#42948544 · 23 Nov 2014, 20:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
22 ნოემბერს, ღამის 11 საათზე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 46 წლის მამაკაცი დააყაჩაღეს. ინფორმაცია ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარტვილის ორგანიზაცია Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
სმენადაქვეითებულ, ეპილეფსიით დაავადებულ მამუკა ბერიძეს, რომელიც მარტო ცხოვრობს, სამი პირი დაესხა თავს. იგი „სკოჩით“ დააბეს და დანით დასერეს, წაღებულია 55 ლარი და 100 კილოგრამი თხილი. ასევე, გაიტაცეს ბერიძის კუთვნილი ავტომობილი, რომელიც მეორე დრეს სოფელ დიდი ჭყონის ტერიტორიაზე იპოვეს.
ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც მომხდარი ფაქტი დაადასტურეს. შსს-ს ცნობთ, საქმე სსკ 179 -ე, ყაჩაღობის მუხლით აღიძრა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
აი როგორი გამოღლევებული და ტავზე ხელაღებული უნდა იყო ეს რომ გააკეთო ,,,,, * * * ხო ჩაიკიდეთ ერთ ადგილზე,,,,
სტატისტიკა არ გაიუარსდეთ, დღეს 1 საათის წინ პერეხეადნპის ხიდთან ტიპი ეგდო ნაცემი არავინ რეკავდა პატრულში დავრეკე მოვიდენენ ასე 5 წუტში და არ გინდა ახლა ბევრი გაბაზრებაო სურათებიც მაქვს
--------------------
For there is nothing hidden that will not be disclosed, and nothing concealed that will not be known or brought out into the open.
|