სტარზმა დააანონსა სერიალი ჯონ უიკზე, რომლის პირველ სეზონში სავარაუდოდ ერთსაათიანი 8 სერია იქნება თავმოყრილი. სატელევიზიო შოუში მთავარი აქცენტი სასტუმრო კონტინენტალზე იქნება გადატანილი და სავარაუდოდ ბევრ ახალ ასასინს ვიხილავთ, რომლებიც ლოს ანჯელესში ეწევიან საქმიანობას. როგორც ჯერჯერობითაა ცნობილი კიანუ რივზი მთავარ როლში არ იქნება, რადგან ფილმისგან განსხვავებით კონცენტრაცია მისი პერსონაჟისკენ არ იქნება მიმართული და შეიძლება, რომ არც გამოჩნდეს, მაგრამ ჯონ უიკის ფილმის რეჟისორებთან - ჩად სტაჰენსკისთან და დევიდ ლიჩთან, სცენარისტ დერეკ კოლსტედთან და პროდიუსერ ბასილ ივანიკთან ერთად სერიალის ერთ-ერთი პროდიუსერი იქნება. კიდევ ერთი პროდიუსერი კრის კოლინზია, რომელიც სერიალის შექმნის პროცესის მთავარი ფიგურაა. ბოლომდე დაზუსტებული არაა სერიალი ფილმში მომხდარი ამბების შემდეგ განვითარდება თუ მანამდე, მაგრამ ყველაზე მეტი შანსია იმას აქვს, რომ ის ფილმის დროის პარალელურად მოხდება. სიუჟეტი მიმართული იქნება უცნობ ახალბედაზე, რომელიც სერიალის დასაწყისში ასასინი არ იქნება. გამოსვლის თარიღის შესახებ განცხადება არ გაკეთებულა, მაგრამ დიდი ალბათობით სტარზი მას ამავე წლის ბოლოს ან 2019 წელს მოამზადებს.
“The Continental promises to include the thunderous fight sequences and intensely staged shootouts between professional assassins and their targets that fans have come to expect in the John Wick movie franchise, as well as introduce some new, darkly compelling characters who inhabit this underground world.” - Chris Albrecht, Starz CEO