ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის მტკიცებით, ლარის კურსის რყევასთან დაკავშირებით შეკითხვები მისი კომპეტენციის ფარგლებს სცდება.
ამის შესახებ ხადურმა ჟურნალისტებს ფინანსთა სამინისტროს ორწლიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ განუცხადა.
"მე ერთი შემიძლია გითხრათ, ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს მე ვერ გავცდები. გაცვლით კურსზე ბიუჯეტის ზეგავლენა არის ნულის ტოლი", - განაცხადა ხადურმა.
კითხვაზე ნიშნავს თუ არა ეს, რომ იხსნის პასუხიმგებლობას ლარის კურსის რყევებზე, ხადურმა ჟურნალისტებს ურჩია, კანონმდებლობა წაიკითხონ. ამასთან, ხადური არ აკონკრეტებს, ფიქრობს თუ არა, რომ ეროვნულმა ბანკმა დაუშვა შეცდომა.
"ფინანსთა მინისტრს არ აქვს კომპეტენცია, შეაფასოს სხვა უწყებების საქმიანობა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა და საკითხზე დამატებითი კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
წყარო:
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...ebs-scdeba.html

დესერტი Nრ. 1 : სასტუმრო "ძველ თბილისთან" შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა შეძახილებით ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც გააცილეს.
აქციის მონაწილეებმა დეპუტატ ზვიად ძიძიგურის მსგავსად კახა კალაძესაც დაპირებები შეახსენეს. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები კალაძის მისამართით იძახდნენ: "გოლი, გოლი".
კახა კალაძე "ძველ თბილისში" ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ღონისძიებას დაესწრო. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ლარის გაუფასურებას, საკვები პროდუქტების გაძვირებას და მოითხოვენ დაპირებული 220-ლარიანი პენსიის გაცემას.
აქციის მონაწილეები "ძველი თბილისის" შესასვლელთან ნოდარ ხადურის გამოსვლას ელოდებიან.
წყარო:
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...h-gaaciles.htmlდესერტი Nრ. 2: სასტუმრო "ძველ თბილისთან" შეკრებილი აქციის მონაწილეები უმრავლესობის წევრ ზვიად ძიძიგურს შეძახილებით შეხვდნენ.
აქციის მონაწილეებმა ძიძიგურს დაპირებები შეახსენეს. მათი შეძახილები ასეთი იყო: "დოლარს ხომ არ დაგვიხურდავებთ, სად არის უფასო ფული, სად არის გაზრდილი პენსია, სად არის თქვენი დაპირებები".
ძიძიგურმა სასტუმრო "ძველი თბილისის" ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. აქციის მონაწილეები "ძველი თბილისის" ეზოსთან იმყოფებიან, სადაც ცენტრალური შესასვლელია.
პოლიციამ აქციის მონაწილეები უსაფრთხოების გამო ორად გაყო და კორიდორია გაკეთებული. ისინი ლარის გაუფასურებასა და საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდას აპროტესტებენ.
"ძველ თბილისში" იმყოფებიან ნოდარ ხადური და კახა კალაძე. აქციის მონაწილეები მათ გამოსვლას ელოდებიან.
წყარო:
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...hurdavebth.html This post has been edited by Walter on 3 Dec 2014, 19:35