...მართალია საქართველო და "ქართული გენი", არასოდეს არ განიცდიდა მოაზროვნე ინდივიდების დეფიციტს, თუმცა რამდენადაც სამწუხარო ფაქტი არ უნდა იყოს, ჩვენი "დამოუკიდებელი" სახელმწიფოებრიობის უახლეს ისტორიაში, თითქმის ვერ აღმოაჩენ ისეთ პროგრესულ მომენტებს, რომელიც საზოგადოებრივი აზროვნების ევოლუციაზე მეტყველებდეს!
მხედველობაში მაქვს საზოგადოების აქტიური ჩართულობა და მონაწილეობა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში, რომელიც წლების განმავლობაში "ისტორიულ თვითდინებებზეა" მიშვებული და რომელიც წლების განმავლობაში, მუდმივად გარედან იმართება სხვადასხვა გეოპოლიტიკურ ძალთა მიერ ისე, რომ მთელი ამ ხნს განმავლობაში, ქვეყნის საკუთარი ინტერესებისთვის ადგილი თითქმის არასოდეს რჩებოდა!
მოვიდა ზვიადი და ხალხს მისცა ხმიადი
...მოვიდა ედიკა და კომუნისტებს რაც გადარჩათ მოქკავშირმა გადაყლაპა, მოვიდა მიშა და მოქკავშირლებს რაც გადარჩათ, ნაც-სარანჩამ გადასანსლა, მოვიდა ოცნება და თითქმის იგივე კადრი - რაც მოლაქლაქეთა ყავშირს და ნაც-სარანჩას გადაურჩა, დარჩენილს ოცნება ათოხლავებს სახელფასო დანამატების გიგანტური ლუკმებით და მიდი და შვიდიიიიიიიიიიიი!.... ...გამოსავალი?!....მხოლოდ ერთია, ის "ლენტა" უნდა გავანადგუროთ, რომლის გაშეშებულ კადრებსაც გვაყურებინებენ ისტორიულ კინოპროექტორში, ხოლო ნაბიჭვარი კინომეხანიკი კი ადგილზე დავკლათ!