Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(5)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
წმ. იოანე ოქროპირი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Scot
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Scot
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 15199
წევრი No.: 6910
რეგისტრ.: 20-October 04
#15846965
· 5 Oct 2009, 23:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კატეგორიულად არ ვეთანხმები წმ. იოანე ოქროპირს შემდეგში:
"როდესაც მოვა კეთილდღეობა, ვმადლობდეთ უფალს და იგი ხანგრძლივი იქნება. მოვიდა უბედურება, ვმადლობდეთ უფალს და იგი დასრულდება.“
გამოდის რომ თუ მადლობა არ ვუთხარით, ისე არ დასრულდება უბედურება? ასე ემოთ ზის ღმერთი და ჯინაზე არ ასრულებს უბედურებას სანამ მადლობას არ ვეტყვით ხო?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
namo
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
namo
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9193
წევრი No.: 13088
რეგისტრ.: 24-September 05
#15847191
· 5 Oct 2009, 23:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ძაან კაი თემაა , წმ. იოანე ოქროპირს ტყუილად არ ქვია ოქროპირი , მისი ნაშრომები თითქმის სახარებისავითაა
Scot
QUOTE
"როდესაც მოვა კეთილდღეობა, ვმადლობდეთ უფალს და იგი ხანგრძლივი იქნება. მოვიდა უბედურება, ვმადლობდეთ უფალს და იგი დასრულდება
მემგონი სინამდვილეში წერია მალე დასრულდება, ანუ მადლობით და თავმდაბლობით რომ მიიღებ უბედურებას დაგიფასდება და დროზე დასრულდებაო
This post has been edited by
namo
on 5 Oct 2009, 23:24
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Scot
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Scot
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 15199
წევრი No.: 6910
რეგისტრ.: 20-October 04
#15847466
· 5 Oct 2009, 23:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
namo
QUOTE
ანუ მადლობით და თავმდაბლობით რომ მიიღებ უბედურებას დაგიფასდება და დროზე დასრულდებაო
ამ შემთხვევაში კი ბატონო ვეთანხმები.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
namo
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
namo
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9193
წევრი No.: 13088
რეგისტრ.: 24-September 05
#15847867
· 5 Oct 2009, 23:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Scot
QUOTE
ამ შემთხვევაში კი ბატონო ვეთანხმები
http://www.ispovednik.ru/zlatoust/index.htm
12ტიოდ ტომი მისი ნაშრომებისა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Scot
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Scot
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 15199
წევრი No.: 6910
რეგისტრ.: 20-October 04
#15847887
· 5 Oct 2009, 23:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
namo
ეხლავე დავიწყებ კითხვას
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
აზნაური კიკნაველიძე
სრული სააზნაურო ღირსებით
ჯგუფი: Registered
აზნაური კიკნაველიძე
სრული სააზნაურო ღირსებით
ჯგუფი: Registered
წერილები: 394
წევრი No.: 85177
რეგისტრ.: 22-February 09
#15847944
· 6 Oct 2009, 00:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რა კაი სათაური ქონდა თემას . მოდით საერთოდ ვისაუბროთ ოქროფირზე .!!
--------------------
"არა ჩემთვის, უფალო, არა ჩემთვის, არამედ შენი სახელის სადიდებლად"
Non nobis Domine non nobis: sed nomini tuo da gloriam
ბრმა რელიგიური ფანატიზმს ჯანსაღი რწმენა და სიყვარული უნდა დავუპირისპიროთ, თორემ არასწორ გზაზე დავდგებით !
სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია მეორე
1997
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მნათეუსი
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
მნათეუსი
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11269
წევრი No.: 27635
რეგისტრ.: 31-December 06
#15848109
· 6 Oct 2009, 00:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
გამოდის რომ თუ მადლობა არ ვუთხარით, ისე არ დასრულდება უბედურება? ასე ემოთ ზის ღმერთი და ჯინაზე არ ასრულებს უბედურებას სანამ მადლობას არ ვეტყვით ხო?
