#43050640 · 3 Dec 2014, 20:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თამარ ტალიაშვილმა შეზღუდული შესაძლებობების მქონე ბავშვებს ადაპტირებული საბავშვო ბაღის გახსნა მიულოცა 20:18 03-12-2014 თამარ ტალიაშვილმა შეზღუდული შესაძლებობების მქონე ბავშვებს ადაპტირებული საბავშვო ბაღის გახსნა მიულოცა დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა, ქალაქის მერ დავით ნარმანიასთან და ამერიკის ელჩ რიჩარდ ნორლანდთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მოთხოვნილებებზე ადაპტირებული საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის საკრებულოდან აცნობეს, ისნის რაინში მდებარე 215-ე საბავშვო ბაღის ადაპტაცია ამერიკის საელჩოს დახმარებით განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ბაღში 470 ბავშვი ირიცხება, აქედან 15 შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. პროექტის ფარგლებში საბავშვო ბაღის შენობაში დამონტაჟდა ლიფტი, გაკეთდა ადაპტირებული სათამაშო მოედანი, შეკეთდა სახურავი. თამარ ტალიაშვილის თქმით, განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, საბავშვო ბაღებში სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელებს შვიდ წლამდე სააღმზრდელო პროცესის გახანგრძლივების უფლება მიეცათ. აშშ-ს ელჩის განცხადებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისგან უნდა ვისწავლოთ სიმამაცე და ის, თუ როგორ გავუმკლავდეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებს. ელჩის განმარტებით, არა მხოლოდ სრული შესაძლებლობის მქონე პირს შეუძლია გააკეთოს რაიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, არამედ – პირიქითაც, რადგან ეს კავშირი ორმხრივ ხასიათს ატარებ
|