ზოდიაქოს ნიშანი მერწყული ჰოროსკოპის მე-11 სახლის გამგებელი, ფიქსირებული ჰაერის ნიშანი, რომლისთვისაც დამახასიათებელია შემდეგი ეპითეტები: ფილოსოფოსი, მოაზროვნე, ინტელექტუალი და მასწავლებელი.
მისი სიტყვა-კოდია სწავლა,ცოდნა,კომუნიკაცია, მეგობრუობა, ექსცენტრიულობა, გონებაგახსნილობა, ტოლერანტულობა, ლიბერალიზმი, რეფორმატორობა, გამომგონებლობა, ინდივიდუალიზმი, ნონკონფორმიზმი, თავისუფლება, ორიგინალობა, დიმპლომატია, ჰუმანურობა, პროგრესულობა.
დევიზი: მე ვიცი!
სიმბოლო: მამაკაცის ფიგურა ან ფერია დოქით.
საყვარელი ფერი: ელექტრული ლურჯი.
თვისებები, რომლებიც ახასიათებს: მოულოდნელი, უჩვეულო, "ალიენი", ულტრა თანამედროვე ადამიანი, ინოვაციური, გენიოსი, მეამბოხე, დამოუკიდებელი, ალტრუისტი, ჯგუფის გული, ადამიანი კომპიყტერი, ადამიანი ინტერნეტი.
ადამიანები, რომელსაც მერწყულის ზოდიაქო მფარველობს: ფანატიკოსები, გენიოსები, თავისუფლად მოაზროვნეები, რევოლუციონერები.
სფეროები სადაც მერწყულია და პროფესიები: ყველაფერი რაც უკავშირდება ინოვაციასსა და გამომგონებლობას, ატომურ ელექტროსადგურებში მომუშავეები, ელექტროობა, კომპიუტერული ტექნიკა, X-რეი, სატელევიზიო ტექნოლოგიები, მრჩეველი ტექნიკურ სფეროებში, სამედიცინო ხელსაწყოების დილერი, ფილოსოფოსი, მომუშავე ავტო ან საჰაერო მრეწველობაში, ნევროლოგი , ასტროლოგი, თერაპევტი, ჰიპნოზიორი, რადიოლოგია, იურიდიული დაწესებულებები, რომლებიც იცავს :გეებს, ფემინიზმს. ცხოველთა დაცვის საზოგადოება, ფილატროპია, სახალხო დამცველი. ფიზიკური საგნები, ტექნოლოგიები, მეტეორლოგია, მასწავლებლობა, როკი და ელექტრონული მუსიკა, სხვადასხვა ასოციაციები, ადგილები სადაც ხდება ტელევიზორების, აუდიო და ვიდეო მოწყობილობების გაყიდვა ან შეკეთება, ლაბორატორია, არქეოლოგიური გათხრები, თანამედროვე არქიტექტურა, სეისმოლოგია, ავიაცია.
პლანეტა მზე შედის მერწულის ზოდიაქოში 20 იანვარს, შუა ზამთრის პერიოდში და გასტანს 18 თებერვლამდე.
მისი მმართველი ერთის მხრივ არაორდინალური პლანეტა ურანია, ხოლო მეურეს მხრივ--- „მკაცრი“ სატურნი.
მერწყულში მდებარე პლანეტებს მისი პატრონისთვის მოაქვთ მჭერმეტყველება და ორიგინალურობა.
მზე მერწყულის ზოდიაქოში ესაა ბუნებრივი მე- რა ვართ მაშინ, როცა ვისვენებთ, როცა სხვა ჰოროსკოპის სხვა პლანეტები არ არიან აქტიურ მდგომარეობაში. იგი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენს ნათალურ რუკაში, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მხოლოდ მზე აღწერს ჩვენს პიროვნებას.
მერწყული არ არის ტრენდული ზოდიაქო, იგი არ მიჰყვება საზოგადოდ აღიარებულ ტენდენციებს რაც იწვევს იმას, რომ გამოირჩევა არატრადიციული ქცევით, რომელიც ბევრის თვალით უცნაურად აღიქმება. მას არ სურს იცხოვროს იმ ცხოვრებით, ახასიათებდეს ის ქცევები რაც სხვებს.
