ე.ი.
უზერებო და ქალბატონებო!
წარმოგიდგენთ ჩვენი არა-სამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანალიზს როსია-აფსუისტანს შორის დადებული ხელშეკრულების თაობაზე.
რო დაიწყებთ ხოლმე აბა რა უნდა ექნათ და აბა ჩვენ რა ვქნათ საკუთარ ტეტიტორიაზე გზას გაიყვანენ თუ არა, რა ჩვენი საქმეა და რა უნდა ვუყოთ
ზუსტად მაგაზეა საუბარი, რაც უნდა ექნა და არ ქნა ღარიბიანცის ეწ მთავრობამ.
მ.შ. მათგან გამოყოფილმა ეწ ალასანიას ნასხლეტმა.
მაშასადამე:
აბხაზეთის ფაქტობრივი ანექსია როსსიის მიერდა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხიავტორთა ჯგუფი:
+ რომანოზ შერმაზანაშვილი,
არქიმანდრიტი, მუხათგვერდის სულიწმინდის სახელობის ეკლესიის მოძღვარი
მანუელა შვარც-ობერჰოლცერი,
საქართველოს მეგობართა ჯგუფის დამფუძნებელი (ავსტრია)
ჯავახეთისა და ლორე-ტაშირის მიტროპოლიტის + ანდრანიკ ტერ-კალანტარიანცის
საერთო რედაქციითა და ლოცვა კურთხევით
თვალყურს ვადევნებთ საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიას და უკვე აშკარაა, რომ ხელისუფლებამ სრულიად გაუთვლელად, გულუბრყვილო ან შეგნებული ცრუიმედოვნებით საქართველოს სახელმწიფოებრიობა დააყენა საფრთხის წინაშე. საფრთხე შეუქმნა საქართველოს არამხოლოდ ევროატლანტიკურ არჩევანს, არამედ მთლიანად სახელწიფოებრიობას. ამ განცხადების გაკეთებისას აბსოლუტურად არ ვთვლით, რომ ვაჭარბებთ.
რა თქმა უნდა,
ოკუპაცია და ანექსია ეს სახელმწიფოსთვის თავსმოხვეული პოლიტიკური რეალობაა და შესაბამისად არ შეიძლება რომელიმე ხელისუფლება დაადანაშაულო, თუ რატომ მოხდა ოკუპაცია ან ანექსია. მითუმეტეს, როდესაც საქმე გვაქვს რუსეთის იმპერიასთან, რომელიც 21-ე საუკუნეში კლასიკური იმპერიის ნიშნებს ატარებს, ანუ იფართოვებს თავის არამარტო გავლენის სფეროებს, არამედ ტერიტორიებსაც, რისი ნათელი დადასტურებაა ყირიმის ანექსია და აფხაზეთის ფაქტობრივი ანექსია.
მაგრამ:
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს მისცა საშუალება, გამოეყენებინა აფხაზეთის ანექსიის ბერკეტი. არ იქნა გამოყენებლი არანაირი პრევენცია, რომელიც თუ არ შეზღუდავდა რუსეთს აფხაზეთის ფაქტობრივი ანექსიისას, მასზე გავრცელებულიყო ის სანქციები მაინც, რომელიც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა ყირიმის ანექსიის დროს.
ამ სანქციების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვან ზიანს აყენებს რუსეთს. საქართველოს ხელისუფლებამ კი რუსეთის მიერ მსგავს პოლიტიკურ აქტივობას არაფრით უპასუხა. საქართველოს ხელისუფლებამ აბსოლუტურად არანაირ ღონისძიებას არ მიმართა, როდესაც დაისვა რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" შეთანხმების გაფორმების საკითხი.
ხელისუფლებამ ვერ/არ გამოიყენა მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერა, რომ ზეწოლა მოეხდინა რუსეთზე. ეს შანსი, რომ ჩვენ გამოგვეყენებნა თანამეგობრობის აქტიურობა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, უფრო ადრე იქნა გაშვებული, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ მოახდინა დისტანცირება უკრაინაში შექმნილი პრობლემებიდან და პრაქტიკულად თავისი პოლიტიკით უარი თქვა, შეერთებოდა იმ სანქციებს, რომელიც ყირიმის ანექსიის გამო დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენა. ამით მოახდინა რუსეთის წახალისება და დღეს რუსეთმა განახორციელა აფხაზეთის დე ფაქტო ანექსია.
