და გავაცნობ ამ ჩემს დარეხვილს ჩემიანებს.
წინასიტყვაობა.
რამდენიმე საათიანი ბოდიალის შემდეგ, პატარა კაფე მოვნახეთ და დავსხედით. რაღაც საჭირბოროტო თემას განვიხილავდით,არ მახსოვს ზუსტად.. მაგრამ აშკარად ძალიან საინტერესო იყო,რადგან მისი იუმორი დავჩრდილე.
ჰოდა ასე ბაასში, ჩემმა მობილურმაც დარეკა.
დედაჩემი იყო.
ვუპასუხე ახლა, რომ ვიყავი დაქალთან, ვჭორაობდით და მალე გამომაცილებდა.
მალაპარაკე ეგ შენი დაქალიო.
მობილური გავთიშე.
იმ წუთას პასუხი ვერ მოვიფიქრე, დამატებითი წუთი ავიღე.
მიყურებს,იცინის.
ვეკითხები რა გაცინებსთქო. სადაცაა ბრაზით გავსკდები,ეს დამატებითი წუთიც იწურება, ცალკე ვფიქრობ რა მოვიმიზეზო. ეს კი იცინის !!
ისევ დარეკა მობილურმა.
ვუთხარი ჩემს დაქალს ამ წუთას დაურეკეს, და გაიქცათქო..
ჰოდა არც არაფერი უთქვამს. შეიძლება დაიჯერა,შეიძლება არა. მითხრა, ჩვენთან მოსულიყოვო. მოკლედ... ამაზე არაფერი აღარ უთქვამს.
მერე ისეთი სახე მიიღო, აი რაღაც რო უნდა გაჯახოს,თან ეს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ რაღაცით გულნატკენია.
შემომხედა, გასწორდა და მეუბნება, აღარ მინდა დავიმალოთო. მინდა დედაშენი გავიცნო და შენიანებიო.
ჰოდა ვფიქრობ ახლა...
არავინ არ მიმიყვანია გასაცნობად, ეს ჩემი პირველი სერიოზული ურთიერთობაა.
თან ისეთი სახით მიყურებს მიდი და უთხარი უარი...
-კარგითქო. (გმირი

)
ჩემნაირი წიკიანი მყავს სახლში ყველა. დეიდაჩემი ისეთია პირდაპირ აჯახებს სექსი გაქვთ თუ არაო. მე ვეტყვი,რომ არ გვაქვს, რაც სიმართლეა,მაგრამ მერე ამტკიცე.. სხვა მხრივ კია ჯიგარი მარა ჯინიანია.
ბიძაჩემი მარადმორწმუნე, რომ დაინახავს ამ დატატუირებულ როკერს, ალბათ გადავა ჭკუიდან.
სხვა მხრივ,რომ იყოს, აი შენ გენაცვალე, ჯიგარი კაცი, რა სმა გცოდნია, რა საამაყო ხარ... აი რო იციან ხოლმე რა, შექება სიძის.
ჰოდა ვერ მივუყვანე რა ეს საამაყო, ღიპდადებული, ან ძალიან დიპლომატი ბიჭი, რავქნა მერე მე?
თან ეს გათხოვებასთან ასოცირდება,არადა უბრალოდ მინდა იცოდნენ,რომ ურთიერთობა მაქვს.
მარა ჰა ბურთი და მოედანი, ( თუ როგორაა.)
თან ისეთი ვარ ვინმემ რამე რომ თქვას მასზე, თავზე დავამხობ რაღაცას. სერიოზულად ვამბობ.. მაგრამ გულში ძალიან მეწყინება. გავსკდები წყენისგან.
შეიძლება თქვან,რომ დიდია. ( მე 18 ვარ, ის 24).
შეიძლება თქვან,რომ გამხდარია ძალიან.
ან უჟმურია .
ან პირდაპირია.
ან რაღაც სხვანაირია.
მე კი არ მიყვარს რა ეს მტკიცებები... მართლა კარგი პიროვნებაა,ძალიან საყვარელი...
არადა ოდესმე ხომ მომიწევს.
მითუმეტეს მისიანები სანათესაო გავიცანი მგონი, და ამასაც სურვილი აქვს..
ასეთი მოტივირებული, ფაქტის წინაშე რომ დადგება რას ვიზამ ვნახოთ.
მოკლედ ეს აბსურდული კომპლექსი მაწუხებს.
ვისაც გამოგიცდიათ,იქნებ დამეთანხმოთ, ან დამცინოთ,ან რავი...
მოკლედ ორი კითხვა მაქვს.
ღადაობა მოსულა, კიბატონო,მარა მთლად ნუ გადამივლით.
1. მსგავსი სიტუაცია თუ გქონიათ და რა შეგრძნება იყო.. ანუ ადვილად თუ გადაგიგორებიათ
2. რა ჯანდაბა ვქნა? ( არ გააცნოო, არ მითხრათ. თქვენ არ გინახავთ ეს როგორი წუხილით მითხრა

)
სენქ იუ, წინასწარ.
,,სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად არ ვარ. ჯერ ნეპალში უნდა წავიდე და საკუთარი თავი ვიპოვო"
,,ამ დიდ სამყაროში ყოველთვის დაელოდები ვინმეს და ყოველთვის იქნება ვინმე, ვინც შენთან იქნება, დაიკეტება კარი, გაიღება ფანჯარა, ამ მცირე დროში სანამ ამ ფანჯრიდან შემოვა სხივი, ეცადე არ მოკვდე"