ახლახანს ვუყურებდი იმედზე გადაცემას, ნანიკო ხაზარაძეს რომ მიყავს. იმედია თუ რუსთავი ორი ვერ ვიგებ, გვანან ერთმანეთს. მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს. ხო და გამიტყდა რა, შემეცოდნენ ეს პენსიონერები. არა და თუ რამე შენდებოდა და კეთდებოდა, მაგათ დროს კეთდებოდა, კოლექტივში ეგენი იყვნენ ფიფრინავებს ეგენი აწყობდნენ, მატარებლებს, რკინიგზას და ყირაზე ეგენი გადადიოდნენ. დამსახურებებზე და ბლაბლაბლებზე აღარ მინდა გავწელო სიტყვა.
ხო და ხზ სად მიდის ახლა ის ჩვენი ფული რომ ამბობენ მერე პენსია ხომ გინდათო. საპენსიო ასაკამდე თუ ვინმე აღწევს ღმერთმა გაუმარჯოს მარა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა აღარაა დღეს იმხელა რომ 65 წლის ასაკში დაიწყო პენსიის აღება (თუ როდის იწყებენ) და იმის ნახევარი მაინც მიიღო რასაც გაწიწკნიდნენ ჯიბიდან. თანაც მე პირადად ეჭვი მეპარება ეს ფული სადმე ტუმბუჩკაში ინახებოდეს და ვიღაც ამბობდეს უი აი ლევანა დაბერებულა, დავუწყოთ ნელნელა მისი ფულის უკან დაბრუნებაო. ხო და არ გვინდა ბატონო ეგ ფული რომ "გადაიდოს ჩვენთვის" სახელმწიფოს ისედაც დიდი ვალი აქვს ჩვენი თაობის, ჩვენი წინა თაობის (აი გაყინულ ანაბრებს ვგულისხმობ, რა მნიშვნელობა აქვს ედიკა იყო თუ პავლე, საქართველოს ხელისუფლება იყო და წინამორბედის ვალები უნდა გადაიხადო ძმაუ მანდ რომ დაჯექი სკამზე. ნუ ეს ჩემი აზრია და არც ამაზე არაა თემა.) ხო და ნუ ამ ვალს რომ თავი დავანებოთ მაინც არ მინდა რა. არც მჯერა რომ ეგ ძალათ წართმეული ფული, რომელზეც არც გვკითხეს შეგინახოთ თუ არ შეგინახოთო, ინახებოდეს სადმე. ხო და ვინაიდან და რადგან ეს არის ჩვენი ფული, ჩვენი ნებაა როგორ გადავწყვეტთ მისი დახარჯვის გეგმას ხომ? ხომ გვაქვს ამის უფლება? ხო და გაუზარდონ რა ამ საცოდავ ხალხს პენსია. მასხარად ასაგდები ფულია. 160 ლარი ჯანმრთელ კაცს არ ეყოფა, არამც თუ ბებერს, რომელსაც წამლები უნდა მარტო 160 ლარის ყოველ თვე.
დიპერი მოკრივეა, შენ პამიდორი ხარ.
https://www.youtube.com/watch?v=Hb56OiHJfcM
მაკოცო რა, ხატი კი არ ვარ... (c) პაპაჩემი.
http://www.ice.ge/liv/liv/rachul.php