ეს ანექსია მხოლოდ თავია იმ პრობლემებისა, რომელიც ამის შემდეგ დადგება საქართველოს წინაშე. საქართველო დღეს ამ სუსტი საგარეო პოლიტიკით თითქმის მარტოა დარჩენილი რუსეთის წინაშე, ვინაიდან ხელისუფლების მიერ გავრცელებული მესიჯები, რომ საქართველომ რუსეთთან დაალაგა ურთიერთობები, რომ საქართველომ მოძებნა ფორმულა, რომლითაც შესაძლებელია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება, ნიშნავდა იმას, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა შეასუსტეს ზეწოლა რუსეთზე, ვინაიდან საქართველომ თავად თქვა უარი, განეხილა უკრაინაში რუსეთის ანექსია საქართველოში განხორციელებული ანექსიის გაგრძელებად. ცალკეული განცხადებების გაკეთება სრულიად არაპროდუქტიული იყო, ვინაიდან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ რუსეთის წინააღმდეგ მოხდეს დასავლეთის სახელმწიფოების კონსოლიდაცია ძალიან ბევრი ფაქტორის გამო. ამიტომ საქართველოს წინაშე აფხაზეთთან "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" შეთანხმება არ წარმოადგენს მხოლოდ აფხაზეთის ანექსიის აქტს. ეს არის რუსეთის მიერ კავკასიაში შემობრუნების დასაწყისი და სულაც არაა გამორიცხული, რომ ეს შემობრუნება სამხედრო მანევრებითაც განხორციელდეს.
სოჭის შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა: "შესაძლებლად მივიჩნევთ, ერთად ვიფიქროთ და ერთობლივი თანხმობის შემთხვევაში განვახორციელოთ ისეთი პროექტი, როგორიცაა ტრანზიტული სარკინიგზო კავშირი სოხუმის მიმართულებით თბილისში და შემდეგ, ერთი მხრივ სომხეთის და მეორე მხრივ, რუსეთის მიმართულებებით." ამ განცხადებიდან აშკარად ჩანს ის მიზანი, თუ რას წარმოადგენდა აფხაზეთთან ზემოთხსენებული შეთანხმების გაფორმება. დღეს რუსეთს აქვს ორი ფრონტი. ერთი ფრონტი ეს არის უკრაინა და მეორე ფრონტი - კავკასია.
აფხაზეთთან გაფორმებული "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" შეთანხმების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფოებრიობა დადგა დიდი საფრთხის ქვეშ, მითუმეტეს კავასიის რეგიონში შექმნილი ურთულესი პოლიტიკური რეალობის გამო. სომხეთის სახელმწიფო ევრაზიული (საბაჟო) კავშირის წევრი გახდა. ამ ყველაფერს ფორმალური ხასიათი ექნება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს არ ექნა სომხეთთან სახმელეთო კავშირი, რომლის შესაძლებლობაც მხოლოდ საქართველოს მეშვეობით შეიძლება მოხდეს.
ამიტომ, ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომ შესაძლებელია აფხაზეთის რკინიგზის გახსნა ერევნის და მოსკოვის მიმართულებით, შეიცავს ერთგვარ მუქარასაც. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ გახსნის ამ გზას, შესაძლებელია ეს გზა გაიხსნას სამხედრო ძალით და სწორედ ამ სამხედრო ძალის კონცენტრაცია ხდება ხსენებული შეთანხმებით აფხაზეთში და ენგურის ადმინისტრაციულ საზღვართან. ამ კონტექსტში უნდა მოვიაზროთ ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობაც, რომლის დაგეგმვისას პუტინმა იკითხა, ამ გზაზე ტანკები თუ შეძლებს გავლასო.
