#43051641 · 3 Dec 2014, 22:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უკვე სრულ აბსურდამდე მივიდა ეს ამბავი. საქართველოს მოქალაქეების უცხოელ მეუღლეებს არ აძლევენ (ზოგიერთებს) ბინადრობის ნებართვას (არა მოქალაქეობას).
ჯერ იყო და შემოიღეს ყოვლად აბსურდული წესი, რომ იუსტიციის სახლის მაგივრად ვიზების გაცემა უნდა მოახდინოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უფრო სწორად, საქართველოს საკონსულოებმა უცხოეთში. ამან გამოიწვია სისტემის პარალიზება. საქართველოდან ხალხი იძულებული იყო ეწანწალა მოსკოვში, კიევში და სხვა ქალაქებში, თან არა ერთხელ და ორჯერ, არამედ 4-5ჯერ. ჯერ ერთი, დეგენერატი კონსულები ხან ადგილზე არ იყვნენ, ხან სისტემა არ მუშაობსო და ა.შ. აწვალებდნენ ადამიანებს, უნიშნავდნენ შეხვედრას და არ იღებდნენ. ამათ აღებული ბილეთები უფუჭდებოდათ, იძულებული იყვნენ სადღაც ჰოსტელებში ეცხოვრათ, ბილეთების გადაცვლა და ა.შ.
ამის შემდეგ დაიწყო კიდევ უფრო საოცარი ამბები. მაგალითად, უკრაინის ერთ-ერთ მოქალაქე ქალბატონი, რომელიც გათხოვილია საქართველოს მოქალაქეზე, წავიდა კიევში, იქ დიდი წვალების შემდეგ აიღო ე.წ. მიგრაციული ვიზა, რომელიც არის წინაპირობა ბინადრობის ნებართვის მისაღებად. ჩამოვიდა აქ, შეიტანა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და გუშინ უარი უთხეს (!) ბინადრობის ნებართვაზე. ახლა რა უნდა ქნას ამ ადამიანმა? ქმარს გაეყაროს თუ ორივე უკრაინაში ან სხვაგან გადასახლდეს? და ასეთი მაგალითები ბევრია. ვინმემ ახსენით, რით არის ეს გამოწვეული და რა მიზანს ისახავს. ჩვენ, მაგალითად, ვმარჩიელობთ და ვერ გაგვირკვევია.
This post has been edited by შიიტი1 on 3 Dec 2014, 22:02
--------------------
arsh313.com
|