aryamehr
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 189
წევრი No.: 151687
რეგისტრ.: 27-June 12
|
#43052496 · 3 Dec 2014, 23:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აღსანიშნავია, რომ ამ სტატიით ჩვენ გვაინტერესებს არა იმდენად კატარის საგარეო პოლიტიკის პერსპექტივები, არამედ ის "წვლილი", რაც სიტუაციის დესტაბილიზაციის მოსახდენად კატარს შეაქვს მსოფლიოს ისედაც ყველაზე "ფეთქებადსაშიშ" რეგიონში. ეს კი გამოწვეულია კატარის ხელისუფლების ეგოისტური მიზნებით — დოხა შენიღბულია "მედიატორის" როლით და სურს თავი წარმოაჩინოს ყველა არაბის ინტერესების დამცველად.
კატარის საამირო აბსოლუტური მონარქიაა. ვაჰაბიზმი სახეზეა კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში. კატარი დიდი ხნის მანძილზე იმყოფებოდა ოსმალეთის იმპერიის ქვეშ, მოგვიანებით მასზე ბრიტანეთის პროტექტორატი დამყარდა.
1971 წ. 18 დეკემბერს კატარმა მოიპოვა დამოუკიდებლობა (ხელიფუსლებამ მოახდინა ნავთობის მოპოვების სრული ნაციონალიზაცია). კატარის როლი გლობალურ გეოპოლიტიკაში მნიშვნელოვანია.
ქვეყნის ზომის სიმცირისა და გეოგრაფიული განლაგების გამო სამხედრო თვალსაზრისით კატარი ბევრად დამოკიდებულია რეგიონში პოლიტიკურ ვითარებაზე (განსაკუთრებით კატარის სახელმწიფოებრიობის უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემცვლელია სპარსეთის ყურეში ღია კონფლიქტი).
კატარს გააჩნია სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა აშშ-სთან. 1992 წელს, კატარმა და აშშ-მა სამხედრო და უსაფრთხოების საკითხების შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც აშშ-სათვის საამიროს პორტები და აეროდრომები ხელმისაწვდომობი გახდა. 1995 წლიდან, კატარის ტერიტორიაზე მდებარე საწყობებში განლაგებულია აშშ-ს შეიარაღებული ძალების ჯავშანსატანკო ბრიგადის აღჭურვილობა, იარაღი და ტექნიკა. ამ მიზნით აშენებულია სპეციალური შენახვის ბაზა – ერთ-ერთი უდიდესი ახლო აღმოსავლეთში. კატარში, დედაქალაქიდან 40 კმ-ში მდებარეობს აშშ-ს საჰაერო ძალების უდიდესი ბაზა «ალ უდეიდი», სადაც დისლოცირებულია 4 ათასზე მეტი ამერიკელი სამხედრო (ეს კი შეადგენს კატარის არმიის რაოდენობის 30%). • სამხედრო-საჰაერო ბაზა «ალ უდეიდი» გამოიყენება, როგორც იარაღის, საბრძოლო და სამხედრო მასალების შესანახი ბაზა. მისი მოდერნიზებისათვის გამოყოფილი იყო 100 მლნ. დოლარი. ბაზაზე შესაძლებელია განელაგოს 100 საბრძოლო თვითმფრინავი. ბაზა აღჭურვილია კავშირისა და მართვის ყველაზე თანამედროვე სისტემებით.ირანის მედიის ინფორმაციით, კატარში, საჰაერო ბაზაზე "«ალ უდეიდი» განთავსებულია აშშ–ს სტრატეგიული ბომბდამშენების ესკადრილია. ასევე ამ ბაზაზე მდებარეობს – აშშ–ს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის და აშშ–ს სამხედრო–საჰაერო ძალების სარდლობის შტაბ–ბინა, დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო–საჰაერო ძალების საექსპედიციო ჯგუფი, და აშშ–ს სამხედრო–საჰაერო ძალების 379–ე საჰაერო საექსპედიციო ფრთა.