ნებისმიერ ლიტერატურულ ჟანრს, მათ შორის ეპისტოლარულსა და ჰომილიურს აქვს საკუთარი ენა, წარმოდგენა და შინაარსი.... ჩვენ უნდა გავიგოთ რას ამბობს იოანე ოქროპირი... აქ საუბარია მადლიერებაზე, როგორც დასტურზე, რომ არ გახდი მოვლენის მსხვერპლი, არ გახდი ბანალურობის ამყოლი, არ განიცადე მისი დამანგრეველი ზემოქმედება, რომ მიიღე სამყაროს შემოთავაზება როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის, გახსოვს ღმერთი და განაგრძობ მისკენ სვლას... კსტაწი, ეს კაცი მართლაც სახარებასავითაა, პეტრეს პრიმატის ყველაზე დიდი გამზიარებელი და "პაპისტი" რომელიც ბერძნულმა სინოდმა წიხლით გააძევა საპატრიარქო კათედრიდან... ახლაც იგივეს უზავდნენ, იმიტომ რომ "პაპისტი" იყო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
namo
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
namo
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9193
წევრი No.: 13088
რეგისტრ.: 24-September 05
#15848347
· 6 Oct 2009, 00:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
namo
ეხლავე დავიწყებ კითხვას
ცოტა მაქვს რაღAცეები წაკითხული განმარტებები ..... აი ხო არის თითქოს უბრალო მისალმება რომელიმე ეპისტოლეში .... ამის განმარტება არის კაი ერთი გვერდი , ისეთი რაღაცეებია შიგნით შენით რო ვერც მიხვდები თურმე რაში ყოფილა საქმე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Scot
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Scot
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 15199
წევრი No.: 6910
რეგისტრ.: 20-October 04
#15848372
· 6 Oct 2009, 00:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მნათეუსი
QUOTE
აქ საუბარია მადლიერებაზე, როგორც დასტურზე, რომ არ გახდი მოვლენის მსხვერპლი, არ გახდი ბანალურობის ამყოლი, არ განიცადე მისი დამანგრეველი ზემოქმედება, რომ მიიღე სამყაროს შემოთავაზება როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის
მოგახსენებთ ჩემს აზრს. გამოდის, რომ ეგ ბანალური შემთხვევა, ანუ უბედურება, ასევე მისი დამანგრეველი ძალა (რომელსაც ჩვენ უნდა გავუძლოთ), ღმერთის მოვლენილი არ ყოფილა, თავისით მოხდა, ხოლო ჩვენ არ დავეცით და გავუძელით. ნიშნავს თუ არა ეს, რომ როგორც უბედურება არ ყოფილა ღმერთის მოვლენილი, ასევე მისი დასრულებაც არ მომხდარა ღმერთის მიერ, არამედ თავისით დასრულდა, ისევე როგორც თავისით მოხდა?
გამოდის, ღმერთი სადღაც თავისთვისაა, არაფერში არ ერევა და ყველაფერს ჩვენით ვაკეთებთ
უბრალოდ "მართალნი გაბრწყინდებიან"... ესაა მთელი აზრი
This post has been edited by
Scot
on 6 Oct 2009, 00:21
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მნათეუსი
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
მნათეუსი
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11269
წევრი No.: 27635
რეგისტრ.: 31-December 06
#15848449
· 6 Oct 2009, 00:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რუსულად თუ კითხულობ აი ამით დაიწყე:
\
О первенстве святого славного и всехвального апостола Петра
Как понимал его Святый Отец и Учитель Церкви Иоанн Златоуст?
