ვეძებე თემა ამ ქალზე და ვერ ვნახე
დაიბადა 1970 წელს ოსლოში, ცნობილია საომარ ზონებში ყოველდღიური ცხოვრების შესახებ წერილებით ქაბულიდან 2001, ბაღდადიდან 2003 და გროზნოდან 2006 წლებში.
მისი წიგნები:
მსოფლიოსთვის ზურგშექცეული: სერბეთის პორტრეტები (2000, შევსებული გამოცემა 2004 წელს)
ქაბულელი წიგნებით მოვაჭრეl (2003)
ასერთი დღე:ბაღდადის ჟრნალი (2005)
გროზნოს ანგელოზი: ჩეჩნეთში (2007)
მე წაკითხული მაქვს ქაბულლი წიგნებით მოვაჭრე, ძალიან მომეწონა, ჩემი აზრით ზუსტად აღწერს ავღანელი ხალხის ცხოვრებას, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევდა ქალების როლს ავღანურ ოჯახში, მათ უაზრო ტრადიციებს და რო ვკითხულობდი, ასე მეგონა ყველაფრის მომსწრე ვიყავი, კარგი ენით წერს რა მოკლედ
ახლა ვკითხულობ გროზნოს ანგელოზებს და ეს კიდე უფრო დამაინტერესდა, რუსული აგრესია კარგად არის აღწერილი და გამოაკარავებული, წიგნი ომით დაზარალებულ ჩეჩენ მოსახლეობაზეა. ერთ თავში საქართველოც ყავდა ნახსენები, წესით კიდე უნდა შემხვდეს
ჩეჩენ ხალხზე საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის, ომის დროს იქ იყო და წერს რუსი ჯარისკაცების პირუტყვობაზეც, რატომღაც 2008 წელი გამახსენდა
მოკლედ, მე გირჩევთ ამ წიგნების წაკითხვას, კაი ქალია ოსნე
მიმაგრებული სურათი