
ავთანდილ მახარაძე
დაიბადა ქალაქ ბათუმში 1943 წლის 16 ივლისს. 1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის
სახელმწიფო თეტრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ა. თავზარაშვილის სახელოსნო).
1966 წლიდან მუშაობს რუსთაველის თეატრში. მიღებული აქვს ჩიკაგოს
საერთაშორისო ფესტივალის პრემია (1987), პრემია "ნიკა” (1987), თბილისის
საერთაშორისო კინოფესტივალზე "ოქროს არწივი” (1993). მახარაძე
სრულყოფილად ფლობს თანამედროვე აქტიორულ გამომსახველობით
საშუალებებს. გამოირჩევა თამაშის საკუთარი მანერით. განსახიერებული
როლებიდან აღსანიშნავია: აბიბო (ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე”), ბუხუტი (ო.
იოსელიანის "სანამ ურემი გადავბრუნდება”), ივანე გვერდევენიძე (დ.
კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი”), პაპუნა პიტრიშიძე (შ.
დადიანის "გუშინდელნი”), ჭიჭიკო გოგოლი (ნ. დუმბაძის "საბრალდებო
დასკვნა”), გრამოტკინი (ი. დვორეცკის "უცხო კაცი”), ბორის გოდუნოვი (ა.
ტოლსტოის "ივანე მრისხანის სიკვდილი”), ტიბალტი (უ. შექსპირის "რომეო
და ჯულიეტა”) და სხვა.
მახარაძე მონაწილეობს ქართულ და საზღვარგარეთის კინოფილმებეში.
საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და აბელ და ვარლამ არავიძეების
ვირტუოზულად განსახიერებული როლებით (თ. აბულაძის ფილმში
"მონანიება”)
ფილმოგრაფია:
1965 - მიხა - (სიკო)
1971 - მყუდრო სავანე - (სიმონ ბეროშვილი)
1973 - ლაზარეს თავგადასავალი - (უსინათლო)
1976 - დილის ნისლივით
1978 - შესვენება
1978 - იმედის მწვანე კუნძული
1980 - ჯაყოს ხიზნები (ჯაყო)
1981 - გზა შინისაკენ
1982 - ჟამი მოქცევისა
1982 - არაჩვეულებრივი რეისი
1983 - წითელი ხაზი
1985 - წყარო
1986 - ბებია ყველასათვის
1986 - მონანიება - (ვარლამ არავიძე/აბელ არავიძე)
1987 - ფარანი ქარში
1988 - დონ კიხოტისა და სანჩოს ცხოვრება
1988 - Полет птицы
1989 - ცოდვის შვილები
1989 - Seobe (სეობე, მთავარი როლი) - საფრანგეთი-იუგოსლავია
1991 - რჩეული (ჯუნა)
1991 - Вне
2004 - Национальная бомба
2005 - Архангел (სტალინი)
2005 - ცამეტი
2013 - ჩემი საბნის ნაკეცი (ალექსანდრე)
2013 - ყველანი წავიდნენ
ფბ გვერდი:
https://www.facebook.com/AvtandilMakharadze...andilMakharadzeჩემი აზრით ამ გენიალური ადამიანის ნიჭი დღეს დაუფასებელია... მე შევიყვანდი მსოფლიოს მსახიობთა ხუთეულში.
რომელიღაც ცნობილი რეჟისორი აპირებდა ფილმის გადაღებას რომლის მთავარი როლი რობერტ დე ნიროს და ავთო მახარაძეს უნდა შეესრულებინა, ყველაფერი მოგვარებული იყო, გადაღებები უნდა დაწყებულიყო მაგრამ სამწუხაროდ ის რეჟისორი მოულოდნელად გარდაიცვალა.. ამით ჩაიშალა ის პროექტიც.
This post has been edited by Jonatahn_smith on 19 Dec 2014, 16:03