eeelllooo
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 21819
წევრი No.: 125884
რეგისტრ.: 12-January 11
|
#42920496 · 20 Nov 2014, 19:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს თემა ასე უნდა ჩაიძიროს?
„ომის პერიოდში სახმელეთო ჯარების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის უფროსი ვიყავი. ჩემს მოვალეობაში ბრძოლის დროს ჰაერიდან სახმელეთო ძალების დაცვა შედიოდა. მაშინ ხშირად მიწევდა კოლეგებთან ერთად მივლინებებით გამგზავრება უცხო ქვეყნებში, სადაც მათგან ხშირად ისმოდა კითხვა, რომ ჩვენ გვსურდა ტექნიკის შეძენა, მაგრამ შეძენას ითხოვდნენ დაჩქარებულად. ხშირად ძვირად ღირებული იარაღი ერთ, ან ორ კვირაში უნდა შეგვეძინა. ასე არსად, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება! წესით ეს ხანგრძლივი პროცესია და ერთ დღეში არავინ არავის არაფრით არ ამარაგებს. ეს მოთხოვნები და კონკრეტული დადგენილებები მაძლევდა საშუალებას, მეფიქრა, რომ თავდაცვის სამინისტროში ყველაფერი მთლად ისე დალაგებულად არ იყო, როგორც ჩანდა. ფარულად აქტიურობდნენ და ემზადებოდნენ რაღაცისთვის… დეტალები ჩემთვის უცნობი იყო. მაშინ ამაზე ღიად არავისთან მისაუბრია.
Pochkhuaმაგალითისთვის, იმ პერიოდში, სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის ზურაბ ფოჩხუას თაოსნობით (ამჟამად უკრაინაში საქართველოს სამხედრო ატაშე), “ოსას” ტიპის რაკეტები იყიდეს. თითოეულის ფასი ნახევარ მილიონს აღწევდა, მაგრამ 2008 წლის ომში “ოსამ” არ გაამართლა, ის მწყობრში ვერ ჩააყენეს. ზურაბ ფოჩხუა მაშინდელ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან იყო დაახლოებული. კულუარებში ყველამ იცოდა, რომ “ოსას” შესყიდვით სინამდვილეში ფულს ათეთრებდნენ. ასეთი ბევრი ინფორმაცია არსებობს, რაზეც დღეს უკვე ღიად საუბრობენ.
მე მახსოვს, თავდაცვის სამინისტრომ გაძლიერება ჯერ კიდევ ირაკლი ოქრუაშვილის დროს დაიწყო. ვფიქრობდი, რომ არსებული მძიმე სამხედრო-ტექნიკური მდგომარეობის ფონზე, ომში ჩვენ საკმაოდ დაუცველები აღმოვჩნდებოდით. ჩემთვის სრულიად გასაგები იყო, რომ რუსეთის ფაქტორიდან გამომდინარე, ჩვენ ისეთ იარაღს და ტექნიკას არავინ მოგვყიდიდა, რომ სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, ვინმესთვის სერიოზული წინააღმდეგობა გაგვეწია. ამიტომ, ყოველთვის ვიყავი იმის მომხრე, რომ ადგილობრივი რესურსით მაქსიმალური სარგებელი გამოგვეძებნა და უკვე არსებულის შენარჩუნებასა და გადარჩენაზე გვეფიქრა.
სწორედ ამ წინადადებით მაშინ გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს ზაზა გოგავას მივმართე. ჩემი წინადადება მისთვის მისაღები აღმოჩნდა. შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლობისა და ერთობლივი მუშაობის შედეგად სპეციალური ჯგუფი შეიქმნა. ამ ჯგუფს სათავეში არაჩვეულებრივი ინჟინერი, აწ გარდაცვლილი გივი ზურაბიშვილი ჩაუდგა. ის საქმის პროფესიონალი, რაკეტების და შეიარაღების სპეციალისტი იყო.
ერთობლივი მუშაობით მივაღწიეთ იმას, რომ არარსებული სისტემებიდან და ტექნიკიდან სერიოზული საბრძოლო მარაგი შევქმენით. საუბარი იყო გადასატან საზენიტო – სარაკეტო სისტემებზე, რომლის შეკეთებაც დავიწყეთ“, – იხსენებს სახვაძე. ის ამბობს, რომ იმ პერიოდში დაახლოებით 150 რაკეტისგან 80 ახალი რაკეტა ააწყვეს.
ვიცე-პოლკოვნიკი აცხადებს, რომ მის სახელს კიდევ ერთი გამოგონება უკავშირდება. ეს იყო კვადროციკლი, რაზეც მაგრდებოდა “სტრელა-2 მ”, “იგლა” ან “გრომის” ტიპის გადასატანი სარაკეტო კომპლექსები.
2ca028f81c325123947fd70d0b91e0d9„რაკი მე მევალებოდა სახმელეთო ძალების დაცვა ჰაერიდან, მე ამას ვასრულებდი ყველა იმ მეთოდით, რომელსაც ვთვლიდი საჭიროდ. კვადროციკლი იყო ერთ-ერთი ასეთი ელემენტი. ფაქტობრივად, ეს არის კუსტარული აპარატი, რომელიც თავისი შესაძლებლობებით უნიკალურია. თითო კვადროციკლზე მაგრდებოდა ორი “სტრელა-2მ”, “იგლა” ან “გრომის” ტიპის გადასატანი სარაკეტო კომპლექსი. კვადროციკლს მძღოლი მართავდა, უკან კი მსროლელი იჯდა. სავარაუდოდ, საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც კვადროციკლები ამ ფორმით გამოიყენა“, – აცხადებს სახვაძე.
ვიცე-პოლკოვნიკი აცხადებს, რომ აგვისტოს ომის დროს სწორედ ამ კვადროციკლების დამსახურებით, მისმა დივიზიონმა რამდენიმე რუსული საფრენი აპარატის ჩამოგდება შეძლო.
„ომი საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო. 7 აგვისტოს, ჯერ ის გამოცხადებული არ იყო, როდესაც დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ჩემი დანაყოფებით და მთელი შეიარაღებით კონფლიქტის რეგიონში უნდა გავმგზავრებულიყავი. გადავაადგილდით. ბრძანების შესაბამისად, ჩვენი საზენიტო საშუალებები ქუთაისის ცალკეული საზენიტო-სარაკეტო-საარტილერიო დივიზიონის ნაწილის ტერიტორიაზე გადავანაწილეთ.
ერთი საინტერესო დეტალი, – ომამდე რამდენიმე ხნით ადრე მალთაყვაში სასწავლო-საბრძოლო სროლები ჩატარდა, სადაც თავმოყრილი იყო ყველა ის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც უკრაინიდან ჩამოიტანეს. რაღაც ტექნიკა სხვა ქვეყნებიდანაც იყო ჩამოტანილი. მე სროლებს არ დამასწრეს. როგორც მოგვიანებით გავიგე, იქ მინისტრი და ყველა ატაშე იყო წარმოდგენილი. შემდეგ შევიტყვე, სწორედ აქ აღმოჩნდა, რომ წარმოდგენილმა ვერც ერთმა უკრაინულმა ტექნიკამ ვერ ისროლა, ვერ გაამართლა, ვერ შეასრულა ის ამოცანა, რომელიც უნდა შეესრულებინა. ანუ, ეს უკვე ნიშნავდა იმას, რომ ჩემი ვარაუდი 100%-ით მართლდებოდა. მივხვდი, რომ ჩვენ განწირულები ვიყავით.
|