ბაშარის რეჟიმის დამხობით რუსეთი კარგავდა ერთადერთ მრავალწლიან საიმედო მოკავშირეს არაბულ სამყაროში, ასევე: - სამხედრო პლაცდარმს რეგიონში (სამხედრო დანიშნულების ტარტუსის პორტი) - იარაღის გასაღების ბაზარს - და რაც ყველაზე საყურადღებოა: კატარის გაზის მეგაპროექტის განხორციელების შემთხვევაში, „გაზპრომი“-ს პოზიციები მსოფლიო ენერგო ბაზარზე საგრძნობლად შესუსტდებოდა
ასევე ცხადია, რომ მძლავრი ფინანსური და სამხედრო დახმარების გარეშე, ასადის შეიარაღებული ოპოზიცია განწირულია დამარცხებისთვის. ისინი უბრალოდ ვერ გაუმკლავდებიან ასადის სამხედრო მანქანას, რომელსაც ზურგს უმაგრებენ რუსეთის ფედერაცია და შიიტური ირანი.
კატარი და რუსეთი კატარი რუსეთის ფედერაციისთვის არამეგობრული სახელმწიფოა. არის რა ამერიკის კონტროლის ქვეშ, კატარიც, მისი მფარველის (პატრონის) მსგავსად დაინტერესებულია შექმნას კატარი–საუდის არაბეთი–იორდანია–სირია–თურქეთის კორიდორი (ამ მხრივ, "შიიტური ნახევარმთვარის" შუაზე გასაჭრელად, «ISIS» წარმოადგენს კარგ საშუალებას), რისთვისაც საჭიროა ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობა, რასაც თავის მხრივ, რუსეთის ფედერაცია და ირანი უშლის ხელს. აქედან გამომდინარე კატარი გააქტიურდა პოსტსაბჭოთა სივრცეში – ფინანსურად ეხმარება ჩრდილო კავკასიის არალეგალურ შეიარაღებულ ორგანიზაციებს, დებს ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, აძლიერებს კავშირებს ტაჯიკეთთან, ყირგიზეთთან და თურქმენეთთან. მეორე მხრივ – კატარი არის რუსეთის გაზპრომის კონკურენტი მსოფლიო ბაზარზე.
«არაბული გაზაფხულის» დადგომისთანავე თვალსაჩინო გახდა ახლო აღმოსავლეთის ჯუჯა სახელმწიფოს (11 586 კვ. კმ, მოსახლეობა დაახლ. 2 მლნ.) — კატარის საამიროს განსაკუთრებული როლი სირიის კონფლიქტში.
სირიის კრიზისში დოხას (და არა მხოლოდ) უხეში ჩარევის ძირითადი მიზეზი კატარის საამიროს ახლო აღმოსავლეთის რეგიონისადმი გაზრდილი გეოპოლიტიკური ამბიციებითაა განპირობებული, კერძოდ.
კატარი, რომელიც მსოფლიოში გაზის მარაგით 3-ე ადგილზეა, სირიაში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებაში ჩამბით და აქტიური მონაწილეობით ცდილობს საერთაშორისო აღიარების მიღწევას და რეგიონში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის როლის შესრულებას. კატარი, თურქეთთან ერთად ცდილობდა ბაშარ ასადის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას და სირიის სათავეში მათთვის მისაღები ძალის, «ძმები მუსლიმების» მოყვანას. ამ ნაბიჯით დოხა და ანკარა გააძლიერებდნენ თავიანთ გავლენას რეგიონში დაბლოკავდნენ საუდის არაბეთის მცდელობას მოიყვანოს სირიის ხელისუფლებაში ვაჰაბიტური ძალები
თუმცა, «ძმებმა მუსლიმებმა» ვერ მოიპოვეს ქვეყნის შიგნით (არა მხოლოდ სირიაში) და მის ფარგლებს გარეთ სათანადო მხარდაჭერა, რის შედეგად წინა პლანზე გამოვიდნენ უკიდურესად რადიკალური დაჯგუფებები («ISIS», «ისლამური ფრონტი», «ჯაბჰატ ალ-ნუსრა»).
