#42977364 · 26 Nov 2014, 16:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი უკრაინის კრიზისისში გამოფართომაშტაბიანი ომის საშიშროებას ხედავს და ამბობს უკრაინა ფედერალურ ან დეცენტრალიზებულ სახელმწიფოდ უნდა ვაქციოთო.
ოღონდ საქმე ის არის, რომ ე. წ. უკრაინის კრიზისი სათავეს საქართველოში მომხდარი ამბებიდან იღებს და ომის საშიშროებაც გაცილებით უფრო მეტია. კერძოდ ეს არის მესამე მსოფლიო ომის დაწყების საშიშროება.
კარგი, უკრაინა რომ განაიარაღეს, ამ უბედურებაში გახდის და ახლა არც მის დაშლაზე იტყვიან უარს ცხადია, მაგრამ როგორ ფიქრობთ რას უპირებს დასავლეთი საქართველოს?
---------------------- ჰერმან ვან რომპეი - უკრაინაში არსებული კრიზისი შესაძლოა სისხლისმღვრელ ომში გადაიზარდოს ------------------------------------------------------ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპეის განცხადებით, უკრაინაში არსებული კრიზისი შესაძლოა სისხლისმღვრელ ომში გადაიზარდოს . ამის შესახებ ჰერმან ვან რომპეიმ პარიზში, პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა. "უკრაინული კრიზისი ყველაზე სერიოზული გეოპოლიტიკური კრიზისია, რომელსაც ევროპაში ცივი ომის დასრულების შემდეგ განვიცდით. რაც ყველაზე უარესია, ამ კრიზისს მივყავართ ომისკენ კონტინენტზე, ომისკენ, რომელიც შესაძლოა ყველაზე სისხლმღვრელ ომად იქცეს ბალკანური ომის შემდეგ", - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. ჰერმან ვან რომპეის განცხადებით, ევროკავშირმა უკრაინის კრიზისიდან გამოსვლის ისეთი ვარიანტი უნდა იპოვოს, რომლის მიხედვითაც უკრაინა დეცენტრალიზებული ან ფედერალური სახელმწიფო იქნება. "აუცილებელია უკრაინისთვის კომპლექსური გადაწყვეტილებების მიღება, რათა უკრაინა დეცენტრალიზებული ან ფედერალური სახელმწიფო გახდეს", - აღნიშნა ჰერმა ვან რომპეიმ.
--------------------
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili
|