თბილისის საქალაქო სასამართლოში დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას მორიგ სასამართლო პროცესზე ჩვენება ბრალდების საკვანძო მოწმემ, ნინო თევდორაძემ, მისცა.
როგორც თევდორაძემ განაცხადა, "თბილსერვის" ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელად ფორმალურად იყო გაფორმებული და რეალურად იგი "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ პარტიულ დავალებებს ასრულებდა.
თინა ხიდაშელი:
Nino Bachilava ოდესმე დრო თუ გექნება ნინო თევდორაძის საკრებულოს მარგალიტები გამახსენე რა
გიგის თავისი ცოდვები ეყოფა, მაგრამ რა სირცხვილია ეს ქალბატონი რომ აძლევს დღეს სასამართლოს ჩვენებას მის წინააღმდეგ.
ნანუკა ჟორჟოლიანი:
გიგის პროცესზე ჩვენებას აძლევს ვინმე ნინო თევდორაძე, დღეს კი ქოცია, მაგრამ 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით წარმოადგენდა ნაციონალურ მოძრაობას, ბაღების გაერთიანების თავმჯდომარე, კადრების სამსახურის უფროსი იყო. ნუ არაფერს ვამბობ როგორ ამაყობდა გიგის გუნდის წევრობით და ახლობლობდა მასთან. ვუყურებ ამ შუბლზე ძარღვგაწყვეტილ ქალს და ვფიქრობ, რომ ბევრად ჯობია ახლა გიგის მდგომარეობა მისას! გამყიდველები ხომ ყველასთვის გამყიდველები არიან! ნაციონალებისთვისაც და ქართული ოცნებისთვისაც! ქალბატონო ნინო! ძაან ცუდი სახელი გქვიათ
http://atb.ge/?address=news&id=337476ვინ არის ეს ქალი, ნანუკა და თინიკო ასე ერთ ხმაში რომ აგინებენ?