მერწყული როდი ეყრდნობა პირველად წარმოდგენილ ფაქტებს, არამედ აღწევს სიღრმემდე და სწავლობს ძირფესვიანად. იგი მიიწევს წარმომშობი მიზეზებისკენ, რაც ბევრს შეიძლება სრულ აბსურდად მოეჩვენოს, მაგრამ თვითონ მერწყულისთვის ეს სრულყოფილებაა. სწორედ ეს მიზეზების ამოხსნის სურვილი უბიძგებს მას შეისწავლოს ყველაფერი თავის გარშემო, რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ეს.
მერწყულის 3 სხვადასხვა ტიპი
თუ თქვენ დაიბადეთ იანვრის ბოლოს ეს ნიშნავს, რომ მზე მერწყულის ზოდიაქოს დასაწყისშია. თქვენ გაქვთ საკუთარი მოსაზრებები თუ დასკვნები ყველაფერზე და ყურადღებას არ აქცევთ რას გეტყვიან სხვები.
თუ თებერვლის დასაწყისში დაიბადეთ დიდ დროს უთმობთ ფიქრსა და მედიტაციას.
არ არსებობს ცხოვრების არც ერთი კანონზომიერება რითაც არ ინტერესდებით და არ ცდილობთ მის სიღრმეში ჩაწვდომას. ამ პერიოდის მერწყულებიმერწყულთა კლასიკურ წარმომადგენლებს განეკუთვნებიან, შესაბამისად ნიშნის თვისებებს ღრმად და მკაფიოდ წარმოაჩენენ.
ხოლო თუ თებერვლის შუა რიცხვებს ემთხვევა თქვენი დაბადების თარიღი მზე მერწყულის ზოდიაქოს დასასრულშია. თქვენ იმდენად ინტერესდებით ცხოვრებისეული სირთულეებით რომ ეს ერთგვარ თავბრუსხვევასაც იწვევს :დ რაც მეტის გაგებას ცდილობთ, მით მეტი ჩანს შესასწავლი და აღმოსაჩენი.
მზე ჰოროსკოპში ასევე აჩვენებს ჩვენს მშობელ მამას, (ხოლო დედას მთვარე) ეს ნიშნავს რომ მერწყულის ნიშნის თვისებები ვლინდება მასთან ურთიერთობაში. ურთიერთობის სახე დისკუსია და გამუდმებული აზრთა გაცვლა-გამოცვლაა. თქვენ გაქვთ დიდი პატივისცემა ერთმანეთის ცოდნის მიმართ და სიამოვნებით ატარებთ საათებს ერთმანეთის აზრებისა და იდეების განხილვაში. ურთიერთობას არ აქვს ტიპური მამა-შვილური სახე, არამედ როგორც დიდი მეგობრები მსოფლიოს პირისპირ. სანამ იყავით პპატარა, თქვენი მამა მოუთმენლად ელოდებოდა თქვენს გაზრდას, რომ შესძლებოდა ინტელექტუალური საუბარი თქვენთან.
მერწყულის პროტოტიპს წარმოადგენს ფრანგი მოქანდაკის ოგიუსტ როდენის ცნობილი ქანდაკება „მოაზროვნე“ .


ცნობილი მერწყული სელებრითების მოკლე სია იხილეთ მითითებულ ლინკზე:
http://www.famousbirthdays.com/astrology/aquarius.htmlწინა თემის ტოპ ათეული:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ADA 166
Lilian 137
vivianna 120
mtis_yoili 97
დარია 69
Windmühle 67
AumMantra 61
Aquarius_A888 52
JordanBelford 49
folkman 43
წინა თემის ლინკი:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
http://forum.ge/?f=8&showtopic=34623405

მერწყული ქალი:

იუმორი:



ესეც ჩვენი სახელობითი ფეხსაცმელი:
This post has been edited by Lilian on 2 Sep 2014, 23:55