Oracle
Oracle მონაცემთა ბაზა არის საფუძველი ბევრ კომპანიაში, მასზეა დამოკიდებული კომპანიის ინფორმაციის შენახვა, დამუშავება და დაცვა.
იგი გამოიყენება დიდი რაოდენობის ინფორმაციასთან სამუშაოდ და ისეთ სიტუაციებში, სადაც მონაცემთა უსაფრთოება წარმოადგენს კომპანიის განმსაზღვრელ ფაქტორს.
უმეტესი ბანკები და ტელეკომ-ოპერატორები იყენებენ ამ პლატფორმას და ყოველთვის საჭიროებენ მის კვალიფიცირებულ სპეციალისტებს.
მთავარი მოთხოვნა წარმოადგენს საიმედო პროგრამულ მხარდაჭერას, ასევე პროცედურების ცოდნას, რათა პრობლემის შემთხვევაში მოხდეს ინფორმაციის უდანაკარგო და სწრაფი აღდგენა.
Oracle ბაზის ადმინისტრიტატორი წარმოადგენს ერთერთ მაღალანაზღაურებად სპეციალისტს IT სფეროში.
Oracle-ს შესწავლით და თქვენი კვალიფიკაციის ამაღლებით თქვენ უზრუნველყოფთ თქვენს სტაბილურ მომავალს.
აღნიშნული კურსი იყოფა სამ ნაწილად: SQL, PL/SQL და ადმინისტრირება.
SQL კურსის გავლისას თქვენ გაეცნობით მონაცემთა ბაზების კონცეფციას, მიიღებთ SQL-ის საბაზო ცოდნას, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაამუშავოთ კომპანიის მოთხოვნები,
შეგეძლებათ მოდიფიცირება გაუკეთოთ უკვე არსებულ ინფორმაციას, შექმნათ ახალი ან წაშალოთ არსებული მონაცემები. აღნიშნულ კურსში ასევე განხილული იქნება ინდექსები, ტრანზაქციები და შეზღუდვები.
კურსის ამ ნაწილის გავლით თქვენ შეძლებთ თავისუფლად მოამზადოთ რეპორტები თქვენი კომპანიისთვის.
PL/SQL კურსის გავლისას თქვენ გაეცნობით პროგრამირების ენას, რომელიც საშუალებას მოგცემთ შექმნათ ბლოკები, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს სხვადასხვა აპლიკაციებში.
ასევე მსმენელები შეისწავლიან ფუნქციების, ტრიგერების, პაკეტების შექმნას და გამოყენებას, პარამეტრების გამოცხადებას და გამონაკლისების დამუშავებას.
ადმინისტრირების კურსის გავლისას თქვენ შეძლებთ Oracle სერვერის ინსტალაციას და მართვას. მასში განხილული იქნება სერვერის საერთო არქიტექტურა, მონაცემთა ბაზების კონცეპტუალური მოდელები,
მონაცემთა საცავების შექმნა და კონტროლი. ასევე მსმენელს შეეძლება მონაცემთა დუბლირება, დარეზერვება და კრიტიკულ სიტუაციებში მათი აღდგენა.
პრაქტიკული სამუშაოები და დავალებები საშუალებას მოგცემთ უფრო გაიღრმავოთ ცოდნა და სწრაფად აითვისოთ ნასწავლი მასალა.
MS SQL Server 2008
მონაცემთა ბაზის დეველოპმენტი
კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია გთავაზობთ Microsoft SQL Server 2008, მონაცემთა ბაზის დეველოპმენტი პროგრამის შესწავლას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
კურსში განხილულია:
1. მონაცემთა ბაზების თეორიული საფუძვლები
2. მონაცემთა ბაზების არქიტექტურა
3. ცხრილები და მათი დაპროექტება
4. მონაცემების მართვა, Query-ების წარმადობის ამაღლება
5. ფუნქციები
6. შენახული პროცედურები
7. ინდექსები
8. წარმოდგენები
9. კურსორები
10. ტრანზაქციები და დაბლოკვები
11. მონაცემების გაცვლა
12. უსაფრთხოების სისტემა
13. ბმული და დაშორებული სერვერები
14. Microsoft SQL Server-ის მართვის ელემენტები
(995) 593 555 025
(995) 555 870 880
ვებ-გვერდი:ctaedu.ge
facebook:Computer Technologies Academy
ctaedu.ge@gmail.com
რუსთაველის გამზ. № 36; მე-3 სართული
* * *
რეგისტრაცია დაიწყო მონაცემთა ბაზებზე MS SQL Server 2008 და Oracle შემსწავლელ კურსებზე.
Oracle ბაზის ადმინისტრიტატორი წარმოადგენს ერთერთ მაღალანაზღაურებად სპეციალისტს IT სფეროში.
Oracle-ს შესწავლით და თქვენი კვალიფიკაციის ამაღლებით თქვენ უზრუნველყოფთ თქვენს სტაბილურ მომავალს.
პრაქტიკული სამუშაოები და დავალებები საშუალებას მოგცემთ უფრო გაიღრმავოთ ცოდნა და სწრაფად აითვისოთ ნასწავლი მასალა.
(995) 593 555 025
(995) 555 870 880
ვებ-გვერდი:ctaedu.ge
facebook:Computer Technologies Academy
ctaedu.ge@gmail.com
რუსთაველის გამზ. № 36; მე-3 სართული
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)