HighEnd აცხადებს მიღებას GIS / GPS ტექნოლოგიების კურსზე, რომელიც მოიცავს პოპულარული და ფართოდ გავრცელებული გეოსაინფორმაციო სისტემა ArcGIS-ის, Garmin-ის GPS ნავიგატორის მოხმარების და GPS-ით შეგროვებული ინფორმაციის GIS-ში ინტეგრაციის შესწავლას.
ლექციები შედგება სამი ეტაპისგან: პრეზენტაცია, დემონსტრაცია და სავარჯიშო.
ასევე ლექცია ჩატარდება ველზე, სადაც სტუდენტები მოახდენენ GPS ნავიგატორით მონაცემების აღებას და თავისივე აღებული მონაცემებით შეიყვანენ ინფორმაციას GIS სისტემაში.
კურსს კითხულობს GIS ექსპერტი, კომპანია GeoLand–ის დამფუძნებელი ირაკლი უგულავა.
მისამართი: ბარნოვის № 3 (რუსთაველის მეტროს უკან)
საკონტაქტო ტელეფონი: 2 10 37 47
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)