რა იყო ადრე და რას ვხედავთ ახლა?
ნუთუ ვერ ხედავთ იმ მასშტაბურ ცვლილებას რაც ქვეყანამ მათი მმართველობისას განიცადა?
2003 წელი...სიბნელე,სიცივე,უიმედობა..
ეს პერიოდი იყო დაბეჩავებული საქართველოს უკანასკნელი წელი,ჩვენ შევძელით რომ ხმა აგვემაღლებინა,იმედი გაგვეჩინა და ქვეყანა გადაგვერჩინა!
ნაციონალური მოძრაობის მოსვლასთან ერთად განათდა და გათბა ჩვენი სახლები
დაიგო დიდი ხნის უნახავი გზები
გარემონტდა ქუჩები...
ხალხის სახეზე ღიმილი გაჩნდა
ქვეყანამ ერთ მუშტად დაიწყო მუშაობა იმისათვის რომ საქართველო გამხდარიყო არა საცოდავი ტერიტორიული წარმონაქმნი,არამედ სრულფასოვანი ქვეყანა
შეიქმნა ძლიერი არმია რომელიც შიმშილით აღარ კვდებოდა
აშენდა საავადმყოფოები და ხალხი გრიპისგან აღარ იხოცებოდა
ბატონმა მიხეილ სააკავილმა ჩვენი ქვეყანა ფეხზე დააყენა,ჩააცვა,გაასუფთავა და მთელი მსოფლიოს წინაშე ღირსეულად წარადგინა
მანამდე ვინ იცოდა საქართველოს არსებობა?
არც არავინ,ეს ქვეყანაც კი არ იყო
ხედავთ გარეთ სუფთა ქუჩებს? ლამაზ შენობებს? მოვლილ სკვერებს?
საიდან გაჩნდა ისინი? ეს მათ მიერ ჩვენთვის გაკეთებული სიკეთეა...მაგრამ ვაი რომ ვერ ხედავთ ყველა...არ აფასებთ
კრიმინალი ლამის გაქრა ნაციონალური საქართველოდან,ყველა კანონიერი ქურდი გადაიხვეწა ქვეყნიდან აქ რომ არ დაედგომებოდა
სად იყო მაშინ ასეთი გახშირებული ქალზე ძალადობა
არ ხოცავდნენ ბავშვებს ქუჩაში
ადამიანებს მანქანის დაკეტვაც კი არ ჭირდებოდათ
ნუთუ ეს ცოტაა?
განათლებაში იყო დიდი წინსვლა,დაფასდა პედაგოგების მუშაობა
გარემონტდა სკოლები,ბავშვებს დაურიგდათ ლეპტოპები...
ხალხი ბედნიერი იყო
არ იყო კორუფცია,ყველაფერი გახდა ევროპულად ცივილური
აღმოიფხვრა გაწელილი ბიუროკრატია
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია მათი გაკეთებული სიკეთისა
სწორედ მათ შეძლეს ამ ქვეყნის გაცოცხლება და ახალი სული შთაბერეს
ამიტომ მინდა მათ მადლობა გადავუხადო
ხალხმა ისინი განაგდო უგუნურად მაგრამ მალე დააფასებენ მათ ღვაწლს და დაჩოქილები თხოვთ დაბრუნებას
მალე დაინახავთ რომ თქვენი მოსკოველი პინგვინა სულს გართმევთ და ქვყანას ისევ აჩოქებს
ის პროექტები რაც ვითომ კეთდება სინამდვილეში მხოლოდ ინერციისგან გამოწვეული ძვრებია და მალე გაჩერდება ყველაფერი..
დააფასებთ თქვენც...

მანამდე და მის შემდეგ