ირაკლი ღარიბაშვილი - ახლო მომავალში შევძლებთ გაერთიანებული საქართველოს საზღვრის არეალში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას
12:24 06-08-2013
ირაკლი ღარიბაშვილი - ახლო მომავალში შევძლებთ გაერთიანებული საქართველოს საზღვრის არეალში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი უწყება ახლო მომავალში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას გაერთიანებული საქართველოს საზღვრის არეალში შეძლებს.
აღნიშნულის თაობაზე განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში გააკეთა, რითაც აგვისტოს ომიდან 5 წლისთავს გამოეხმაურა.
"ახლოვდება 8 აგვისტო. 5 წლის წინ სწორედ ამ პერიოდში ჩვენ ქვეყანას დიდი განსაცდელის გამოვლა მოუწია. რუსეთ-საქართველოს ომმა დიდი დანაკლისი მოგვიტანა - ოკუპირებული ტერიტორიები, იძულებით გადაადგილებული ჩვენი თანამემამულეები, დაჭრილები, დაღუპულები. ძვირფასო პოლიციელებო, პატივი უნდა მივაგოთ იმ პირთა ხსოვნას, რომლებიც ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირნენ, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს გმირი თანამშრომლებიც იყვნენ. მჯერა, რომ მათ თავგანწირვას ფუჭად არ ჩაუვლია. ჩვენ მხოლოდ გააზრებული, თანმიმდევრული და ქმედითი ნაბიჯების შედეგად, ახლო მომავალში შევძლებთ გაერთიანებული საქართველოს საზღვრის არეალში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას, იმ წესრიგის დანერგვას, რომელიც ქართულ პოლიციაში დღეს ხორციელდება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
შს მინისტრმა კახეთის საპატრულო პოლიციას ახალი ავტომანქანები გადასცა.
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვქმნით სამართლებრივ სივრცეს, რომელშიც პოლიციისა და საზოგადოების ურთიერთობა დასავლურ სტანდარტს ეფუძნება
12:17 06-08-2013
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვქმნით სამართლებრივ სივრცეს, რომელშიც პოლიციისა და საზოგადოების ურთიერთობა დასავლურ სტანდარტს ეფუძნება კახეთის საპატრულო პოლიციას ახალი ავტომანქანები გადაეცა. მანქანების გადაცემის ცერემონიას შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირადად დაესწრო.
"ჩვენ ვაგრძელებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპატრულო პოლიციაში სიახლეების დანერგვას. ამ სიახლეებით დღეს კახეთის რეგიონში წარვდექით. მე ამაყი ვარ, რომ უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვანი რეფორმები გავატარეთ. ეს მიღწევები უდავოდ თქვენი, თითოეული პოლიციელის დამსახურებაა და მინდა მადლობა გადაგიხადოთ", - მიმართა ღარიბაშვილმა სამართალდამცველებს.
მისივე განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ სამართლებრივ სივრცეს ქმნის, რომელშიც პოლიციის და საზოგადოების ურთიერთობა დასავლურ სტანდარტს ეფუძნება.
"ჩვენ ვქმნით სამართლებრივ სივრცეს, რომელშიც პოლიციის და საზოგადოების ურთიერთობა დასავლურ სტანდარტს ეფუძნება. ჩვენ ვახორციელებთ პოლიციელთა კვლაფიკაციის ამაღლებას, ტრენინგების და სწავლების ჩატარებას. პროფესიონალი კადრების მატება საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ ეკიპაჟების რაოდენობა, გავაფართოოთ პატრულირების არეალი და მომსახურების ზონა.
კახეთის რამდენიმე რაიონს დაემატა ახალი საპატრულო ეკიპაჟები, უახლოეს მომავალში რეგიონის მთელი მოსახლეობისთვის საპატრულო პოლიციის სერვისი ხელმისაწვდომი იქნება კახეთის ყველაზე მოშორებულ ადგილებშიც კი. ძველი ავტომანქანები შეიცვალა ახლით, ახალი საპატრულო ეკიპაჟები აღიჭურვა გაუმჯობესებული, თანამედროვე დიზაინით და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფორმებით, ასევე პოლიციელისთვის საჭირო სპეციალური საშუალებებით", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მე და იკა გპირდებით, მალე სოხუმში ვიქნებით