ჩემო მეგობარო ბ-ნო ბიძინა, ერთ საინტერესო ამბავსაც მოგითხრობთ! დღევანდელი პოლიტიკურ-ფინანსური სისტემის ავტორიები გახლავთ სუს-ის უფროსი, მალხაზ ჩიკვილაძე და გიორგი ზედელაშვილი, შ.ს.მ-ს პირველი მოადგილე და სუს-ის კურატორი. სისტემა, რომელიც მათ ააწყვეს რეგიონებში და ქალაქებში, ორიენტირებულია ბიუჯეტის ფულის უყაირათო ხარჯვაზე, შესაბამისად გაფლანგვაზე! ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ რამხელა საბიუჯეტო თანხებია ასათვისებელი რეგიონებში. საარჩევნო სიები, რომლებიც გაჯერებულია ყოფილი ნაციონალებითა და მათთვის მისაღები სუბიექტებით (ანუ, აგენტებით), სწორედ სუს-ის რეკომენდაციით არის შექმნილი. კერძოდ კი, დავით ლომიძის და აკაკი მაჭუტაძის მიერ. იშვიათად თუ წააწყდები წესიერ კაცს... განსხვავება წინა და ამჟამინდელ ხელისუფლებებს შორის, დაახლოებით ასე გამოიყურება: წინა ხელისუფლება ცდილობდა არ შეხებოდა ბიუჯეტის თანხებს. მათ ჰყავდათ ადამიანები, რომლებსაც ატერორებდნენ და მათი შრომითა და ჯაფით ნაშოვნ ფინანსებს ხარჯავდნენ და იმავე წართმეული ფულით ბიუჯეტს ავსებდნენ. ესენი კი, პირდაპირ ბიუჯეტზე სხედან და ხრავენ. გიორგი ზედელაშვილმა რეგიონებში სახელისუფლო პატარ-პატარა ჯგუფები შექმნა, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ტენდერებში, მოიგებენ და უხარისხოდ შეასრულებენ სამუშაოებს. ამაში კი დიდი ფული რჩება. ამ მღრღნელი ჯგუფების შექმნა სამცხე-ჯავახეთში დავალებული ჰქონდა გუბერნატორ აკაკი მაჭუტაძეს და (სუს)-ის უფროსს, დავით ლომიძეს. ბ-მა აკაკიმ ტენდერების კონტროლი ჩააბარა მის მეგობარს, რომელიც გასამართლებილია 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით.ერთ მაგალითს მოვიყვან, ჩემო ბ-ნო ბიძინა: რეგიონში, ადგილობრივი ხელისუფლება უკრძალავს გარკვეულ სუბიექტებს ტენდერებში მონაწილეობის მიღებას, მათ უგზავნიან ხალხს და უთვლიან , რომ ტენდერებში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, ციხეში ამოაყოფინებენ თავს. ამ საქმით დაკავებულნი არიან ადგილობრივი ხელისუფლების მაღალი ჩინები და, რაღა თქმა უნდა, სუსი-ს მაღალჩინოსნები. ისედაც დაქცეულ ბიუჯეტს, რომელიც მალე 200 მილიონზე ლარზე მეტ გარღვევას მიაღწევს ნოდარ ხადურის ხელში, ზევიდან გიორგი ზედელაშვილის და მალხაზ ჩიკვილაძის ბიუჯეტის მღრღნელები დაემატნენ. ბ-ნო ბიძინა, ვერ გეტყვით, რამდენად ჩახედულია ამ კორუფციულ გარიგებაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. იმედის ვიტოვებ, რომ არა. ბატონო პრემიერო! უმორჩილესად გთხოვთ, მიაქციეთ ყურადღება თქვენი ნათესავის მიერ უნიჭოდ შექმნილ ფინანსურ ქვეყნისთვის დამანგრეველ სისტემას, რომელიც შესაძლოა ასოცირებულ იქნეს ე.წ. „კახურ ვერტიკალთან“, რაც ზიანის მეტს არაფერს მოგიტანთ ჯერ თქვენ და შემდეგ კი, ქვეყანას.
წყარო
http://blog.mediamall.ge/?id=38647 This post has been edited by antibanki on 4 Dec 2014, 23:43
მიმაგრებული სურათი