან დაკავშირებით.
1.ეკა გიგაურს ეს ინფორმაცია ჩემთან არ გადაუმოწმებია, ამდენად, არ ვიცი საიდან აქვს მას ეს ინფორმაცია და რამდენად სარწმუნოა.
2. გაზეთის ბოლო ნომერი დაიბეჭდა ჩვეულებისამებრ,გაზეთის პირველი გვერდის ფოტო ატვირთულია ჩემს ფეისბუქის გვერდზე
3. ინფორმაცია იმის თაობაზე რომ "ქრონიკა +" ადრიანად ზოგან ორგანიზებულად გაიყიდა რედაქციასაც გააჩნია, არ შეგვიძლია იმის დადასტურება რომ ეს მოხდა იმ მასალების გამო, რომელიც გაზეთის ბოლო ნომერში მაღალჩინოსნებზე გამოქვეყნდა. ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით ,გაზეთის ბოლო ნომრის ნაწილი შეისყიდა კონსერვატორიის ხელმძღვანელობამ, რომელზეც ამავე ნომერში სკანდალური დოკუმენტები გამოქვეყნდა
4. ზვიად ჯანყარაშვილზე და გიორგი ზედელაშვილზე სხვა დროსაც გვქონია სკანდალური მასალები,მათი მხრიდან არც ტირაჟის ორგანიზებულ შესყიდვას,არც რაიმე ტიპის მუქარებს ადგილი არ ჰქონია.
5. დამატებითი ინფორმაცია გაყიდული და დაბრუნებული ტირაჟის შესახებ გვექნება ზუსტად ერთი კვირის შემდეგ,ანუ მომდევნო სამშაბათს.
6. თუ რაიმე მუქარას,ზეწოლას ან გაზეთის შეფერხებას ადგილი ექნება ეკა გიგაურის დახმარება ამ საკითხში არ დაგვჭირდება,"ქრონიკა +" -ის რედაქცია პირადადაც მოახერხებს ფაქტების გასაჯაროებას.
p.s. გაზეთის ბოლო ნომერი, ტრადიციულად, პარასკევს აიტვირთება "ქრონიკა +"-ის ვებ გვერდზე ."- წერს ელისო კილაძე.
შეგახსენებთ, "საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ" გაავრცელა ინფორმაცია რომ გაზეთ „ქრონიკა +“-ის ბოლო გამოშვების შესყიდვა ორგანიზებულად ყველა დისტრიბუტორიდან ერთდროულად მოხდა და იგი საბოლოო მომხმარებლებამდე ვერ მივიდა.
გაზეთ „ქრონიკა +“-ის 18 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებული იყო სხვა მასალასთან ერთად სტატია, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ზედელაშვილის ოჯახის წევრებისა და ნათესავების მფლობელობაში არსებულ კომპანიებს მიმოიხილავს და აღწერს მათ მონაწილეობას სახელმწიფო ტენდერებში. სტატიაში მოხსენიებულია რამდენიმე სხვა თანამდებობის პირი, მათ შორის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვაჟა ფანჩულიძე. მასალაში ასევე საუბარია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს აღმასრულებელი მდივნის ზვიად ჯანყარაშვილის ბიზნეს ინტერესებზეც. ჯანყარაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსია. სტატიიდან ირკვევა, რომ ყველა ზემოთ აღნიშნული პირი ერთმანეთს სხვადასხვა კომპანიებში არსებული საერთო წილების მეშვეობით უკავშირდება.
http://newposts.ge/?l=G&id=56322-%E1%83%99...%83%97%E1%83%98,
ზღარბიბირა უინტერესო თემა გაგიხსნია, ერთი გამოხმაურება აქვს მარტო... სამართლიანობის აღდგენაზე ვენებს რომ იჭრიდნენ ის ხალხი სადაა?
This post has been edited by The13thFloor on 19 Nov 2014, 19:12