გადავწყვიტე გამეზიარებინა ჩემი მოგზაურობის შთაბეჭდილება დომინიკის რესპუბლიკაზე,
ვიყავი შარშან სექტემბერში, თუ ვინმე ხართ ნამყოფი, თქვენც გაგვიზიარეთ თქვები შთაბეჭდილება ...
(იმედია არ დახურავენ ამ თემას)
იმედია არ დამიწუნებთ და მოგეწონებატ
მოკლედ სამსახურიდან აღებული შვებულება გადავწყვიტე გამეტარებინა დომინიკანიაში, კერძოდ სამანაში
(წითლად არის აღნიშნული )

ეს კი სატელიტიდან გადაღებულია


ვიცოდი რომ ხანგრძლივი და დამღლელი მოგზაურობა მელოდა, მაგრამ მაინც გავბედე და ნამდვილად არ ვნანობ

მადრიდიდან დომინიკანიის დედაკალაკამდე, სანტო დომინგომდე 9 საათი დასჭირდა, თვითმფრინავიდან გამიოსვლის თანავე შაშინლად იგრძნობა ნესტიანი ცხელი ჰაერი, (როგორც თქვეს 80_90 % სინესტეა).
აეროპორტიდან გამოსვლის შემდეგ, ჩვენი მძღოლიც მოვძებნე, თან ახლდა 2 ადამიანი , რომლებმაც ჩემი ჩანთები აიღეს...(არ მინდოდა მაგრამ .... ვერ შევაგნებიე

, ), მიმაცილეს მინი ბუსამდე, და მერე წინ დამიდგნენ და მელოდებოდნენ როდის გადავუხდიდი თანხას ბარგის მოტანისთვის....
მინი ბუსიტ ზუსტად 5 საათი და 30 წუთი დაგვჭირდა სასტუმრომდე მისვლას, თუ არ გავაფრენდი არ მეგონა

, საშინელი გზები... და ლამის 3 ჯერ ავარიაც მოგვიხვდა... ცუდი მძღოლები...
საშინლად დაღლილი ვიყავი... აღარაფერი აღარ მინდოდა ...

მთლიანად ადგილამდე ჩასვლას 25 საათი მოვუნდი .ასე მივედი სასტუმრომდე.
* * *
* * *
ეს კი სასთუმროსა და მის გარშემო ადგილების სურათებია








სასტუმრო მეორე ნაპირიდან



სასტუმროს საზღვარტან გაკეთებული წარწერა

რაც ნიშნავს რომ, აკრძალულია ცივი და ცხელი იარაღებიტ შემოსვლა, ავტომობილიტ შემოსვლა!აგრეტვე აკრძალულია სასტუმროს შეზლონგებზე დაწოლა, მხოლოდ კლიენტებისთვის!არ სეაწუხოტ!არ დავანაგვიანოთ! არანაირი გადამყიდველები! არ გაანადგუროტ ზღვის ფაუნა!
ამ წესების დამრღვევი გაძევებული იქნება სასტუმროდან!


ესეც ერთერტი სასტუმროს დაცვის პოლიცია


ესეც მე

* * *
მეორე დღეს ჩავეწერე რამოდენიმე ექსკურსიაზე.
პირველი გასვლა *ლიმონის* ჩანჩქერის ნახვა იყო, ძველად თურმე ამ ადგილად ბევრი ლიმონის ხეები იყო და ამიტომაც დაურქმევიათ ეს სახელი , (Cascada de Limon).
ჩავსხედით სპეციალურად ჩვენტვის გამოყოფილ სპეციალურ მანქანაში და ადგილამდე რომ მივედიტ , ერთ ერთ სახლში, ყველა ჩვენთაგანს დაგვირიგეს კასკოები (ქუდები) და რეზინის ჩEქმები (ბოტები

) რადგან ცხენებით უნდა წავსულიყავით , თვითოეულ ჩვენთაგანს პირადი გიდი ყვყვავდა.
ცხენები რომ დავინახე, შემეცოდნენ!!! გამხდრები და ცვრილკოჭებიანი, ვიპიქრე როგორ გამიძლებდნენ ....
დავდექით რიგში , მაგრამ თვითონ დომინიკანელები გვარჩევდნენ ვინ რომელ ცხენზე ამხედრდებოდა (წონის მიხედვიტ )
მე შემხვდა *ტანწერწეტა* და წვრილფეხა ბედაური

აი ისიც

ხოდა.... მეც თამამად ავმხედრდი და თან ცალი ხელით ფოტოებს ვიღებდი გზაზე
იქაურის უბნის ბიჭები

ცხენზე ამხედრების პროცესი


ერთ ერთი მეზობლის სახლი

მდინარეც გადავლახეთ

ასე *ბლატავი* დიდხანს არ გამიგრძელდა და როცა აღმართ დაღმართი გზები დაიწყო, ჩემი გიდი უკვე ხელებიტ მიჭერდა და მე კი შიშისაგან თვალებს ვხუჭავდი და სურათებს კი ვეღარ ვიღებდი

ეს სურატები გადავიღე სანამ ძაან შემეშინდებიდა


40 წუთი ცხენით სიარულის შემდეგტროპიკულ ტყეში , გამოჩნდა ჩანჩქერიც

მისი სიმაღლეა 55 მერტი



აქედან დაბრუნების შემდეგ ყველას ერთი ადგილი გვტკიოდა და დასავიწყებლად შემოგვთავაზეს *ვიტამინი ერე * (Vitamina R), ეს არის რონი, რომელსაც ასე ეძახიან

ეს სურათები კი სანამ სასტუმრომდე მივიდოდით


*გამოფენა *




* * *

ისევ სარეცხის *გამოფენა*

მეორე ექსკურსია კი კატამარინით გასეირნება და რამოდენიმე კუნძულის ნახვა იყო, არაჩვეულებრივი დღე იყო

ეს კი ფოტკები...
ეს ჩვენი გიდია


ნაპირი, მიტოვებული გემები, სადაც ახლა უკვე ხალხი ცხოვრობს..