თავის მხრივ, საუდის არაბეთმა გააქტიურა ვაჰაბიტური გაფგუჯებების დაფინანსება. ერ-რიადს სურს სირიაში მოიყვანოს მარიონეტული რეჟიმი, რათა შემდგომ კატარს ევროპაში მიმავალი თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებაზე თავისი პირობები წაუყენოს.
ბაშარის რეჟიმის დამხობით და სასურველი ხელისუფლების მოყვანით, კატარი ცდილობს გავიდეს ევროკავშირის გაზის შიდა ბაზარზე და გახდეს ევროკავშირისათვის საწვავის სტრატეგიული მიმწოდებელი. გაზის მილების გაყვანა იგეგმებოდა შემდეგი მიმართულებით: კატარი - საუდის არაბეთი - იორდანია - სირია - თურქეთი - ევროკავშირი. თუმცა, ირანისა და რუსეთის დიდი ძალისხმევის შედეგად ბაშარის რეჟიმმა გაუძლო მრავალათასიანი შეიარაღებული ბოევიკების შემოტევას და ბოლო პერიოდში გაიმყარა პოზიციები ქვეყნის შიგნით.
კატარის კავშირები ისლამისტურ ტერორისტულ ორგანიზაციებთან უკანასკნელ წლებში სხვადასხვა ექსპერტებმა, სმი-მ, და რიგი ქვეყნების პოლიტიკურმა ლიდერებმა კატარი არაერთხელ დაადანაშაულეს ისეთი ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსებასა და მხარდაჭერაში, როგორიცაა «ალ-ქაიდა», «ძმები მუსლიმები», «თალიბანი», «ჰამასი», «ISIS» და «ჯაბჰატ ალ-ნუსრა». • (აშშ-სა და სხვა "მოკავშირეების" შიშით, ტერორისტული ორგანიზაციების დასაფინანსებლად კატარი აქტიურად იყენებს ე.წ. ისლამური საქველმოქმედო ფონდების მექანიზმს, როგორიცაა "ჯამიიათ კატარ ალ-ჰეირია", "შეიხ იდ ალ-ჰეირია" და სხვ.)
«ISIS» შემაშფოთებელი წარმატებები ერაყსა და სირიაში ვაშინგტონისათვის წარმოადგენს განსაკუთრებულ შესაძლებლობას კატარზე ზეწოლის მოხდენით შეიმუშავოს ეფექტური გეგმა, რათა დოხა იძულებული გახდეს გაატაროს ანტიტერორისტული პროცედურები. აშშ მიიჩნევს, რომ მისი ახლო მოკავშირე, კატარი, წარმოადგენს ტერორისტული დაჯგუფებების დაფინანსების უწყვეტ არხს. ვაშინგტონი იმდენად შორს წავიდა, რომ სპარსეთის ყურის პატარა სახელმწიფო დაასახელა ტერორისტული ჯგუფების დაფინანსების ნაყოფიერ ნიადაგად. აშშ აცხადებს, რომ მათ არ აქვთ მტკიცებულებები იმისა, რომ კატარის ხელისუფლება აფინანსებს ტერორისტულ ჯგუფს (ჯგუფებს), რომელიც დღეს ცნობილია, როგორც «ISIS». მაგრამ მათი ინფორმაციით, განსაკუთრებული აქტიურობით ამ საკითხში გამოირჩევიან კატარში მცხოვრები კერძო პირები. აშშ-ს აზრით, სპარსეთის ყურის სახელმწიფოები არ აკეთებენ საკმარისს, რათა აღკვეთონ აღნიშნული საქმიანობა. კატარის პოლიტიკაზე ზეგავლენის მოსახდენად, ვაშინგტონი იყენებს, როგორც დიპლომატიურ, ასევე ზეწოლის სხვადასხვა ხერხებს (ახალისებს მის ანტიტერორისტულ საქმიანობას და საჯაროდ აკრიტიკებს ტერორისტული ორგანიზაციებთან კავშირების გამო).
