http://news.ge/ge/news/story/114400-murman...qtikosi-eg-qaliმურმან დუმბაძე ბესელიაზე: გამიხდა დიდაქტიკოსი ეგ ქალი
27 ნოემბერი 17:27863
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატი მურმან დუმბაძე თვლის, რომ პარლამენტში, თანამდებობის პირებმა წესები არ იციან.
დუმბაძის გაღიზიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებამ გამოიწვია. უკანონო მოსმენების რეგულირების მიზნით, ბესელიას, ფოფხაძისა და სესიაშვილის მიერ შემუშვებული კანონპროექტის განხილვისას დეპუტატმა განაცხადა, რომ უმრავლესობაში მყოფი და უმრავლესობის მიღმა მყოფი პირები, რომლებიც კანონპროექტს ხმას არ მისცემენ, „ნაციონალებთან“ გაიგივდებიან.
„გამოდის და ამბობს, თუ „ნაციონალები“ ხმას აძლევენ რაღაც კანონპროექტს და თქვენც ხმას აძლევთ, „ნაციონალები“ ხართო. ანტიდისკრიმინაციულ კანონზე მე ხმა არ მიმიცია. ბესელიამ „ნაციონალების“ მსგავსად ხმა მისცა და „ნაციონალია"? გამიხდა დიდაქტიკოსი ეგ ქალი,“ - ამბობს დუმბაძე.
დუმბაძის თქმით, ბესელიას მიერ წარმოდგენილი ვერსია შინაგან საქმეთა სამინისტროში არის დაწერილი და ის არ აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.
„შსს რომ არ უნდა უსმენდეს ხალხს, ამას ჩვენ მოსახლეობას 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე დავპირდით და უნდა შევასრულოთ,“ - აცხადებს დუმბაძე. This post has been edited by tevzi1 on 28 Nov 2014, 13:37
საქართველოს ყველა დროის მემატიანე მექრთამე ყოფილა............................................... (c) შთამომავლობა
ისტორიას წერენ დალხენილები ................... (c) დალხენილი
ვწუხვარ რომ ეუთოს მისიამ ვერ გაამართლა 1801 წელს, შეშფოთებას გამოვთქვამ აი უკვე 200 წელია ....... (c) ლორდი