ელენე ბერძენიშვილი თელავის გამგეობის სპეციალისტის პოზიციაზე უზენაესმა სასამართლომ აღადგინა. მოსამართლე ნათია წკეპლაძემ გადაწყვეტილებაში პირდაპირ ჩაწერა: „შტატების შემცირების გამო მოხელის (ქალის) თანამდებობიდან განთავისუფლება ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში, მისი სამუშაოზე დარჩენის კანონით გარანტირებული უპირატესი უფლების გამო დაუშვებელია“. გამგეობამ სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულა, მაგრამ ელენე ბერძენიშვილი მალევე სამსახურიდან ისევ გაათავისუფლეს.
გათავისუფლების მიზეზად ბრძანებაში სამსახურის ლიკვიდაცია მიუთითეს. როგორც ცნობილია, 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ თელავის მუნიციპალიტეტი გაიყო. შეიქმნა ქალაქ თელავის მერია და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა. იურიდიული სამსახური ჩამოყალიბდა ქალაქის მერიაშიც და თელავის გამგეობაშიც. შტატების რაოდენობა გაიზარდა. არჩევნებამდე ვინც მუშაობდნენ გამგეობის იურიდიულ სამსახურში ყველა დაასაქმეს, ელენე ბერძენიშვილის გარდა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ელენე ბერძენიშვილის სამსახურში აღდგენასთან და გათავისუფლებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოითხოვა. გამგეობამ გვაცნობა, რომ მუნიციპალიტეტის ლიკვიდაციის შემდეგ ყველა დოკუმენტაცია გადაგზავნილია თელავის რეგიონულ არქივში. კახეთის საინფორმაციო ცენტრი აგრძელებს ამ საქმის დეტალურ შესწავლას.
უნდა აღინიშნოს, რომ ელენე ბერძენიშვილის საქმის განხილვის შემდეგ უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ ორსული საჯარო მოსამსახურის სამსახურიდან განთავისუფლებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განმარტებები გააკეთა. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ორსული ქალის სამსახურიდან განთავისუფლების მხოლოდ საკანონმდებლო აკრძალვა საკმარისი არ არის მოხელის უფლებების რეალური დაცვისთვის, სახელმწიფო ორგანოებმა, სათანადო ნორმატიული საფუძვლების გათვალისწინებით, უნდა მოახდინონ ორსულ ქალთა უფლებების დაცვის პრაქტიკული უზრუნველყოფა.
კიდევ ერთი მსგავსი საქმის განხილვისას უზენაესი სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს:
„საჯარო სამსახურის ფუნქციონირების პრაქტიკის შესწავლა ცხადყოფს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ არის დაძლეული ნეპოტიზმი, თანამდებობათა ვიწრო პარტიული და კორუფციული მიზნებისათვის გამოყენება. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ ხელმძღვანელი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობას წარმოადგენს კანონშესაბამისი, ჰუმანიზმისა და სამართლიანობის, მაღალკვალიფიციული და მაღალზნეობრივი, საზოგადოებისადმი სიყვარულისა და პატივისცემის ღირებულებებით გაჟღენთილი სამუშაო გარემოს შექმნა.
„ე.წ. ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის მანკიერი, უკანონო პრაქტიკა, როგორც საშუალება საჯარო მოსამსახურეთა სამსახურიდან გასათავისუფლებლად კიდევ უფრო ააშკარავებს საჯარო სამსახურის უმწვავეს პრობლემას. ახალი ხელმძღვანელი თანამდებობის პირი „ვერ მუშაობს“ ორგანიზაციის არსებულ სტრუქტურაში და თავის საქმიანობას ორგანიზაციულ – სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებით იწყებს. სინამდვილეში, უმრავლეს შემთხვევაში, ეს ფსევდო ცვლილებებია და ამა თუ იმ სტრუქტურული დანაყოფის დასახელების შეცვლას ნიშნავს, რომლის მიზანს არასასურველი საჯარო მოსამსახურეთა გათავისუფლება და სასურველ პირთა დანიშვნა წარმოადგენს. ეს პროცესი, ბუნებრივია, ღრმა მიკერძოებულობითა და ნეპოტიზმით ხასიათდება“
http://www.ick.ge/articles/20250-i.html#.V...J7k3zU.facebookთემასთან ახლოს:
„ეს არის დაუწერელი კანონი. ხელმძღვანელობა რომ იცვლება, ყველა წერს განცხადებას“
http://www.ick.ge/articles/12960-2012-11-19-11-07-53.htmlარჩევნების შემდეგ კახეთში 628 საჯარო მოსამსახურე გაათავისუფლეს
http://www.ick.ge/articles/15569-i.htmlრა მინდოდა ეხლა მეთქვა.. თქვენი აღდგენილი ღირსება და აღდგენილი სამართალი გავჟიმე
თუ იმათ, მოსულთ, ჩვენი მიწის გულისათვის სიკვდილისა არ ეშინიათ, ჩვენ, ამ მიწის პატრონთ რად უნდა გვილაჩრდებოდეს გული?
-
"თუ მოსახლეობა ირჩევს მექრთამე,უვიც,გამპრავებელ და არაფრისმაქნის ხელისუფლებას,ის მსხვერპლი არ არის,დანაშაულის თანამონაწილეა"
ჯორჯ ორუელი