ჩვენი განყოფილება ყოველთვის გამოირჩეოდა სილაღით, ხალასი იუმორითა და თავისუფალი ნებით. ჩვენ სხვა განყოფილებებს ვიზიდავდით ჩვენი თვითმყოფადობით, ბუნებრიობით. ამხელა თავისუფლების მიუხედავად არ ვკარგავდით ერთმანეთის პატივისცემას და რაც მთავარია სიყვარულს. უსათაურო მოიაზრებოდა ერთ დიდ ოჯახად და მე კიდევ მწამს, რომ ამგვარი ურთიერთდამოკიდებულება ისევ არსებობს. გუშინ რისი მომსწრენიც გავხდით, ამას არანაირი გამართლება არ აქვს. სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენ დოქტრინას. მე ღრმა აღშფოთებას გამოვხატავ აღნიშნულთან დაკავშირებით, ხოლო ჩვენი ჯგუფი გააგრძელებს უიზერების დაკვირვებას და თუ ისევ ექნება ადგილი მსგავს უმსგავსო ქმედებებს, მას/მათ აუცილებლად დავუწესებთ შესაბამის სანქციებს.
გმადლობთ ყურადღებისათვის.
19/07/2015
იმენა ევროკავშირი ვიბაზრე