საერთო დახასიათება:
მერწყული ჰაერის ნიშანია
20 იანვარი – 18 თებერვალი
ჰაერის 3 ნიშანი.
4 მუდმივი ნიშანი.
მმართველი პლანეტა – ურანი, სატურნი.
ასტროლოგიური სიმბოლო: მერწყული, ვერცხლის ხელები, ფრთები, ჩიტების და თვითმფრინავის ფრენა, ზიგ- ზაგი, ახალგაზრდობა, ბრძენი.
ასტროლოგიური ფერები: რუხი, იისფერი, მოლურჯო-მომწვანო, ლილისფერი (შავი ფერი უიღბლოა).
ასტროლოგიური ქვები: ძოწი, ცირკონი, ღია საფირონი, ოპალი, ამეთვისტო, ლაზურიტი.
ასტროლოგიური ყვავილები: ია, მურტი, ნარგიზი.
თილისმა: გასაღები, ხატი.
იღბლიანი დღეები: ოთხშაბათი, შაბათი.
უიღბლო დღეები: კვირა.
იღბლიანი რიცხვები: 2, 4 (ყველა რიცხვი, რომელიც 4-ზე იყოფა), 8, 9, 11, 13.
მერწყული განაგებს ჰოროსკოპის მე-11 სახლს.

ბერძნული მითოლოგიის თანახმად მერწულის თანავარსკვლავედს აკავშირებენ ზევსისა და განიმედეს ისტორიასთან.
განიმედე იყო ტროას ხელმწიფის ულამაზესი ვაჟი. ერთ დღესაც განიმედე მამის ცხვარს წყესავდა, ზევსმა უკუნეთი სიბნელე მოუვლინა არემარეს, გადაიქცა გიგანტურ არწივად და ბიჭი წაიყვანა თავისთან ოლიმპოს მთაზე. მაშინ ზრდასრულ მამაკაცებისთვის საყვალდებად ახალგაზრდა ვაჟები ყოლა ნორმად ითვლებოდა და ისინი ერთგვარად მათი აღმზრდელის როლს ასრულებდნენ. მაგრამ ზევსმა, რომელსაც ყველაფრის გაკეთების უფლება ქონდა, გადაწყვიტა განიმედე მხოლოდ თავისთვის დაეტოვებინა და ბიჭი თავის მერიქიფედ აქცია, განიმედეს სასმელი მისთვის ნებისმიერ დროს უნდა მიეტანა. მას შემდეგ განიმედე ზევსის მონად იქცა. ზევსმა განიმედეს მამას ბიჭის სანაცვლოს უამრავი ოქრო ვერცხლი შესთავაზა.
ერთ დღესაც განიმედე გადაწყვეტს აღარ იყოს ზევსის მერიქიფე და ღმერთების ყველა ღვინოსა და წყალს დაღვრის, რაც კოკისპირულ წვიმებს გამოიწვევს დედამიწაზე და დატბორავს მთელ სამყაროს. ზევსი გადაწყვეტს, რომ დასაჯოს ყმაწვილი მაგრამ მიხვდება რომ ბიჭს მაინც უსამართლოდ ექცეოდა და მას უკვდავებას მიანიჭებს.
მითის სხვა ვარიაციებიც არსებობს, რომ ზევსის მეუღლე იეჭვიანებს განიმედეზე და მის მოკვლას გადაწყვეტს, ზევსი კი მას უკვდავებას მიანიჭებს.
საბოლოოდ კი მივიღეთ დოქიდან სითხის მღვრელის თანავასრსკვლავედი.

