მოგესალმებით ძვირფასო ფორუმელებო...
განსაკუთრებით მათთვის, ვისაც არ აქვს საკმარისი თანხა ახალი და ძვირფასი დისკების შესაძენად
და აქვს სურვილი ცოტათი მაინც გაალამაზოს თავისი ავტოს ვიზუალი მცირედი ბიუჯეტით
გთავაზობთ, როგორც ალუმინის ასევე რკინის დ ი ს კ ე ბ ი ს შ ე ღ ე ბ ვ ა ს...
ვისაც არ აქვს სურვილი გადაიხადოს ცოტათი ზედმეტი ფული იმაში, რომ ეს სამუშაო შეასრულოს
უფრო გამოცდილმა და საჭირო ხელსაწყოებით აღჭურვილი სახელოსნოს მქონე მღებავმა, შეგიძლიათ
ძალიან მარტივად, თქვენთვითონვე სცადოთ და გააკეთოთ იგივე, რისთვისაც დაგჭირდებათ:
1. პულივიზატორის საღებავი (სასურველია Wurt-ის ან რომელიმე მაღალი ხარისხის ბრენდის); 1 ან 2 ცალი (2 ფერის შემთხვევაში)
2. ზუმფარის ქაღალდი;
3. სამღებრო (სამალიარო

) "სკოჩი" (ქაღალდის)
4. გაზეთები
5. მონდომება და მარჯვე ხელები

და ეს ყველაფერი დაგიჯდებათ 30-35 ლარი, 1 დღე და არც ისე სახალისო და დამღლელი სამუშაო პროცესი - მეტალის ზუმფარით დამუშავება ("გაშკურკვა")
შედეგად კი მიიღებთ არაპროფესიონალურად შეღებილ დისკებს, რომელიც ერთი შეხედვით გამოიყურება საკმაოდ კარგად, თუმცა ამ მეთოდით შეღებილი
დისკების ყველაზე დიდი მინუსი არის მისი ექსპლოატაციის ვადის სიმცირე. უფრო კონკრეტულად კი მაღალი წნევით ("კერხერი"-თ) რამდენიმე გარეცხვის
შემდეგ დაინახავთ "გაზუმფარებული" ალუმინის ბზინვარებას (

) საღებავის შიგნიდან. ....
...თუმცა ეს ყველაფერი იმისთვის ვისაც აქვს საკმარისი დრო და სურვილი ცდად მაინც ღირს...

და რჩევებსაც მოგცემთ როგორ გააკეთოთ საკუთარი ხელით...
რაც შეეხება ჩვენს მომსახურებას და ფასებს:
გთავაზობთ ღებვის გავრცელებულ პროფესიონალურ მეთოდს:
1. შესაღები მეტალის დამუშავება:
1. დისკები ირეცხება საფუძვლიანად და ცილდება ნადები;
2. მეტალი მუშავდება ზუმფარის ქაღალდის გამოყენებით ხელით;
3. მიუდგომელ ადგილებში, სადაც ხელით დამუშავება ვერ ხერხდება მუშავდება ბორ-მანქანის სპეციალური ზუმფარიანი "ნასადკით"
4. დისკები ირეცხება საფუძვლიანად და მუშავდება ბენზინით ( პრემიუუმმმ

)
5. იფუთება საბურავები (ცარიელ დისკებს ეს ეტაპი რათქმაუნდა არ ჭირდება

)
2. სამღებრო სამუშაოები:
1. პირველი ფენა ვასხამთ გრუნტს (შავი ფერის)
2. მეორე ფენა კვლავ გრუნტი (იმ შემთხვევაში თუ დისკები არ არის იდეალური და დამუშავების შედეგად ნაკაწრები სულ ვერ მოშორდა)
3. ვასხამთ ძირითად ფერს (2 ან 3 ფენას)
4. კარგად გაშრობის შემდეგ იფუთება დისკის ძირითადი ფერით დაფარული ნაწილი და ვტობეთ კანტს
5. ვღებავთ კანტს (სასურველ ფერში, ასევე 2-3 ფენა)
6. კარგად გაშრობის შემდეგ ვხსნით შეფუთულ ფენას და ვასხამთ ლაქს (სურვილის შემთხვევაში)
სამღებრო სამუშაოები სრულდება სამღებრო "პისტოლეტით" რაც იძლევა ბევრად მეტ ეფექტს, როგორც ვიზუალურს ასევე ექსპლოატაციისას...
სულ ეს არის

ოთხივე დისკზე ერთდროულად მუშაობის შემთხვევაში ამ ყველაფერს ჭირდება 3-4 საათი გაშრობიანად.
რაც შეეხება ფასებს:
Coming soon...
უმორჩილესად გთხოვთ უაზრო და სულელური პოსტებისგან თავი შეიკავოთ...
...კრიტიკა და რჩევები მიიღება და მადლობლებიც დაგრჩებით :*
This post has been edited by ilo_khavtasi on 2 Dec 2014, 19:26