#43064424 · 5 Dec 2014, 01:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როცა საბოლოოდ აგნოსტიკოსად ჩამოვყალიბდი, ალბათ დაახლოებით ამავე პერიოდშივე ვაღიარე, რომ ბიბლია ყველაზე საინტერესო და ბრძნული წიგნია მსოფლიოში, რაც კი დღემდე შექმნილა, მიუხედავად იმისა, მართლა ღმერთის კარნახით იწერებოდა თუ უმისოდ. ახლა ბიბლიური სიბრძნეების აქ ჩამოთვლას არ შევუდგები, მაგრამ... არის ერთი, ასეთი:
... ციკანს თავისი დედის რძეში ნუ მოხარშავთ (მეორე რჯული, თავი 14, 21)
ტანზე ეკლებს მაყრის, ისე მოქმედებს, როცა გამახსენდება
ვითომ დიდი ამბავი - ციკნის დედა გიჩივლებს თუ მამა მოხარშე და მიირთვი დაგიჭერს ვინმე თუ? არც კი დაგაჯარიმებენ რა ჯობია რძეში მოხარშულ თიკანს, ხო? ციკნისვე დედის რძეში? - პადუმაეშ მაგრამ - ვერა,რა ვერა მე ვერ შევჭამ შემძულდება პატრონიც, დიასახლისიც, მზარეულიც, სტუმარიც და მასპინელიც.
ნაცები ხარშავდნენ ციკანს დედის რძეში ეს ხელისუფლება ურძეოდ ხარშავს ვირის თავ-ფეხს
-აი. ჩვენ ხომ გემრიელ ციკანს ვხარშავდით? - ყვირიან ნაცები შინ და გარეთ - მართლაც გემრიელი იყო - გაოცებით თავს აქნევენ უცხოელები - დაგვიბრუნეთ მოხარშული ციკანი - გაჰკივიან ნაცმაცუნები
მე რა ვქნა, მე და ჩემისთანებმა რა ქნან....
აქ უნდა დამემთავრებინა წესით - მაგალითების მოყვანას რა აზრი აქვს - მაინც ვერ მიხვდებიან-თქვა, ან - რომელი ერთი? კერძო მაგალითებზეც არაა საქმე - ეს ზნეობრივი საფუძველი ჰქონდა საერთოდ ნაც-პოლიტიკას. მაგრამ მაინც...
ჩემი ახლობლის მეუღლე მუშაობდა საგადასახადოში. რეფორმები რომ დაიწყო - მოვიდა ახალი უფროსი, ახალგაზრდა, ენერგიული, სიმპათიური და ალბათ - ჭკვიანიც, ან - ჭკვიანურ დავალებებს ღებულობდა ზემოდან. დაახლოებით ორი წელი, შაბათი არ იცოდნენ და კვირა, გვიანობამდე თავაუღებლად ამუშავა პერსონალი - მონაცემები ქაღალდებიდან სულ კომპიუტერში გადაიტანეს და მერე, როცა სისტემა აეწყო და ამუშავდა ეფექტურად და გემრიელად, ეს ქალბატონი, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ამავე დროს, სამწუხაროდ, ასაკოვანი - დაახლოებით 50 წლის იყო - სამსახურიდან დაითხოვეს ასაკის გამო. ისიც და სხვებიც. მადლობაც არავის უთქვამს. მოვიდნენ მერე პატარა გოგო-ბიჭები, მათი შვილების ტოლები, ლამაზები, კარგები, ხალისიანები შეხედავ - გესიამოვნება: ყველაფერი გამართულია, აწყობილი, ლამაზი და გემრიელი (ყოველ შემთხვევაში, ასე იყო. ახლა შეიძლება "ვირის თავფეხია")
ეს ჩემი ახლობელი ჩემსავით აქ არის, აშშ-ში მის ოჯახს არ გასჭირვებია ცოტა კი დაწყდა გული - რატომ ასე უმადურადო, ხანდახან ახლაც გაახსენდება ხოლმე, მაგრამ მაგრამ ყოველდღე ტვინს მიდღნავს - ათი წელია აქა ვარ და სახლში დაბრუნების მეშინია ამათი შემხედვარეო - მის გონებას არ ეკარება ჩემი " ბიბლიური სენტიმენტები" მე კი თავისივე დედის რძეში მოხარშული ციკნის სუნი მცემს და გული მერევა მერე ვირის-თავფეხის სუნი მოაქვს და ვითომ იხტიბარს არ ვიტეხ, ამის დასანახად ლამის შავჭამოთ ერთმანეთი
ერთს შევიგინები თქვენი ნებართვით, რომ ცოტა გულზე მომეშვას @#$$%$^^%&^*&^&(*&()*)(*_)(_)-))_()(*(&*&&^^&%^%%%$$@@#@~ უუჰჰჰჰ არ უშველა
This post has been edited by crocodile on 5 Dec 2014, 01:35
--------------------
ღმერთი ბჭობდა, კაცი იცინოდა. (C) crocodile
We fight, get beat, rise, and fight again (Nathanael Greene)
|