შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ირაკლი სამყურაშვილმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დაუდასტურა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის, მალხაზ ჩიკვილაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ, აღნიშნულ ინფორმაციას გიორგობიანი არ ადასტურებს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" წერს, რომ სუს-ისა და გენინსპექციის უფროსებმა თანამდებობები დატივეს. "ჩემი ინფორმაციით, თანამდებობები დატოვეს სუსის უფროსმა და გენინსპექციის უფროსმაც. ორივე ჯანყარაშვილის კადრად ითვლებოდა. ველოდები, როდის დაწერს განცხადებას ჭიკაიძის მოადგილე, ზედელაშვილი", - აღნიშნავს ნადირაშვილი.

მიმდინარეობს ნაცების გამოხშირვა...
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...oba-datova.htmlhttp://cp.ge/ge/statiacci.php?ID=30772''სუს-ის და გენინსპექციის უფროსებმა თანამდებობა დატოვეს'' - ირმა ნადირაშვილი - სამოქალაქო პრესა
სუს-ის უფროსმა მალხაზ ჩიკვილაძემ და გენინსპექციის უფროსმა ირაკლი სამყურაშვილმა თანამდებობა დატოვეს. ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილი სოციალურ ქსელ ''ფეისბუკში'' წერს.
,,ჩემი ინფორმაციით, თანამდებობები დატოვეს სუსის უფროსმა და გენინსპექციის უფროსმაც. ორივე ჯანყარაშვილის კადრად ითვლებოდა. ველოდები, როდის დაწერს განცხადებას ჭიკაიძის მოადგილე, ზედელაშვილი“. - წერს ნადირაშვილი.
This post has been edited by libero on 5 Dec 2014, 23:09