http://onechurch.narod.ru/txt/ier_chr.htm
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
namo
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
namo
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9193
წევრი No.: 13088
რეგისტრ.: 24-September 05
#15848451
· 6 Oct 2009, 00:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მნათეუსი
QUOTE
კსტაწი, ეს კაცი მართლაც სახარებასავითაა, პეტრეს პრიმატის ყველაზე დიდი გამზიარებელი და "პაპისტი" რომელიც ბერძნულმა სინოდმა წიხლით გააძევა საპატრიარქო კათედრიდან... ახლაც იგივეს უზავდნენ, იმიტომ რომ "პაპისტი" იყო
აპიარებ კათოლიკებს ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Scot
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Scot
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 15199
წევრი No.: 6910
რეგისტრ.: 20-October 04
#15848515
· 6 Oct 2009, 00:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვერ გავიგე რა პონტია ცოტა მოგვეხმაროს რა ნიუჟელი მიმატოვა ტო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მნათეუსი
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
მნათეუსი
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11269
წევრი No.: 27635
რეგისტრ.: 31-December 06
#15848563
· 6 Oct 2009, 00:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მოგახსენებთ ჩემს აზრს. გამოდის, რომ ეგ ბანალური შემთხვევა, ანუ უბედურება, ასევე მისი დამანგრეველი ძალა (რომელსაც ჩვენ უნდა გავუძლოთ), ღმერთის მოვლენილი არ ყოფილა, თავისით მოხდა, ხოლო ჩვენ არ დავეცით და გავუძელით. ნიშნავს თუ არა ეს, რომ როგორც უბედურება არ ყოფილა ღმერთის მოვლენილი, ასევე მისი დასრულებაც არ მომხდარა ღმერთის მიერ, არამედ თავისით დასრულდა, ისევე როგორც თავისით მოხდა?
გამოდის, ღმერთი სადღაც თავისთვისაა, არაფერში არ ერევა და ყველაფერს ჩვენით ვაკეთებთ
უბრალოდ "მართალნი გაბრწყინდებიან"... ესაა მთელი აზრი
ჩვენი ცხოვრება რამდენიმე მოვლენისგან შედგება: უპირველესად ის ღვთის ნებაა, რომელმაც ააწყო ყოველი ატომი, ბიძგი და პოტენცია მისცა მატერიას, რომელმაც შექმნა ადამიანი საკუთარი ნებით... ადამიანმა კი ამ ნების ნატურალიზებით შექმნა საკუთარი არჩევანი, ჩვენ ამ მოვლენებში ვცხოვრობთ, ყოველდღიურობაში შემოდის როგორც სრულყოფილი, ასევე არასრულყოფილი არსების ნება.. რომელსაც ღმერთი პატივს სცემს... მაგრამ სად, როგორ, რა ფორმებითა და რისთვის ერევა ღმერთი ჩვენ არ ვიცით, ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია ვიცოდეთ რომ ყოველივე მის ნებას ექვემდებარება, გარდა ადამიანის არჩევანისა, რომ მას შეუძლია ჩვენი ნების ნატურალიზება შეაჩეროს, მაგრამ არა ჩვენ... აი აქ იწყება უცნაურობა - რამდენადაც ის ხედავს მთელს სურათს, ჩვენ კი ამ სურათზე ერთი დაღვენთილი საღებავი ვართ და ვერ გაგვიგია რატომ ხდება ასე.... ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი გამუდმებული ურთიერთობა მასთან თავად გააცხადებს ზოგიერთი მოვლენის არსს, მაგრამ არა ბოლომდე
ღმერთი ერევა ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ ამ ჩარევას საკუთარი ნებითვე აქვს წესები:
1. ის არ არღვევს ადამიანის თავისუფალ ნებას
2. ის არ არის მიკერძოებული
3. ის აღარ ახორციელებს ხელოვნურ ჩარევებს სამყაროში (ნოესთან აღთქმის შემდეგ)
4. ის არის იქ სადაც სურს, გარდა იმ ადგილებისა, სადაც ის არ სურთ და ასეთი მხოლოდ ადამიანის გული შეიძლება იყოს
* * *
QUOTE
აპიარებ კათოლიკებს ?
კი
ამ კაცს დიდ "ორთოდოქსად" რომ აპიარებენ ხოლმე, იმის საპირისპირო პროცესია...