ამიტომ აფხაზეთის ანექსიის აქტი - "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" შეთანხმება - არ არის მხოლოდ ერთ ანკლავთან გაფორმებული დოკუმენტი, არამედ ეს არის საქართველოს დიდი გამოწვევა რუსეთის მიერ. გამომდინარე აქედან, აბსოლუტურად არასწორი საგარეო პოლიტიკა იქნა ნაწარმოები, როდესაც საქართველომ არ გაითვალისწინა რუსეთის იმპერიული ზრახვების ის კონტექსტი, რომელიც შეიქმნა ჯერ ჩვენთან საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომით და შემდეგ უკრაინაში 2014 წელს განვითარებული მოვლენების დროს.
ეს იყო სწორედ ის გამოცდილება, რომელიც არ გვაძლევდა იმის ფუფუნებას, რომ საქართველოს რუსეთთან ეწარმოებინა ისეთი პოლიტიკა, რომელიც სრულიად იყო ამოვარდნილი ზემოთხსენებული კონტექსტიდან. დღეს საქართველოს კი არ აქვს ზეწოლის მექანიზმები რუსეთზე, არამედ რუსეთს მიეცა ზეწოლის მექანიზმები საქართველოზე. ეს არის თუნდაც ე.წ. პერსპექტივის "რუსეთის ბაზრის" დახურვა, ასევე თანამეგობრობის გარეშე დარჩენილი საქართველოს სამხედრო შანტაჟი რუსეთის მხრიდან, რათა გაიხსნას აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთი და ავარეთ- კახეთის გზის ქართული მონაკვეთი, ხოლო რუსეთისთვის ორივე ეს ტრანსკავკასიური მაგისტრალი არის სამხედო მნიშვნელობის გზა.
აი ამ საფრთხის წინაშე დააყენა საქართველო ხელისუფლების პოლიტიკამ, რომელიც რუსეთის მიმართ ლოიალური იყო და ერთგვარად შეჯამდა, როგორც რიტორიკის შეცვლა. მაშინ, როდესაც მსოფლიო თანამეგობრობის დახმარებით საქართველოს თავისი ტერიტორიული პრობლემები უნდა ჩაესვა უკრაინის პრობლემების ერთიან კონტექსტში, შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და მთავარი მოთხოვნა ყოფილიყო 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულება.
ამის მაგივრად:
საქართველოს ხელისუფლებამ თავისი უმოქმედობით პრაქტიკულად, რუსეთს მისცა კარტბლანში, მოეხდინა აფხაზეთის და ალბათ უახლოეს ხანში ცხინვალის რეგიონის ანექსია და საქართველო დაეყენებინა სამხედრო შანტაჟის პირობებში, რამაც საფრთხე შეუქმნა არამხოლოდ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.
დასკვნის სახით:
ასეთი წარუმატებელი საგარეო პოლიტიკის გამო უნდა დადგეს მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი და პარლამენტმა უნდა დასვას მთავრობის ნდობის საკითხი, რომელსაც შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია არავითარი ღონისძიებების გატარება. ამის ნათელი დადასტურებაა ერთი თვის წინ გამართული მთავრობის სხდომა, სადაც დაანონსდა, რომ საქართველოს ექნებოდა ე.წ. "აგრესიული საგარეო პოლიტიკა", თუმცა საქართველოს საგარეო პოლიტიკა არ შეცვლილა, არ გადადგმულა ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს დააბრუნებდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო თანამეგობრობის გეოპოლიტიკურ ბრუნვაში. ასევე ვერ ვნახეთ ვერც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, მეგობარი ქვეყნების მეთაურების და პოლიტიკოსების განცხადებები, რომელიც დაადასტურებდა ან უზრუნველყოფდა საქართველოს ჩართულობას რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების ერთიან პოლიტიკაში.
მაგრამ მეტი არაა ჩვენი მტერი, რომ ეს საკითხი დადგეს, ვიდრემდის პოლიტიკური ვითარება არ შეიცვლება და არ დადგება დომენტისა და სპილოს იგავის მორიგი ფაზა.
ჩვენთან არს ღმერთი.
მიმაგრებული სურათი