დავით დონდუა - ვმუშაობთ, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას დავანახოთ, რა შეიძლება მოჰყვეს მოსკოვსა და სოხუმს შორის შეთანხმების წაყრუებას
23:23 01-12-2014
დავით დონდუა - ვმუშაობთ, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას დავანახოთ, რა შეიძლება მოჰყვეს მოსკოვსა და სოხუმს შორის შეთანხმების წაყრუებას "საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აფხაზეთისათვის ჯერ კიდევ რუსეთის მიერ ე.წ. ხელშეკრულების შეთავაზებისთანავე დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ ამ საკითხს მისცემოდა ფართო საერთაშორისო რეზონანსი, - ამის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა წერს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გაეროს უშიშროების საბჭოზე რუსეთ-აფხაზეთის ე.წ ხელშეკრულების განხილვას გამოეხმაურა და განმარტა, რომ საგარეო უწყება აქტიურად მუშაობს, რათა ქართულმა მხარემ საერთაშორისო თანამეგობრობას დაანახოს ის უარყოფითი შედეგები, რაც შეიძლება მოჰყვეს რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების იგნორირებას.
"ბოლო დროს ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, თითქოსდა საგარეო საქმეთა სამინისტროს არ დაუვალებია გაეროში თავისი მისიისთვის უშიშროების საბჭოზე რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. ხელშეკრულების საკითხის განხილვის მოთხოვნა.
მინდა განვმარტო, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჯერ კიდევ რუსეთის მიერ ე.წ. ხელშეკრულების შეთავაზებისთანავე დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ ამ საკითხს მისცემოდა ფართო საერთაშორისო რეზონანსი. ინფორმაცია ოქტომბერ-ნოემბერში გაწეული მუშაობის თაობაზე განთავსებულია სამინისტროს ვებგვერდზე და დაინტერესებულთ შეუძლიათ მისი ნახვა.
რაც შეეხება უშუალოდ გაეროს უშიშროების საბჭოზე ამ საკითხის დაყენებას, ამისთვის მხოლოდ ოფიციალური მიმართვის გაკეთება არ არის საკმარისი. თუ საკითხი წინასწარ არ იქნა სათანადოდ მომზადებული, ოფიციალურ მიმართვას მოჰყვება ოფიციალური უარი და ხელმეორედ ამ თემის წამოწევა ვეღარ მოხერხდება. ისიც გავითვალისწინოთ, რომ თუ ჩვენს ემოციებს გვერდზე გადავდებთ, ე.წ ხელშეკრულების ხელმოწერა, გაეროს მასშტაბებით, საბედნიეროდ არ არის იმ რეზონანსის მოვლენა, რომ უშიშროების საბჭო შეიკრიბოს პირველივე მოთხოვნისთანავე. იმასაც აღვნიშნავ, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორების პირველადი რეაქცია ამ მოვლენაზე იყო ზედმეტად მშვიდი და არაალარმისტული. ამიტომ ვმუშაობთ იმაზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას დავანახოთ ამ მოვლენის სიმწვავე და ის სახიფათო შედეგები, რაც შეიძლება მოჰყვეს მის წაყრუებას. კონსულტაციები მიმდინარეობს, როგორც გაეროში უშიშროების საბჭოს მუმდმივი და არამუდმივი წევრების დელეგაციებთან, ისე თბილისში მათ საელჩოებთან და შესაბამის დედაქალაქებში", - აცხადებს დავით დონდუა.
მისივე თქმით, უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად მივიღებთ სასურველ შედეგს. "ნუ დაგვავიწყდება, რომ "მოპასუხე" იქნება რუსეთის ფედერაცია, რომელსაც გაეროში მუშაობის და მისთვის სასურველი საკითხების ლობირების უდიდესი გამოცდილება აქვს, მაშინ, როცა საქართვლოსთვის ეს არის პირველი მცდელობა უშიშროების საბჭოზე გაიტანოს თავისი საკითხი. ასე რომ, საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ამ მიმართულებით და ოფიციალურ მოთხოვნას გავაკეთებთ მაშინ, როცა საკითხი სათანადოდ მომზადდება. აჟიტირება და ამ პროცესის ზედმეტი პოლიტიზირება კი, მხოლოდ ხელს შეუშლის სასურველი შედეგის მიღწევას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებაში, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოზე რუსეთ-აფხაზეთის ე.წ ხელშეკრულების განხილვის თაობაზე "ფეისბუქის" საკუთარი გვერდზე გაავრცელა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...tsayruebas.html * * *
ლინას ლინკევიჩუსი - რაც აფხაზეთში ხდება, ყირიმის სცენარის გამეორებაა
14:33 02-12-2014
ლინას ლინკევიჩუსი - რაც აფხაზეთში ხდება, ყირიმის სცენარის გამეორებაა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის შეფასებით, რაც დღეს აფხაზეთში ხდება, ყირიმის სცენარის გამეორებაა. ამის შესახებ ლინას ლინკევიჩიუსმა ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალის დაწყების წინ განაცხადა.
"ის, რაც აფხაზეთში ხდება, შეიძლება ითქვას, რომ ყირიმის სცენარის გამეორებაა, ამ პროცესის შედეგია აფხაზეთის ანექსია. ეს არის საქართველოსთვის ევროინტეგრაციის პროცესში მეტი სირთულეების შექმნა. მჯერა, რომ მთავრობაში ცვლილებების მიუხედავად, საქართველო გააგრძელებებს იმავე ენერგიით რეფორმებს. ვისურვებდით, რომ მათ იფიქრონ მნიშვნელოვან გზავნილზე, კერძოდ, კოალიციაში არ არსებობენ იდიალური პარტნიორები, არამედ არსებობენ იდეალური მეტოქეები", - აღნიშნა ლინკევიჩიუსმა.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარს ”ტელეიმედი" ავრცელებს.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/30...gameorebaa.html * * *
. .
რუსეთის იმპერიის მიერ გაუქმებული საქართველოს სახელმწიფოებრიობის და მერე საბჭოთა რუსეთის მიერ 70 წლიანი ოკუპირებული საქართველოს საზოგადოების მენტალიტეტის დაქლიავების და დადებილების შედეგია ის რაც ხდება დღევანდელ საქართველოში - არსებული პოლიტიკური ვითარება