თუმცა, მთავარი პრობლემა ისაა, რომ აშშ-ს ტერორიზმთან ბრძოლის პოლიტიკა ზოგჯერ ეწინააღმდეგება კატარის ხელისუფლების საკუთარი რეგიონული გეოპოლიტიკური ინტერესების ხედავს. კატარის უსაფრთხოების სტრატეგია მდგომარეობს რეგიონული და საერთაშორისო ჯგუფების ფართო სპექტრის მხარდაჭერაში, რათა შეინარჩუნოს საკუთარი პოზიცია ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ეს სტრატეგია ითვალისწინებს — ისლამისტური ორგანიზაციების მხარდაჭერას, მათ შორის არიან «ჰამასი» და «თალიბანი». ამ მიდგომის ნაწილად ითვლება საზღვარგარეთ მოქმედი ისლამისტური ჯგუფებისათვის ფინანსების შეგროვებაზე ნებართვის გაცემა. მებრძოლი ისლამისტების დაფინანსების არხების დახურვა, ანუ ის რაც სურს აშშ-ს, მტრულად იქნება აღქმული თავად კატარში, რადგან ამ ნაბიჯს დოხა პირადი უსაფრთხოებისათვის საზიანო ქმედებად ჩათვლის.
აშშ-სა და საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, სავსებით შესაძლებელია, რომ სპარსეთის ყურის ნავთობ-მონარქიები იძულებულნი გახდნენ გაწყვიტონ კავშირები რადიკალურ მოძრაობებთან და ითანამშრომლონ დასავლელ პარტნიორებთან ანტიტერორისტული საქმიანობის მიმართულებით. ქუვეითის მაგალითი ერთ-ერთი თვალსაჩინოა, სადაც ა.წ. მან გააძლიერა ანტიტერორისტული ღონისძიებები.
ამავე დროს, დასავლეთის მხრიდან «ISIS»-ზე ფინანსური შევიწროების პოლიტიკის განხორციელება მოითხოვს განსაკუთრებულ პრინციპულ მიდგომას, რომლის მიზანია უკვე არა მხოლოდ სპარსეთის ყურის კერძო შემოწირულობების ქსელების აღმოჩენა და განეიტრალება, რადგან დღეისათვის «ISIS» შემოსავლების უმრავლესობა დამყარებულია დამოუკიდებელ ფინანსურ საქმიანობაზე, კერძოდ — ერაყში და სირიაში ნავთობის კონტრაბანდა, გამოძალვა და სხვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხები. ამისათვის, მნიშვნელოვან ამოცანად რჩება სათანადო ზომების მიღება, რათა მოხდეს ამ ორგანიზაციის ამ ფინანსური ბაზის განადგურება, რომლის მიღწევეა შესაძლებელია მხოლოდ სახმელეთო და საჰაერო სპეცოპერაციების მეშვეობით.
2014 წ. ოქტომბერში «The Daily Telegraph»-მა განაცხადა, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ახალ დოკუმენტებზე დაყრდნობით, 49 წლის ხალიფა მუჰამედ ტურკი ალ-სუბაიი (ცენტრალური ბანკის თანამშრომელი), რომელიც ცნობილი იყო იმით, რომ აფინანსებდა ხალიდ შეიხ მოჰამედს (აშშ-ს ხელისუფლების ვერსიით – 11 სექტემბრის ტერაქტების ორგანიზატორი), კვლავ აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და ცდილობს მოიძიოს დაფინანსება «ISIS»-სათვის. კატარის ხელისუფლებამ ალ-სუბაიი 2008 წ. დააპატიმრა „ტერორისტული საქმიანობისათვის“, თუმცა ის 6 თვეში გაათავისუფლეს. გარდა ამისა, ახალი ანგარიშის მიხედვით, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს ა.წ. ნოემბერში აშშ-ის უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრის მიერ , კატარის 20 მოქალაქე შემჩნეულია ტერორისტების დაფინანსების საქმიანობაში, ან ასრულებენ შუამავლის როლს; 10 მათგანი უკვე მოხვედრილია აშშ-სა და გაეროს შავ სიაში.
კატარი გააგრძელებს მცდელობებს დაასუსტოს ასადის რეჟიმი, გააძლიეროს „ძმები მუსლიმები“ და ახლო აღმოსავლეთში ახალი წონიანი მოთამაშის სტატუსი დაიმკვიდროს.
ავტორი: ვასილი პაპავა (on facebook - Vasiko Givati)
|