* * *
თემა კათოლიკე წმინდანზეა, გინდათ თუ არა ეს თქვენ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
frzurab01
Super Member
ჯგუფი: Registered
frzurab01
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 807
წევრი No.: 92673
რეგისტრ.: 1-June 09
#15848673
· 6 Oct 2009, 00:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(მნათეუსი @ 6 Oct 2009, 00:08 )
QUOTE
გამოდის რომ თუ მადლობა არ ვუთხარით, ისე არ დასრულდება უბედურება? ასე ემოთ ზის ღმერთი და ჯინაზე არ ასრულებს უბედურებას სანამ მადლობას არ ვეტყვით ხო?
ნებისმიერ ლიტერატურულ ჟანრს, მათ შორის ეპისტოლარულსა და ჰომილიურს აქვს საკუთარი ენა, წარმოდგენა და შინაარსი.... ჩვენ უნდა გავიგოთ რას ამბობს იოანე ოქროპირი... აქ საუბარია მადლიერებაზე, როგორც დასტურზე, რომ არ გახდი მოვლენის მსხვერპლი, არ გახდი ბანალურობის ამყოლი, არ განიცადე მისი დამანგრეველი ზემოქმედება, რომ მიიღე სამყაროს შემოთავაზება როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის, გახსოვს ღმერთი და განაგრძობ მისკენ სვლას... კსტაწი, ეს კაცი მართლაც სახარებასავითაა, პეტრეს პრიმატის ყველაზე დიდი გამზიარებელი და "პაპისტი" რომელიც ბერძნულმა სინოდმა წიხლით გააძევა საპატრიარქო კათედრიდან... ახლაც იგივეს უზავდნენ, იმიტომ რომ "პაპისტი" იყო
მეექვსე საუკუნის მიწურულს, რომეების («ბიზანტიის») იმპერატორ მავრიკის ზეობის დროს, ამ უკანასკნელის თხოვნით, კონსტანტინეპოლის არქიეპისკოპოსმა წმ. იოანე მმარხველმა, მიიღო «ეკუმენური პატრიარქის» ტიტული. სიტყვა «ეკუმენური» კონსტანტინეპოლში გამოიყენებოდა როგორც სიტყვა «საიმპერატოროს» სინონიმი, და შესაბამისად, ის ძალზედ ხშირად იხმარებოდა სამეფო ქალაქთან დაკავშირებულ სხვდასხვა წოდებებში. მაგალითად, ქალაქის მთავარი ბიბლიოთეკარის წოდება იყო «ეკუმენური ბიბლიოთეკარი». აქედან გამომდინარე, ტიტული «ეკუმენური პატრიარქი», უბრალოდ მიანიშნებდა, რომ მისი მატარებელი იყო საიმპერატორო ქალაქის მწყემსი.
სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ!), დასავლეთში, წოდება «ეკუმენური პატრიარქი» გადათარგმნილ იქნა როგორც «მსოფლიო პატრიარქი», და შესაბამისად შეიქმნა მცდარი შთაბეჭდილება, რომ კონსტანტინეპოლის არქიეპისკოპოსის (თუნდაც თეორიულად) იურისდიქცია ვრცელდებოდა მთელს მსიფლიოზე, რომ ის თავის თავს სხვა პატრიარქებზე მაღლა აყენებდა და რომ ის პრეტენზიას აცხადებდა მსოფლიო ეპისკოპოსობაზე. ამ პრეტენზიების წინააღმდეგ გაილაშქრა, რომის პაპმა გრიგორი დიდმა. წლების განვმალობაში, ის არ იშურებდა დროსა და ძალღონეს, რათა დაერწმუნებინა როგორც კონსტანტინეპოლის, ასავე ალექსანდრიისა და ანტიოქიის პატრიარქები, და ასევე თავად იმპერტორი, რომ ეს წოდება( «მსოფლიო პატრიარქი»), რაც არ უნდა საპატიო ყოფილიყო ის, სრულიად მიუღებელი არის ნებისმიერი პატრიარქისთვის, და მათ შორის, თავად რომის პაპისთვის.
