04 დეკემბერი 17:00
92
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის სეიმის მარშალს რადოსლავ სიკორსკის შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ რიგაში მომავალ წელს, უვიზო რეჟიმის პროცესის დაწყების გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც საქართველოსთვისაც ღია იქნება.
ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა საქართველოს პრეზიდენტსა და პოლონეთის პარლამენტის სპიკერს შორის. საუბარი შეეხო, რა თქმა უნდა, ჩვენს მეგობრობას და საქართველოს მომავალს, რომელიც უკავშირდება ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამპროცესს და ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას უახლოეს მომავალში მოვახდენთ.
ასევე გვინდა, რომ მომავალ წელს რიგაში მივიღოთ გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის პროცესის დაწყების თაობაზე და რომელიც ასევე ღია იქნება საქართველოსთვის“, - განაცხადა საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო მეგობრობისჯგუფის თავმჯდომარემ მიხაილ შტერბამ.
http://news.ge/ge/news/story/115378-rigash...ats-ghia-iqneba