საქართველო ველური კაპიტალიზმის „შაკლურმა“ სულმა მოკლა…
აბსოლუტურად არ ვარ დამოკიდებული საზოგადოებაზე – არც ფიზიკურად და არც სულიერად. ორივე შემთხვევა დამღუპველად მიმაჩნია. ჩვენი საზოგადოება ვამპირული პრინციპით არის მოწყობილი. აქ, მხოლოდ მაშინ აღწევ წარმატებას, როცა საკუთარ თავს ღალატობ…
მე ვფიქრობ, ადამიანი, ვინც ამ საზოგადოებაზე იქნება დამოკიდებული, განწირულია, თავისი ნიჭის და გენიალურობის მიუხედავად. დღეს ყველაზე გენიალური ადამიანები ცხოვრობენ აპათიაში, სასოწარკვეთილებაში, ლოთობენ, „იჩხირავენ“… მხოლოდ ციყვები არიან კარგად. ციყვებს მათ ვეძახი, ვისაც შეუძლია, მილიონი წელი რაღაც უაზრო, მექანიკური საქმე აკეთოს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი, არ არის შემთხვევითი. ეს არის იმ სისტემის ნაწილი, რომელსაც ჩვენ მოვერგეთ. ჩვენ ისე მივიღეთ კაპიტალიზმი, რომ არც კი დავფიქრებულვართ. მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალიზმი ეწინააღმდეგება ჩვენს რელიგიას, კულტურას, მაინც ბრმად ვაღიარეთ იგი. ადამიანები და მთელი ქვეყნები არ უფიქრდებიან, რას აკეთებენ. საერთოდ არა აქვთ არაფრის გააზრება. მე არ მესმის, როგორ უნდა იყო თან ქრისტიანი და თან კაპიტალიზმის მომხრე…
იესო ქრისტე თავისი მრწამსით სოციალისტია და არა კაპიტალისტი. ერთმანეთის სიყვარულისკენ, სიკეთისკენ, დახმარებისკენ მოგვიწოდებს და არა იმ ველური ჯუნგლის კანონისკენ, რომ ადამიანი ადამიანისთვის მხოლოდ კონკურენტია.
თუ გნებავთ, ჩვენი კულტურის დედაბოძი, „ვეფხისტყაოსანი“ ავიღოთ – „ქვრივ-ობოლნი დააპურეს“ და ა.შ. ეს ფაქტობრივად სოციალური პროგრამაა, რომელშიც ნათქვამია, რომ სახელმწიფომ სოციალურად დაუცველი ადამიანები უნდა დააკმაყოფილოს.
ჩვენ სრულიად გაუაზრებლად, ბრმად მივიღეთ, სისტემა, რომელმაც ქუჩაში უსახლკაროდ უამრავი ადამიანი დატოვა. თბილისში ადრე, თუ მათხოვარი მხოლოდ ბოშა იყო, დღეს ქართველი მათხოვრებით არის სავსე ქალაქი. ეს სისტემის ნაწილია. კაპიტალისტური ფილოსოფია ითვალისწინებს, რომ ადამიანს უნდა ეშინოდეს, ქუჩაში არ დარჩეს. ეს არის არაადამიანური და არაჰუმანური ფილოსოფია.
თანაც ეს ყველაფერი იმის ფონზე ხდება, რომ კაპიტალიზმი სინამდვილეში არ გვაქვს. სახელმწიფოს აქვს უამრავი სოციალური პროგრამა, რომლებიც, თუკი კაპიტალიზმია, წესით საერთოდ არ უნდა იყოს… სინამდვილეში არც საბაზრო ეკონომიკა გვაქვს… მაგრამ ვამბობთ, რომ გვაქვს კაპიტალიზმი და არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უსახლკაროები ქუჩებში არ ეყარონ. მიგვაჩნია, რომ ეს ნორმალურია. თან ვტირივართ, რომ „ქართველობას გვართმევენ“. განა, შეიძლება ადამიანს წაართვა ცოდნა, სიყვარული? თუ ქართველობა არის ისეთი რამ, რისი წართმევაც შესაძლებელია, მაშინ ის უნდა წაგვართვან. თუ შეუძლებელია, მაშინ ტირილსაც აზრი არ აქვს…
http://kvira.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A...83%98%E1%83%A2/ ქალაქი და სიძულვილი
როცა სანიმუშო ქალაქებს აშენებენ, ქმნიან სანიმუშო ფუნქციებს ან სანიმუშო ხელოვნურ ანსამბლებს, ყველაფერი დანარჩენი ნაგვად, წარსულის უსარგებლო მემკვიდრეობად იქცევა. ავტოსტრადის გაყვანისას, სუპერმარკეტის ან სუპერქალაქის შენებისას თქვენ ავტომატურად გარემოს (ყველაფერს, რაც ამ ნაგებობებს გარს აკრავს) უდაბნოდ გარდაქმნით. ზეჩქარული, პროგრამირებადი გადაადგილების ავტონომიური ქსელის შექმნით თქვენ ჩვეულებრივი, ტრადიციული ურთიერთობის სივრცეს უდაბურ ზონად აქცევთ. სატრანსპორტო არტერიების გასწვრივ გაუდაბურებული ტერიტორიები წარმოიქმნება და მომავალშიც, საინფორმაციო არტერიებთან ერთად საინფორმაციო უდაბნოებიც გაჩნდება, ერთგვარი საინფორმაციო მეოთხე სამყარო – თავშესაფარი ყველა დევნილისთვის, ვინც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა უარყო. ამას დაემატება უმუშევრად დარჩენილი ტვინებით დასახლებული ინტელექტუალური უდაბნოები და უნდა აღინიშნოს, რომ ის ტვინებიც უკიდურესად გართულებული საინფორმაციო ქსელების „წყალობით“ დარჩნენ უმუშევარნი. ამ სივრცეში დასახლდებიან, აქ ბინას დაიდებს იმ მილიონი უმუშევრის შთამომავალი, რომელიც დღეს გამოდევნილია შრომის სამყაროდან.
http://arilimag.ge/%E1%83%9F%E1%83%90%E1%8...3%90-%E1%83%A1/რეალობის განადგურება პირველი ნაბიჯია საკუთარი თავის შეცნობისკენ. საკუთარი თავის განადგურებით კი ჩვენ შევძლებთ შევეხოთ ქსოვილს, რომლისგანაც გაკეთებულია – ცა.
http://literatura.mcvane.ge/main/literatur...bbbbb-bbbb.html ზურა ჯიშკარიანი
საუბარი აპოკალიფსზე ფსიქოლოგიურად არაფერია თუ არა ირეალურ სამყაროში მცხოვრები მატერიალისტი კაპიტალისტებისთვის საკუთარ მოკვდავობაზე დაფიქრება, სულიერებით მცხოვრებ ადამიანს აპოკალიფსის შეხსენება არ სჭირდება ის ისედაც ხშირად ფიქრობს დასასრულზე .
ასე რომ ვინც ყველაზე ხშირად ახსენებს ასეთ სიტყვებს თავად აკლია სულიერება
კაპიტალიზმი( ლიბერალური და კონსერვატორული) ღრმა კრიზისში შედის და წარმოქმნის გაუთავებელ ომებს
რა არის ალტერნატივა?
This post has been edited by Sappho on 29 Nov 2014, 15:31
მიმაგრებული სურათი