წმინდა გრიგორი დიდმა ეკლესიას დაუტოვა თავისი წერილები, სადაც ის მოშურნეობით ამხელს ზუსტად იმ მცდარ ეკლესიოლოგიას, რომლებიც რამდენიმე საუკუნის შემდეგ, მისმა უღირსმა მემკვიდრეებმა დააკანონეს და რომელიც დღეს, რომის კათოლიკურ ეკლესიას დოგმატური სწავლების რანგში აქვს აყვანილი. ქვემოთ მოყვანილი ციტატებიდან ნათლად ჩანს, რომ წმ. გრიგორისთვის სრულიად უცხოა და მიუღებელი ეკლესიაზე ერთი ეპისკოპოსის დიქტატი და ბატონობა:
წმ. იოანე მარხველის მიმართ
წიგნი 5, წერილი 28
(NPNF Ed.)
“დაფიქრდი, გთხოვ, რომ ამ ქედმაღლობით, მთელი ეკლესიის მშვიდობა დაირღვა, და რომ ეს (საქციელი) ეწინააღმდეგება იმ მადლს, რომელიც ყველას ერთად მოგვეცა...
ასე, რომ, უძვირფასესო ძმაო, მთელი გულით შეიყვარე სიმდაბლე, რათა მის მეშვეობით, ძმათა შორის ერთსულოვნება და წმინდა კათოლიკე ეკლესიის ერთობა შენარჩუნდეს. როდესაც მოციქულმა პავლემ გაიგო, რომ ზოგიერთნი (კორინთოში) ამბობდნენ “მე პავლესი ვარ, ხოლო მე - აპოლოჲსი, ხოლო მე - კეფაჲსი, ხოლო მე - ქრისტესი”, უერთდებოდნენ რა ამგვარად სხვა თავებს, საშინლად შეძრწუნდა და თქვა “გან-მე-ყოფილ არსა ქრისტე? ანუ პავლე ჯუარს-ეცუაა თქუენთჳს? ანუ სახელისა მიმართ პავლესისა ნათელ-იღეთა? (1 კორ. 1:12-13). თუ კი ის (პავლე) გაურბოდა ქრისტეს სხეულის, სხვა თავებისადმი დამორჩილებას, თუნდაც რომ ეს თავები თვით მოციქულები ყოფილიყვნენ, შენ რა პასუხიღა უნდა გასცე ქრისტეს საბოლოო სამსჯავროზე, რომელიც ცდილობ ამ მსოფლიო (პატრიარქის) წოდებით, მისი სხეულის ყველა წევრი შენს თავს დაუმორჩილო?...რამათუ ვინ არიან ეპისკოპოსები, შენი ძმები, თუ არა ვარსკვლავნი ცისანი, ვისი ცხოვრება და და ქადაგება ერთად ბრწყინავს კაცთა ცოდვებსა და ცდომილებებში, ვითარცა ღამის წყვდიადში? როდესაც გსურს, რომ ამ წოდებით, შენი თავი მათზე მაღლა დააყენო და მათი სახელი, შენთან შედარებით, ფექხქვეშ გათელო, სხვას რას ამბობ, თუ არა ამას: “ავმაღლდე ზეცად, აღვამაღლო საყდარი ვარსკვლავთა ზედა ცათასა”? განა ყველა ეპისკოპოსი, ერთად, ღრუბელნი არ არიან, რომლებიც აწვიმავენ ქადაგების სიტყვებს და ბრწყინავენ კეთილი საქმეების ნათელით? და როდესაც შენ, ჩემო ძმაო, გსურს შენს ქვეშ მოაქციო ისინი, სხვას რას ამბობ თუ არა იგივეს, რაც თქვა ძველმა წინააღმდგომმა: “ავმაღლდე სიმაღლესა ზედა ღრუბელთასა”?