მერწყულის სიმბოლოა ადამიანი, რომელსაც 2 ჭურჭელი უჭირავს, ერთში ცოცხალი წყალია, მეორეში-მკვდარი. ეს არის ადამიანი, რომელიც ანსხვავებს კეთილსა და ბოროტს, თეთრსა და შავს.
ზედაპირზე აქტიური, კომუნიკაბელური ხართ, გიზიდავთ ყველაფერი ახალი, ყველაფერი რაც სულიერად განვითარებთ. სწრაფად შედიხართ კონტაქტში ნებისმიერ ადამიანთან, მიილტვით შეხედულებების თავისუფლებისკენ, თანასწორობისკენ და საერთოდ ძმობისკენ.
ძალიან გიყვართ თქვენი სამეგობრო და საამხანაგო წრე, შესაძლოა არ შეგიძლიათ იარსებოთ ახლობლებთან ურთიერთობის გარეშე. ადამიანებს და სიტუაციას ობიექტურად აფასებთ.
შინაგანად თქვენში უკვე აისახება მომდევნო ნიშნის, თევზების, გავლენა. ის აყალიბებს ისეთ თვისებებს, როგორიცაა: ცვალებადობა, ტრანსფორმაციის უნარი, სულიერება. თქვენი დამოკიდებულება ნაცნობებისადმი ცხოვრების მანძილზე ხისტად იცვლება. მიუხედავად თქვენი გარეგნული აქტიურობისა, შინაგანად იზოლირებული ხართ, გახასიათებთ განდგომილობა, შეგიძლიათ მეთვალყურის პოზიციის დაკავება. არასდროს ეკვეხებით მოვლენების ცენტრში. ხშირად გახასიათებთ ექსტრავაგანტული, ორიგინალური ქცევები, იდეები. მაგრამ მიუხედავად თქვენი ექსტრავაგანტულობისა, გაქვთ თვითდაკვირვების და თვითკონტროლის უნარი. დროგამოშვებით აღგენიშნებათ სპონტანური ფსიქოლოგიური შესაძლებლობები, მაგალითად წინასწარმეტყველების.
მიილტვით არა მხოლოდ ორიგინალური იდეებისკენ, არამედ ასეთივე ცხოვრებისაკენ. ხშირად აფრქვევთ აზრებს, რომლებიც დროს წინ უსწრებენ და თქვენი თანამედროვეების ტვინში ვერ/აქ ჯდება. ხდება ხოლმე, რომ ხვალ დაიკიდებთ იმას, რასაც ეთაყვანებოდით გუშინ. ასევე გამოთქვამთ რადიკალურად განსხვავებულ შეხედულებებს ერთსა და იმავე საკითხზე. ასეთი მერწყულის მაგალითი იყო პოეტი და მწერალი В.Соловьев-ი, რომელიც არაჩვეულებრივად მონაწილეობდა დებატებში, ადვილად ამტკიცებდა თავის შეხედულებებს და ანგრევდა მოწინააღმდეგეს. ამის მერე, მოურიდებლად, ადგებოდა მოპირდაპირეს ადგილს დაიკავებდა და იოლად დაამტკიცებდა საწინააღმდეგოს. ამიტომ, უარეს შემთხვევაში, თქვენ ხშირად ლანძღავთ იმას, რასაც ადრე ემხრობოდით, რაც წარსულში თქვენთვის ახლობელი იყო და დღეს გაუცხოებული აღმოჩნდა
ცხოვრებაში ბევრ ცვლილებას განიცდით, მოულოდნელს. პროფესია თქვენი ჰობი ხდება და ჰობი პროფესიაში გადაიზრდება. და ხანდახან ვერ ანცალკევებთ ერთს მეორესგან. უმდაბლეს შემთხვევაში, ეს ჟღერს შემდეგნაირად: "Твоя сберкнижка - моя сберкнижка" (ვერ ვთარგმნე).
მერწყულებს შორის შეხვდებით ბევრ ფანტასტს, ფოკუსნიკს, მანიპულატორს...
მერწყულები იყვნენ მწერლები: ჟიულ ვერნი, დიკენსი, კრილოვი, ჟუკოვსკი, სტენდალი, ბომარშე...
მეცნიერები: მენდელეევი და ედისონი.
მუსიკოსები: მენდელსონი, შუბერტი და მოცარტი...
წინა თემები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ტოპ მპოსტავები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ზარმაცი მერწყული:

მისი ფილოსოფია:

ვარჯიშობს:

ურთიერთობაში:

მერწყულების შეკრება:

და უბრალოდ მერწყული :
And then suddenly I cared even less.