როგორ ფიქრობთ,რა თქმა უნდა,ამაზე სერიოზულად მსჯელობა შეუძლებელია,რატომ იბადებიან ადამიანები განწირულნი?
ფიზიკური ნაკლით,მახინჯი გენებით,ცუდი იღბალით (იღბალი რა არის კიდე ცალკე თემაა),ოჯახში რომელსაც ბევრი ყავს გამწარებული და ბევრი გადაიმტერა,ღარიბ ოჯახში,მძიმე სოციალური ფონის მქონე ქვეყანაში (ხომ არ გეცნოთ

?) და კიდევ მრავალი მიზეზი.ეს ყველაფერი,ხომ მთელ ცხოვრებას უმწარებს ადამიანს,აკომპლექსებს,ფსიქიკას უნგრევს,აბოროტებს,შეურაცხადს ხდის და კიდევ საზოგადოების თვალში დამნაშავედ,ბოროტმოქმედად,დემონად მოიაზრება

შეუძლია რამე არგუმენტირებული მოსაზრება გამოთქვას ვინმემ ამასთან დაკავშირებით?
მე ვფიქრობ,რომ ეს ქაოსია,ეს ყველაფერი და ერთადერთი რეალური ქმედება ამ ქაოსში გაძლიერება (სულიერაად თუ მენტალურად) და აქედან აღმასვლაა