image''Good luck, Mr. Gorsky''! (წარმატებები, მისტერ გორსკი!) - ეს სიტყვები, წარმოსთქვა მისია აპოლოს ასტრონავთმა ნილ არმსტრონგმა, როდესაც ის პირველად დაეშვა მთვარეზე. ზოგ ადამიანს ეგონა, რომ ეს იყო შემთხვევითი შენიშვნა და ეხებოდა ზოგიერთ კონკურენთ საბჭოთა ასტრონავტს, მაგრამ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ არც ამერიკაში და არც რუსეთში საჰაერო პროგრამაში ასეთი გვარი არ არსებობდა. წლების განმავლობაში ბევრმა ადამიანმა მოინდომა ამ საიდუმლოს გაგება და ეკითხებოდნენ არმსტრონგს თუ რას ნიშნავდა ეს სიტყვები: '' Good luck, Mr. Gorsky''! - რაზეც ასტრონავტი მხოლოდ ღიმილით პასუხობდა. image
1995 წლის 5 ივლისს, სატელევიზიო შოუში ''Tampa Bay FL'', როდესაც არმსტრონგი პასუხობდა კითხვებს, რეპორთიორმა 26 წლის წინ წარმოთქმული სიტყვები გაახსენა ასტრონავტს, ნილ არმსტრონგმა საბოლოოდ ახადა ფარდა საიდუმლოს რადგან ბატონი გორსკი უკვე გარდაცვლილი იყო და შეეძლო კითხვაზე პასუხის გაცემა.
როდესაც ნილ არმსტრონგი ბავშვი იყო, ის თამაშობდა ბეისბოლს მის ერთ-ერთ მეგობართან ერთად. მისმა მეგობარმა ბურთი საკმაოდ შორს მოისროლა და მეზობლების, მისტერ და მისის გორსკების საძინებლის ფანჯარასთან დავარდა. როდესაც არმსტონგი მივიდა ბურთის ასაღებად, მან გაიგონა მისის გორსკის ყვირილი: '' სექსი? სექსი გინდა?! ჩვენ გვექნება სექსი მხოლოდ მას შემდეგ, როცა ის ბიჭუნა, რომელიც ჩვენს გვერდით ცხოვრობს მთვარეზე გაივლის!''
მთვარეზე პირველად ფეხის დამდგმელ, ამერიკელ ნილ არმსტრონგს რომ კარგი მეხსიერება ჰქონდა, ეს უცნაური ისტორიაც მიანიშნებს. ყველასთვის ცნობილია, რომ იური გაგარინმა, როცა კოსმოსიდან დედამიწასთან რადიოკავშირი დაამყარა, ასეთი ფრაზა თქვა: "გაუმარჯოს მთელ კაცობრიობას და... ანა მანიანის!" "მამა რომასადმი" ასეთი აღმატებული დამოკიდებულების გამო მაშინ გაგარინისთვის კრემლიდან თითიც დაუქნევიათ, კაპიტალისტური ქვეყნის არტისტს როგორ ეკომპლიმენტე მანდედანო,მაგრამ ფრაზა უკვე ნათქვამი იყო.
სამაგიეროდ, მთელი ამერიკა(არა მარტო) იმტვრევდა თავს მთვარეზე პირველად ფეხის დამდგმელი ნილ არმსტრონგის ფრაზაზე, როცა მან ასეთი რამ ჩამოგვაწოდა დედამიწაზე დარჩენილებს: "Good luck, მისტერ გორსკი!!!". ვერავინ ვერაფერს მიხვდა და ამ ფრაზას კარგა ხანს არ ეწერა გაშიფვრა - დედამიწაზე დაბრუნებულმა არმსტრონგმა თქვა, რომ ამ მიმართვის ადრესატს და მიმართვასთან დაკავშირებულ ისტორიას რამდენიმე წლის შემდეგ გაშიფრავდა.
ზემოთ ვთქვი, ვერავინ ვერაფერს მიხვდა და ყველა მხრებს იჩეჩავდა-მეთქი, მაგრამ, შესაძლოა, მთლად ასე არ იყო. აშშ-ს ერთ პატარა ქალაქში, ალბათ, ამ ფრაზის გაგონება ღრმად მოხუცებულ მისტერ გორსკის ძალიან გაუხარდებოდა, თუ ყოვლისმომცველი სკლეროზი მაშინ არ სტუმრობდა, ფრაზასთან დაკავშირებულ ისტორიასაც გაიხსენებდა და ასევე მოხუც მეუღლეს ნიშნისმოგებით გადახედავდა. ცოლ-ქმარი გორსკები არმსტრონგების მეზობლები ყოფილან. ისტორია მაშინ ვითარდება, როცა არმსტრონგი 9-10 წლის ბიჭია, პატივცემული გორსკები - ოცდაათს გადაცილებული წყვილი.
ერთხელ, კბილა ბიჭებთან ფეხბურთის თამაშის დროს ბურთი გორსკების ბაღჩაში გადავარდნილა. პატარა ნილს არად ჩაუგდია კერძო საკუთრების საზღვრების დარღვევის შესახებ აშშ-სეული კანონი, ღობეზე გადამძვრალა და ბურთის ძებნა დაუწყია. როცა თავჩაღუნული ბაღჩაში დაბორიალობდა, ვერანდაზე გამოსული ცოლ-ქმრის საუბარი მოესმა თურმე და რახან მისტერ გორსკის ხმაში დაჟინება სჭარბობდა, მისის გორსკის ხმაში კი ისტერიკა, დაინტერესებულა და ყური მიუგდია. იმ საღამოს მისტერ გორსკი ცოლისგან დაჟინებით ითხოვდა ორალურ სექსს, მისის გორსკი კი კატეგორიულ უარზე იყო.
ამ დიალოგის გაგონებაზე არმსტრონგი ისე დაბნეულა, რომ შენიღბვა დავიწყნია და მისის გორსკის თვალთახედვის არეში მოხვედრილა, რითაც ამ უკანასკნელს მაშინვე უსარგებლია და მისი უარი რომ დამაჯერებელი ყოფილიყო, ქმრისთვის მიუმართავს: "მე კი გეუბნები, რომ ეს არ მოხდება, სანამ ეს პატარა არმსტრონგი მთვარეზე არ დაადგამს ფეხს!" ასეთი მტკიცე უარისთვის მისტერ გორსკის ვერაფერი დაუპირისპირებია და სახლში მხრებჩამოყრილი შებრუნებულა.
ნილი თანატოლებს დაბრუნებია, მაგრამ ეს ამბავი რომ კარგად დამახსოვრებია, მაშინ გამოჩნდა, როცა მთვარეზე დაადგა ფეხი და მის პირველ სიტყვებს მთელი მსოფლიო განაბული მოელოდა. ვინ იცის, როგორი ნიშნისმოგებით გადახედა მხცოვანმა მისტერ გორსკიმ მხცოვან მისის გორსკის ამ ფრაზის გაგონებისთანავე...
ჰო საკმაოდ დიდი არჩევანი გვაქვს რას ითხოვდა მისის გორსკი
მტავარია რამდენად ბინძური ფანტაზია გაქვს
http://www.snopes.com/quotes/mrgorsky.asp This post has been edited by beitali on 2 Dec 2014, 18:09