პეტრე, პირველი მოციქულთა შორის, რომელიც თავად იყო წევრი წმინდა კათოლიკე ეკლესიისა, პავლე, ანდრია, იოანე - ვინ იყვნენ ისინი თუ არა თავნი ცალკეული საკრებულოებისა? და ყველანი იყვნენ წევრები ერთი თავის (ქრისტეს) ქვეშ. და მოკლედ რომ ვთქვათ: წმინდანები სჯულამდე, სჯულის ქვეშ, წმინდანები მადლის მოცემის შემდეგ, ყველანი შეადგენენ რა უფლის სხეულს, ეკლესიის წევრები არიან. და არც ერთ მათგანს არ უსურვია რომ წოდებულიყო “მსოფლიო”.
იმპერატორ მავრიკის მიმართ
ტომი V, წერილი 20
(Benedictine Ed.)
“თუ კი ერთი ვინმე მიითვისებს ეკლესიაში წოდებას, რომელიც ყველა მორწმუნეს მოიცავს, (თუ ის დაეცა) მაშინ მსოფლიო ეკლესია - ჰოჲ მკრეხელობა - დაეცემა მასთან ერთად, რამეთუ ის თავს მსოფლიო ეპისკოპოსად აცხადებს. დაე ყველა ქრისტიანმა უარყოს ეს მკრეხელური წოდება, რომელიც ყველა მღვდელმთავარს ართმევს სამღვდელო პატივს, იმ წუთიუდანვე როდესაც მხოლოდ ერთი ისაკუთრებს მას.”
იმპერატორ მავრიკის მიმართ
ტომი VII, წერილი 88
(Benedictine Ed.)
“ვამბობ ყოველგვარი ორჭოფობის გარეშე, რომ ის ვინც თავს მსოფლიო ეპისკოპოსს უწოდებს, ან სურს ეს წოდება, თავისი სიამაყით არის ანტიქრისტეს წინამორბედი. რამეთუ ამგვარად, ის ცდილობს საკუთარი თავი სხვებზე მაღლა დააყენოს.”
ალექსანდრიის პატრიარქ ევლოგისა და
ანტიოქიის პატრიარქ ანასტასისადმი
წიგნი 5, წერილი 43
(NPNF Ed.)
“თუკი ერთი პატრიარქი თავს მსოფლიო ეპისკოპოსად აცხადებს, მაშინ ის ყველა სხვა პატრიარქს ართმევს პატრიარქის წოდებას. შორს იყოს, შორს, ყველა ქრისტიანისაგან სურვილი მიითვისოს ნებისმიერი რამ, რაც დაამცირებს, თუნდაც ცოტაოდენ, მისი ძმების ღირსებას.”
“რამეთუ თუ დავუშვით, რომ ეს წოდება (ეკუმენური პატრიარქი) ხმარებაში დამკვიდრდა, მაშინ ამით ყველა პატრიაქრის პატივს უარვყოფთ. და თუ აღმოჩნდა, რომ ის ერთი წარწყმდა თავის ცთომილებაში, მაშინ გამოდის რომ ერთი ეპისკოპოსი კი არ დარჩება ჭეშმარიტებაზე მდგომი.”
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Scot
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Scot
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 15199
წევრი No.: 6910
რეგისტრ.: 20-October 04
#15848684
· 6 Oct 2009, 00:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მნათეუსი
QUOTE
ჩვენ კი ამ სურათზე ერთი დაღვენთილი საღებავი ვართ და ვერ გაგვიგია რატომ ხდება ასე.
კიმარა ამ გაურკვევლობაში ჩვენ რო ვიტანჯებით?
ცხონებისთვის ძაან მურტალი გზა ხოარაგვაქ გასავლელი? ძაან მკაცრია ეს მატერიალური სამყარო, ადვილად შეიძლება სუსტი ადამიანი გაბოროტდეს და შესაბამისად ვეღარ ცხონდეს.
This post has been edited by
Scot
on 6 Oct 2009, 00:39
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(5)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0408 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.