აქ კი, ჩვენი გიდი მერენგეს ასწავლის


ეს კი სუბტროპიკული ტყე და მისი სანაპირო

ამ კუნძულზე მივდივართ


შემდეგ ცოტახნით გავჩერDIტ უნაპირო კუნძულთან ახლოს

მე კი ვერ გავბედე ბანაობა...

კუნჩულსაც ვუახლოვდებით....

არაჩვეულებრივად ლამაზი ადგილი იყო ,

ეს უკვე Kუნზულზე


მაპატიეთ ნაწერზე ... იმედია მიხვდებით
* * *
რაც მე ყველაზე მეტად მომეწონა ეს იყო მესამე ექსკურსია, *საFარი*, აქ უშუალოდ უკვე აქაურ ხალხთან გვQონდა შეხება, ვნახეთ როგორ ცხოვრობდნენ და მათ ტიპიურ საჭმელსაც გავუშინჯეთ გემო

ყავა, კაკაო, სასმელი , რომელსაც ქვია მამაჯუანა , ყენდება სხვავდასხვა ხისა და მცენარეებით თაფლით, ღვინითა და რონიტ, როგორც თქვეს კუჭნაწლავის დაავადებებისთვის მშვენიერი ყოფილა, და რაც უფრო ძველია სასმელი, მიტ მეთად ფასობს , და სუპი, შემადგენლობა ბანანები, ხორცი, ტკბილი კარტოპილი და რაღაც რაღაცეები ... (მე არ მომეწონა

)
ეს კი ადგილზე მისვლამდე გადაღებული სურათებია

ტაქსი ...

ჩემი ყურადღება რამაც მიიQცია და სასაცილოდად მომეჩვენა იყო ეს... წარწერიტ განაგრძე

და შეჩერდი

როცა ჩვენთან ისრიტ არის მინიშნებული და STOP ით, კიდევ ის რომ , გზაზე დაბალი სიჩქარის მინიშნების მაგივრად ეწერა DESPACIO, რაც ნიშნავს ნელს,

ეს კი კაუჩუკის ხის ნაჭრები... ამოშავებენ და შემდეგ შააბარებენ

წინასწარ ნაყიდი ტკბილეული დავურიგეტ ბავშვებს..


* * *
შემდეგ მივედით ერთ ერთ ოჯახში, ეს ჩვენი გიდია , ბანაბის ხესთან

ეს ანანასის პატარა ძირია, რომელიც 18 თვის შემდეგ იძლევა ნაყოფს

ყავის ნაყოფი

ქოქოსის ხე და ნაყოფი

ბანანები


ამ მაგიდაზე კი შინაურად მომზადებული ყავა, კაკაო, თაფლია, ქოქოსის ზეთი, მამახუანა

და სხვადასხვა ხილია

კაკაოს ნაყოფი,


მის მარცვლებს იღებენ, ახმობენ შემდეგ შუშავენ ...

მოშუშვის შემდეგ ნაყავენ სპეციალურ ხის ქოთანში და გამოდის ასეთი მასა
ეს უკვე გამხმარია

იმ კაკაოსთან შედარებიტ, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ეს სუFთაა, ყოველგვარი შენარევების გარეშე, აქვს ძლიერი კაკაოს სუნიდა გემო , მაგრამ ძალიან არ ამუქებს...
* * *
უკან დაბრუნებისას შევიარეტ სოფლის სკოლაში და წინასცარ ნაყიდი სკოლის ნივთები დავურიგეთ ბავშვებს




ეს კი უკან დაბრუნებისას


აპარატით ხელში რომ დამინახა ამ გოგომ , დამიძახა თვითOნ, მეც გადამიღე ბავშვთან ერთადოო


ეს კი ბაზარი

ერთ ერთი საცხოვრებელი სახლი..
* * *
იმედია მოგეწონათ...

მე კი ნამდვილად მომეწონა იქ ყოფნა...

, მშვენივრად დავისვენე და ხალხიც მომეწონა... მაგრამ ცოტა არ იყოს ღამიტ საშიშია სიარული , რადგან , ჩვეულებრივად დაატარებენ იარაღს.
როგორც დავინახე, *მაგარი ბიჭი* ხარ თუ იარაღი გაქვს და მაგარი მანქანით დადიხარ, მერე უკვე სახლზე ფიქრობენ...
უმრავლესობა(სადაც მე ვიყავი სამანაში ) დადის მოტოებიტ, ტრანგალეტკებიაატ

, ცხენით, ან თუ ყავთ მანქანა, ამჯობინებენ ჯიპის მოდელს...
არის 2 კატეგორიის მაცხოვრებლები , მდიდრები და ღარიბები, საშუალო ფენა თითქმის არ არსებოსბ! მდიდრები კიდევ უფრო მდიდრდებიან და ღარიბები კი მეტად ღარიბდებიან

ისინი ერთმანეთთან კანის ფერითაც კი განსხვავდებიან, ბოლო დღეს სასტუნროს დატოვებამDე, იქაური მაცხოვრებლები მოვიდნენ მოვიდნენ, შაბათ კვირის გასატარებლად... რომ დავაკვირდი, >თითქმის ყველა ღია ფერის იყო... და აი მათი მანქანებიც

* * *
ეს სურათები დამავიწყდა



და კიდევ სარეცხი

This post has been edited by faustina on 27 May 2008, 22:13