ეს არაკომერციული პროექტია და იმედია რეკლამად არ ჩამეთვლება.
USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველო-ს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია (CELA) აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე:
მოქალაქე In action
ფოტოკონკურსს საფუძვლად დაედო IFES-ის მიერ მომზადებული „სამოქალაქო განათლების გზამკვლევი“.
გთხოვთ, გაეცნოთ აღნიშნულ დოკუმენტს CELA-ს ვებგვერდზე.
http://cela.ge/ge/system/files/efes_brochure_geo_f.pdf აუცილებელი მოთხოვნები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს (სამივე საგანმანათლებლო საფეხური);
დაიცავით კონკურსის თემატიკა (მოქალაქეთა ჩართულობა. გაეცანით „სამოქალაქო განათლების გზამკვლევს“);
ერთი ავტორისგან მიიღება მხოლოდ ერთი ფოტო;
კონკურსზე არ დაიშვება ფოტოები რომელთაც მიიღეს მონაწილეობა სხვა ფოტოკონკურსებში;
გამოაგზავნეთ მაღალი რეზოლუციის საავტორო ფოტო (კონკურსზე არ დაიშვება მობილურით გადაღებული ფოტოები, ასევე ფოტო, რომელსაც ექნება წარწერა ან რაიმე ნიშანი);
ფოტონამუშევართან ერთად საკონკურსო ელ.ფოსტაზე უნდა გამოაგზავნოთ შევსებული ანკეტა. არასრულად შევსებული ანკეტა ან მხოლოდ ფოტო კონკურსზე არ დაიშვება.
მონაწილეობის მსურველებმა ფოტო და სააპლიკაციო ფორმა 10 დეკემბრამდე გადმოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე info@cela.ge.
23 დეკემბერს მოეწყობა ფოტონამუშევრების გამოფენა, გამოვლინდება სამი გამარჯვებული ფოტო. (ერთს აარჩევს ჟიური, მეორე გამოვლინდება Facebook მოწონებების რაოდენობით, ხოლო მესამე კი გამოფენაზე ხმის მიცემით).
ავტორებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
www.cela.ge
Facebook.com/celageo[B][COLOR=red]